კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენად მძიმე ცოდვაა წყვილს შორის ინტიმური კავშირი ჯვრისწერამდე?

პასუხი: ქორწინებამდე, ანუ ჯვრისწერამდე ინტიმური კავშირი მძიმე ცოდვაა, რადგან ეს კავშირი იკურთხება ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას – გვირგვინის გახსნის შემდეგ ცოლ-ქმარს ეძლევა სარეცლის გაზიარების უფლება. ჯვრისწერის გარეშე ინტიმური კავშირის დამყარება ადამიანებს მრუშობის ცოდვაში აგდებს.

კითხვა: რას ნიშნავს დროის გონივრულად ხარჯვა?

პასუხი: ქრისტიანმა ადამიანმა დროის უმეტესი ნაწილი სულისთვის ზრუნვას უნდა დაუთმოს – ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, კეთილ საქმეთა სრულყოფილად შესრულებას. ხოლო დანარჩენი დრო კი მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა შესახებ ზრუნვას. ოღონდ ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ვთქვათ, ქალს ბავშვები ჰყავს მისახედი, მოსავლელი და დასაპურებელი, ის კი მთელ დღეს ტაძარში ატარებდეს. ქრისტიანმა ადამიანმა თავად უნდა გადაანაწილოს დრო და ის ყველა საქმეს შეუთავსებს ეკლესიურ ცხოვრებას.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც ტაძარში, ღვთისმსახურების დროს ადამიანი შეუფერებლად იქცევა და ხელს გვიშლის ლოცვის მოსმენაში. გვაქვს თუ არა უფლება, რომ შენიშვნა მივცეთ მას?

პასუხი: რა თქმა უნდა, ასეთ დროს იმ ადამიანს უნდა მიუთითოთ სწორი საქციელისკენ. ოღონდ ეს ტაქტიანად და გულისხმიერად უნდა გააკეთოთ, რათა არც თქვენ ჩაიგდოთ თავი მრისხანებაში და არც ის გაანაწყენოთ. ხშირად შენიშვნის მიცემა ცუდი ფორმით ხდება ხოლმე და ადამიანებს შორის ჩხუბს და აყალმაყალს იწვევს, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს, ტაძარში.

კითხვა: ხშირად გვინახავს სასაფლაოზე მოუვლელი საფლავები, სადაც არასდროს არავინ მიდის. ცოდვად ეთვლება თუ არა ქრისტიანს, ახლობლის საფლავზე მიუსვლელობა?

პასუხი: ყოველი ქრისტიანის ვალია, იზრუნოს თავის მიცვალებულებზე – მოუაროს მათ საფლავებს, ილოცოს მათი სულებისთვის, გასცეს მოწყალება მათ სახელზე და ეკლესიაში შეუკვეთოს პანაშვიდი მათი სულების მოსახსენებლად. რა თქმა უნდა, ცოდვად ჩაეთვლება ადამიანს, თუ ის ახლობლის საფლავს მიატოვებს და არ მოუვლის, ამ საქციელით ის დანაშაულს ჩადის როგორც თავად იმ ადამიანის ხსოვნის, ასევე უფლის წინაშე.

კითხვა: როგორ დავიცვა ოჯახის წევრები ავი თვალისგან?

პასუხი: ეკლესია არ ცნობს არც თილისმებს და არც მაგიურ შელოცვებს. მხოლოდ საღმრთო მადლს შეუძლია, თქვენი ახლობლების დაცვა ბოროტებისგან. იცხოვრეთ ეკლესიურად, ილოცეთ მათთვის და ღვთიური მადლი გადმოვა თქვენზე, თქვენი ოჯახის წევრებზე. ყოველ დილით, სახლიდან გასვლის წინ გადასახეთ პირჯვარი ოჯახის წევრებს, რაც მათ ბოროტებისგან დაიცავს.

скачать dle 11.3