ჰამილტონმა მამა მოხსნა
მსოფლიოს ჩემპიონმა ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ახალ მენეჯერს ეძებს.
„მთელი კარიერის განმავლობაში ჩემს საქმეებს მამაჩემი, ენტონი ჰამილტონი განაგებდა, მაგრამ ახლა მას ბევრი თავისუფალი დრო სჭირდება, თავის ბიზნესს აწყობს. მე მას ეს თავისუფლება მივეცი და მოარული ხმები, რომ თითქოს ჩვენ ერთმანეთში ვერ ვთანხმდებით, ტყუილია“, – განაცხადა ჰამილტონმა.
ბრიტანული მედია კი წერს, რომ მამა-შვილს შორის დაპირისპირება ბოლო წელია, მუდმივად არსებობს და ენტონის გათავისუფლების მიზეზი ბიზნესი არ არის. რადგან ბიზნესი, რომელზეც უმცროსმა ჰამილტონმა ისაუბრა, ისევ „ფორმულა 1-ს“ უკავშირდება. მისტერ ენტონი ახალგაზრდა პილოტების მენეჯერია და ახლა ისე გამოდის, რომ ის დროს დამწყებთათვის პოულობს, მსოფლიოს ჩემპიონი შვილისთვის კი – არ რჩება.