კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზე ნერვიულობისგან „ჩაუვარდა ხმა“ სალომე ბაკურაძეს და ვის გამო „გაუშვა“ გიორგი მახარაშვილმა საყვარელი ადამიანი


„ჯეოსტარის“ შემდეგ გიორგი მახარაშვილი და სალომე ბაკურაძე კარგ მეგობრებად დარჩნენ. მათ უამრავი საქმე აქვთ, დაძაბული დღის გრაფიკი, მაგრამ ერთმანეთის ნახვასა და მხიარულებას მაინც ასწრებენ. გიორგი ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, სალომეს საქმრო კი უცხოეთში იმყოფება და, ამიტომ, ინტერვიუზე მოსულებს, ჩვეული სიხალისე და ანცობა ნაკლებად ეტყობოდათ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიორგი მახარაშვილი

– გამარჯობა, გაგიმარჯოს, ღმერთმა შვილი გაგიზარდოს. რა დაარქვი? აკუა... და ასე შემდეგ (იცინიან).

– დაიწყე, ხომ?

– კარგი, წესიერად მოვიქცევი. მითხარი, რას შვრები, როგორ მიდის ცხოვრება, დაღლილი სახე რატომ გაქვს?

– იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეპეტიცია მაქვს. ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 2 მარტს, – ავტორი) პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ, „იავნანას“ კონცერტია და დღეში ასოთხმოცი ათასი რეპეტიცია მაქვს. გარდა ამისა, მე და ნოდიკომ ორშაბათობით კლუბ „თუ საიდში“ დავიწყეთ სიმღერა. მონატრებული დღე იყო ორშაბათი, როდესაც თითქმის არც ერთ კლუბში არაფერი ხდება და „ემ ჯგუფმა“ გადაწყვიტა, სწორედ ამ დღესაც მიეცა ადამიანებისთვის განტვირთვისა და დასვენების საშუალება. მგონი გამოვიდა. ადრე ვიწყებთ, 10 საათზე.

– „სუ, სუ, სუ! ნანა, ქენითო! ასე ეუბნებით? (იცინიან).

– ანუ, შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთული ვარ და მიხარია, რადგან, სწორედ ეს არის ჩემი საქმე.

– შემოქმედების გარდა რა ხდება, მხოლოდ ამით ხარ დაკავებული?

– გააჩნია, რას ეძახი „შემოქმედების გარდას“. მაგალითად, ცოტა ხნის წინ „მარშრუტკა“ დამეჯახა და ახლა ჩემს მანქანას ვაკეთებ.

– „სინემაში“ რომ არ წამოხვედი ის დღე იყო, ხომ?

– ჰო, რადგან ვმღერი, ამიტომ ვერ მოვედი და ამის შემდეგაც ვეღარ ვივლი ორშაბათობით მანდ, მაგრამ, მართლა ის დღე იყო, საშინელი ქარი რომ ამოვარდა. ყელზე პატარა პრობლემები მქონდა – გადამეტვირთა თუ დამეღალა და, ამიტომ, პოლიკლინიკაში ინჰალაციებზე დავდივარ. იქიდან გამოვედი და, როგორც ჩანს, „მარშრუტკამ“ თავი ვეღარ შეიკავა – უკნიდან მომასკდა. ქარმა ჩაიდინა ეს ყველაფერი, ალბათ.

– თან, შენ ცნობილი ხარ და, როგორღა შეიკავებდა თავს! აგინაზღაურა თუ არა?

– არა, ყველა ჩემზე გაჭირვებული ხომ მე უნდა შემხვდეს! საშინლად მიჭეჭყილი ჰქონდა უკანა მხარე, მაგრამ ახლა ყველაფერი შევაკეთე და ლამაზად გამოიყურება, უკანა „თვალები“ გავულამაზე.

– ისე, კარგი მძღოლი ხარ?

– კი, თუმცა, როგორც ყველა ქალს, ერთი-ორჯერ მანქანა მეც ჩამქრობია. მაგალითად, მინდოდა, კარგ ბენზინგასამართ სადგურამდე მიმეღწია, მაგრამ მანამდე ბენზინი გამითავდა. ერთხელ ეს უბედურება გზაჯვარედინზე კი არა, შვიდჯვარედინზე მომივიდა. საოცრება იყო. „ავარიულები“ კი ჩავრთე, მაგრამ, სანამ ამას დაინახავდნენ, ალბათ, სამსართულიან ლანძღვას გამოუშვებდნენ, ზუსტად ვიცი. ისეთი სიგნალები იყო, მეგონა, რაღაც საშინელება ვქენი.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– აღარ ვიცი, ვიღასთვისაა ეს საინტერესო, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს კითხვა დამისვი, რადგან უამრავი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, თითქოს გავთხოვდი. რეალურად, ჯერ კიდევ არ გავთხოვილვარ. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, ჩემი საქმრო საქართველოში არ არის.

– და „სკაიპში“ რომ დაიწეროთ ჯვარი?! საღამოს შემოდი „სკაიპში“ – ქორწილი გვაქვს! – ხომ ძალიან მაგარი იქნებოდა?

– გადასარევი. გიო. ცოტა იდიოტური ხუმრობაა (იცინიან).

– სად არის?

– პეკინშია წასული სასწავლებლად.

– აქვე ყოფილა, პეკინზე. ისე, მაინც, როგორ გაუშვი, არ გაგიჭირდა?

– საშინლად, მართლა ძალიან მძიმედ გადავიტანე. უბრალოდ, საქმემ მოითხოვა ასე, რომ, უნდა წასულიყო და, რაღას ვიზამდით. შენ ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში მხედავ, ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ხმა ამომეღო და ამ მდგომარეობამდე მოვსულიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, მოდი, ამაზე აღარ ვისაუბროთ, უფრო ცუდად ვხდები.

– ცუდი ხომ არ არის ის, რომ აღარ გიჭირს და შეეგუე?

– ახლაც საშინლად მიჭირს. ახლა რა ხდება, იცი?! ნამდვილი მონატრება დამეწყო, თავიდან კი ყველაფერი ერთად მჭირდა: ის, რომ წავიდა; ის, რომ მარტო დავრჩი; უცებ აღმოჩნდა, რომ როცა მოგვინდება, ერთმანეთს ვერ ვნახავთ. მართალია, ზუსტად ისევ ისეთი სატელეფონო კონტაქტი გვაქვს, როგორიც გვქონდა, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. როცა იცი, რომ შორსაა, თან, ძალიან შორს – საშინელებაა.

– მერე ანგარიში გიმთავრდება და იწყებ ტირილს.

– როდის ერთხელ მითხოვია შენთვის, ანგარიში შემივსე-მეთქი? (იცინიან).

– როდის ჩამოვა ვასკა?

– მეორე ხუთი თვე კიდევ დაგვრჩა.

– იქ ჩასვლაზე არ გიფიქრია?

– ყველანაირი საშუალებით ვითხოვ სპონსორს, მაგრამ ჯერ არავინ გამომხმაურებია. ძალიან რთულია პეკინამდე ჩასვლა, ჯერ მარტო მგზავრობას უნდა დაახლოებით 1 500 დოლარი, სხვა რომ არაფერი იყოს.

– ხედავთ, რა დღეში ვართ ეს ჯეოსტარელები? ხალხს რომ ჰგონია, ვარსკვლავურად ვცხოვრობთ, აგერ პეკინზე ვერ გავსულვართ შეყვარებულის სანახავად. რა კარგი შეხვედრა გექნებათ, წარმომიდგენია მთელი საქართველო გაიგებს შენს წივილ-კივილს.

– სიურპრიზების უამრავი ვარიაცია მიტრიალებს თავში. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს იმისთვის, რომ იდეა დავხვეწო. შეთანხმებები და მოლაპარაკებები გვაქვს, ვნახოთ, ბოლოს რა აზრამდე მივალთ. დარწმუნებული ვარ, ამ დროს ძალიან დაიბნევა. ძალიან გახარებული და, თან – დაბნეული სახეები რომ აქვთ, ზუსტად ისეთი იქნება. ასეთ დროს არ იცის ხოლმე, რა ჰქნას. საერთოდ, ძალიან ხშირად ვუკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზს და ეს ძალიან სასიამოვნოა.

– ალბათ, რომ ჩამოვა, დაქორწინდებით კიდეც.

– სავარაუდოდ, ასე იქნება.

– ყველაზე მაგარი სიურპრიზი გაიხსენე.

– ყველაზე მაგარს არა, ყველაზე ცუდს გავიხსენებ – ჩაშლილ სიურპრიზს. ერთი სიტყვით, რაღაცის მოწყობა მინდოდა და ვასკა მოვატყუე, ქალაქიდან გავდივარ-მეთქი. მთელი დღის განმავლობაში „ვმესიჯობდით“, ვეუბნებოდი, ახლა აქ ვარ, ახლა იქ-მეთქი. მებუზღუნებოდა, მთელი დღის განმავლობაში რატომ არ მნახეო. ბიძაჩემმა გამომიარა და უცებ წავედით-მეთქი – მოვიგონე. ეს დრო კი სიურპრიზის ორგანიზებისთვის მჭირდებოდა. საღამოს უკვე ვიცოდი, რომ სამსახურიდან გამოვიდოდა და სიურპრიზი მზად უნდა მქონოდა. მანამდე მეგობრებთან შარდენზე მივედი და ვასკამ დამინახა (იცინიან).

– გადაირია, ხომ?

– კი, თავიდან გაგიჟდა – რატომ მომატყუეო, მაგრამ, მერე მიხვდა, რასაც ვაპირებდი. აბა, რატომ მოვატყუებდი? ამაში დაუჯერებელი არაფერი იყო.

– ხმა გაჭირვებით ამოვიღეო, მთელი ხუთი თვე რას აკეთებდი? არ გიხაროდა სიმღერა?

– როგორ არა. რაც უნდა დაძაბული იყო, ნერვიულობდე და არაფერი გიხაროდეს, როდესაც სცენაზე გადიხარ, იმ მომენტში ხასიათიც გავიწყდება და ყველაფერი; მთლიანად საქმეზე ხარ მობილიზებული. სცენაზე არავის აინტერესებს შენი პირადი პრობლემები. ადამიანები შენს მოსასმენად მოდიან, რომ დაისვენონ და გაერთონ, ასე რომ, მათ ხასიათი არ უნდა გაუფუჭო.

– ახლა როგორ ივსებ თავისუფალ დროს, როდესაც ეგრევე ფიქრებში მიდიხარ?

– სკაიპით (იცინიან). თუ თვითონაც შეუძლია, რომ კომპიუტერთან მოვიდეს, მაშინ ვეკონტაქტები. დროში ხუთსაათიანი სხვაობაა და ეს კიდევ ცალკე მკლავს. თუ არ სცალია და კომპიუტერთან ვერ მოდის, მაშინ რამე გულის გადასაყოლებელს გამოვძებნი, მეგობრებთან ერთად ვარ და სხვა რამეს მოვიფიქრებ. ისე არ ვგეგმავ, რომ, აი, „კვირა საღამოს ერთი საათი თავისუფალი მაქვს და კინოში წავალ“, – ასე არა.

– ყველაზე მაგარი წამალია, დაწვე და დაიძინო.

– რომ არ მეძინება?! დღე-ღამეში მხოლოდ სამ საათს თუ დავიძინებ. უძილობა საშინელი ნევროზია. მაგრამ, ყველაფერი გაივლის და ეს პერიოდი ძალიან კარგად გამახსენდება.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სალომე ბაკურაძე

– რა გინდა, მითხარი, რისთვის იბრძვი ამ ცხოვრებაში?

– ბედნიერებისთვის ვიბრძვი ყველა საკითხში, კარიერა იქნება ეს თუ პირადი ცხოვრება.

– შენთვის კარიერა რომელი უფროა, სიმღერა თუ ფოტოხელოვნება?

– ამ ჩამონათვალს კიდევ მხატვრობაც დაემატა. როგორც იქნა, გადაწყდა ეს ამბავი. კარგად მოგეხსენება, რომ აბიტურიენტი ვარ, წელს გამოცდებს ვაბარებ და ნამდვილი საგიჟეთი მაქვს. წეღან რომ დღე-ღამეში სამი საათი ახსენე, ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ. ხანდახან ის სამი საათიც არ მეძინება და, ღამით, ჩემთვის, მშვიდად, წყნარად ვხატავ ხოლმე, დილით კი მივდივარ გაკვეთილზე ან რეპეტიციაზე. გამიმართლა, რომ სამივე ხელოვნების დარგია და ერთმანეთს ისე ეწყობა, „აჭრილი“ და დაბნეული ნამდვილად არ ვარ. სამივეს გავუმკლავდები. როგორ მაქვს, იცი, აწყობილი?! საათივით: როცა ვხატავ ვმღერი, ან, როცა ფოტოებს ვიღებ – ვმღერი; როცა ვმღერი – ვხატავ. სამხატვრო აკადემიაში ვაბარებ, მაგრამ სამივე საქმეს მივხედავ.

– რატომ გგონია, რომ კარიერა და პირადი ცხოვრება საკმარისია ბედნიერებისთვის? უცებ რომ „რაღაც მესამე“ გამოხტეს, ისეთი, წარმოდგენაც რომ არ გაქვს, თუ შეგიშლის ბედნიერებაში ხელს?

– „მარშრუტკის“ მძღოლი დამარტყამს?! არ ვიცი, შესაძლოა, მომავალში მართლა გამოჩნდეს ისეთი რაღაც, რის გარეშეც ბედნიერი ვერ ვიქნები, მაგრამ, ჯერჯერობით ეს ორი მიმართულება დამაკმაყოფილებს. თუ შეყვარებულს სადმე წასვლა მოუწევს, ვერ ვიტყვი, ხმა ჩამივარდება-მეთქი, იქ ქვევით სადღაც მაინც ვიმღერებ, სადაც ძირითადად ვმღერი ხოლმე. ნაღვლიანად ვიმღერებ და მას ვუმღერებ, სადაც არ უნდა იყოს – პეკინზე თუ „ჩხინკაგოში“ (იცინიან).

– კერძოდ, რაზე აბარებ?

– მედია-ხელოვნებაზე, სადაც დიდი როლი უკავია როგორც მხატვრობას, ისე ფოტოს. არც ერთში არ მინდა, რომ მოვცდე.

– ის მითხარი, გოგოების ამბავში როგორ ხარ?

– გოგოების ამბავში თავისუფლად ვარ – სამწუხაროდ. შეყვარებული არ მყავს.

– გამოგეხმაურონ?

– კი, ოღონდ, მხოლოდ მაღლები.

– გვაპატიე, რომ დაბლები ვარსებობთ! (იცინიან). ისე, მართლა ღირსი ხარ, გვერდით გყავდეს ძალიან მაღალი და საშინელი გარეგნობის გოგო.

– „პოლის ჯოხი“ კი არ მინდა! კარგი, ჯანდაბას, დაბლები და „მუშები“... არა, ლამაზები გამომეხმაურონ!

– აი, ასე, ეს დამოკიდებულება უკვე ძალიან მომწონს. „ატუტრუცანებული“ ხარ გოგოებთან დაკავშირებით?

– არა, სამწუხაროდ. დრო არ მაქვს, თორემ, ისე, ძალიან მინდა, მართლა.

– შემოტევა გექნება, როგორც ყოველთვის. ისე, რას ფიქრობ, რატომ მოსწონხარ გოგოებს?

– ფეხი მაქვს ორმოცდაშვიდი ზომა და იმიტომ.

– ეს რა, მოსაწონია?!

– ვერ მიხვდი, ხომ?! რა ვიცი, შოპინგზე რომ წახვალთ ერთად და მაღაზიაში შენი ზომა ფეხსაცმელი რომ არ ექნებათ, მაინც კარგია.

– ვაიმე, რა აუტანელი ბიჭი ხარ! (იცინიან). ახლა მივხვდი, რაც თქვი.

– არა, ხუჭუჭა და საყვარელი ბიჭი რომ ვარ, ეს მოსწონთ.

– ხუჭუჭა და საყვარელი მეც ვარ.

– მერე, ხომ მოსწონხარ ბიჭებს?! აი, პასუხიც. ხედავ, რა დღეში ვარ? არა, რა დროს გოგოებია, იმდენი საქმე მაქვს. ამ აბიტურიენტობასთან ერთად, რაღაც პროექტებშიც ვარ მიწვეული: „იმედის დილაში“ ვიქნები, გია მაჭარაშვილმა სიმღერა მაჩუქა, რომლის ჩაწერასაც ვაპირებ. ისეთი რაღაცეების გაკეთება მინდა, რომ, მიუხედავად ნელი ტემპისა, ხალხს ეს ერთი წელი, სანამ ვემზადები, არ დავავიწყდე. რომ ჩავაბარებ, სიმღერების ჩაწერა მინდა, მათ შორის ჯეოსტარელებთან დუეტების. მოკლედ, ხედავ, რა ამბავში ვარ?!

– მომწონს შენი ასეთი აქტიურობა.

– იცი, როგორი მომენტია? რომ პოპულარობა ძალიან მალე მიდის. ჯერ არც მქონია იმ დონის პოპულარობა, „ვაიმე, ეს რა ხდება!“ – ვიძახო: ის კი არა, მქონია შემთხვევები, სადღაც რომ მიხვალ, დარწმუნებული ხარ, უნდა გიცნონ და არავის რეაქცია არ აქვს, ორი თვის მერე რომ გეუბნებიან: უი, შენ ის არ ხარ, ჯეოსტარელი? მიუხედავად ამისა, ის მაინც უნდა შევინარჩუნო, რაც მაქვს და მომავალში კიდევ უფრო გავზარდო. სათვალიანი ბიჭი სულ არ ემახსოვრებათ. ცოტა კი „ტეხავს“, როცა გგონია, რომ გიცნობენ და ვერ გცნობენ.

– გავიგე, რომ ნანი ბრეგვაძის კონკურსში იღებ მონაწილეობას, მართალია?

– ვაპირებ. კონკურსომანია არ შემყრია, უბრალოდ, ნელ-ნელა ვიხვეწები (იცინიან). 2007 წელს ქასთინგზე ცოტა მორიდებულად ვიყავი, 2008-ში „ჯეოსტარზე“ უფრო გავთამამდი და გავედი კონკურსზე. ახლა უკვე ისეთი შეგრძნებაა, რომ ქასთინგზე კი არა, სახლში მივდივარ. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა, ქასთინგებში გავიწაფე. გაკვეთილები „მივწი-მოვწიე“ და ამისთვისაც გამოვნახე დრო.

– რას მღერი?

– სამ სიმღერას. აქედან ერთ-ერთი ნანი ბრეგვაძის რეპერტუარიდანაა – „პაწავ კიდევ მოითმინე, გოგოვ“, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდა ჩემი ხმის ტემბრს. აკომპანიატორი ჩემი და იქნება. ისე ვაკეთებ, რომ რეპეტიციებზე სხვაგან არ მომიწიოს სირბილი, ისიც სახლში მყავდეს. ღამით ვრეპეტიციობთ.

– ღამით ხატავ, ღამით რეპეტიციობ – რა უბედურებაა!

– ერთი ფუნჯი კბილებით მიჭირავს, ჩემი და უკრავს და თან ვმღერი. „თქვი, როგორი მაგარი ღამეა“... (იცინიან).

– კარგად დატვირთული ყოფილხარ, გიჟს ჰგავხარ, შე კაცო. მარტო გადაღლაა შენი უხასიათობის მიზეზი თუ უგოგოობაც?

– ალბათ, ეგეც არის. წეღან ახსენე – უცებ რომ გინდა, ვინმე ნახო, ვიღაცას მისწერო და შენთან რომ არ არისო. მართალია, ჩემს შემთხვევაში ის არც უცხოეთშია და არც თბილისში, მაგრამ, არის მომენტები, ტელეფონს რომ ამოიღებ ჯიბიდან, მესიჯი გინდა, მისწერო და ხვდები რომ ასე მარტივად არ არის ყველაფერი. ძალიან ცუდი განცდაა.

– ხომ იყო და, სად წავიდა?

– „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ – ასე არ დამმართნია. არ დამთავრებულა ყველაფერი იმის გამო, რომ ვიღაც სხვა გამოჩნდა. ობიექტი რეალურად არ არსებობს, უბრალოდ, ხომ გინდა, რომ ის ნახო, ის ერთი. არადა, იღებ მობილურს ხელში და ხვდები: კარგი, რა! ვის უნდა მისწერო, ხომ არ აფრენ! როდესაც ეს ყველაფერი არ ხდება, ერთადერთი გამოსავალია, დაწვე და დაიძინო. აბა, ტელევიზორს მე არ ვუყურებ, „ფეისბუქზეც“ მოსავალს ავიღებ და დავრგავ – მეტი რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო?! ახლა ყველაზე სარფიანი მწვანე ლიმონების დარგვაა – კარგად იყიდება. ოთხასი ნერგი მაქვს.

– ზაფხულში სად აპირებ დასვენებას?

– იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცხელი ზაფხული მექნება და, შესაძლოა, ჩემს დაბადების დღეზე ქართულის გამოცდაზე ვიყო, ჯერ არ ვიცი. თუმცა, ვფიქრობ, აგვისტოში ესპანეთში წავიდე – იქ ჩემი მეგობრები არიან და მათთან დავისვენებ. თუ გამოცდის პასუხი ცუდი იქნება, იქ გულს კარგად გადავაყოლებ, თუ კარგი მით უკეთეს, ხასიათზე ვიქნები. ასე რომ, ასეთი გეგმები მაქვს და ვნახოთ. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ჩემი სულ ბოლო, უკანა მარჯვენა სკამი „ქართულ ხმებში“, სადაც ყველაზე მაღალი ჯდება, ისევ ჩემთვის არის შენახული და სექტემბერში მათ დავუბრუნდები.


скачать dle 11.3