ლაპორტა კატალონიის დამოუკიდებლობაზე ალაპარაკდა
კატალონიური „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხუან ლაპორტას თანამდებობის დატოვება მალე მოუწევს. მას მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება, მეტჯერ კი ამ პოსტზე წილისყრის უფლება აღარ აქვს და იგი პოლიტიკურ სარბიელზე აპირებს კარიერის გაგრძელებას.
„მე წარმატებული ადვოკატი ვიყავი. მარტივად შემეძლო ამ საქმეს ბოლომდე გავყოლოდი და მილიონები მეგროვებინა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა და აგერ, „ბარსელონა“ ისტორიაში საუკეთესო კლუბად ვაქციე. ახლა ძალების მოსინჯვა პოლიტიკაში მსურს და მანამ არ მოვისვენებ, სანამ ყველა კატალონიელის ოცნებას არ ავისრულებ. ეს კი კატალონიის დამოუკიდებლობაა“, – განაცხადა ლაპორტამ.