როსიცკიმ „მტრებთან“ დაუკრა
ლონდონის „არსენალის“ ჩეხ ლეგიონერ ტომაშ როსიცკის იმდენჯერ და ისეთი ხანგრძლივობით ჰქონდა ტრავმები, რომ ფეხბურთელმა გადაწყვიტა, სხვა საქმეც გამოენახა. როგორც გაირკვა, როსიცკი მუსიკის დიდი მოყვარულია და გადაწყვიტა, ჯგუფში დაეკრა. ტომაშმა პანკ-ჯგუფი აირჩია და მათთან ერთად რამდენიმე კონცერტში მიიღო უკვე მონაწილეობა. თუმცა, საზოგადოებას მისი არჩევანი გაუკვირდა.
საქმე ისაა, რომ როსიცკის მიერ შერჩეულ ჯგუფს „სამი დაიკო“ ჰქვია და ეს მაშინ, როცა ჯგუფის წევრები კაცები არიან. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ჯგუფის სამივე წევრი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. ისინი „ლივერპულს“ გულშემატკივრობენ და ყოველ კონცერტზე მერსისაიდული კლუბის მაისურებით გამოდიან. თავად როსიცკის „არსენალის“ მაისური აცვია და თავსაც ამით იმშვიდებს.