კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ბავშვს დაბადებიდან ვახმარებ პამპერსს. მეუბნებიან, რომ არ არის კარგი და მირჩევენ, ნაჭრებში გავზარდო. გთხოვთ მითხრათ, ავნებს თუ არა პატარას პამპერსი? ამ მხრივ, არის თუ არა ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავება?

პასუხი: გირჩევთ, ჩვილისთვის შეიძინოთ მაღალხარისხიანი ჰიგიენური საფენი, რომლის გარეთა შრე ჰაერგამტარია, ხოლო შიგნითა შრის შემადგენელი მასალა – უვნებელი. გირჩევთ, თუ ბავშვი რამდენიმე თვისაა, დღისით გადაყენებას მიაჩვიოთ. ჩვეულებრივი ნაჭრის საფენები ახმარეთ, ღამით კი პამპერსი უფრო მოსახერხებელია.

კითხვა: ვარ ორსულად. ჩემს მეუღლეს ზოგიერთი საკვების მიმართ ალერგია აქვს. მაინტერესებს, ალერგიული იქნება თუ არა ჩემი შვილიც და რა როლს ასრულებს ალერგიული დაავადებების განვითარებაში მემკვიდრეობა?

პასუხი: არსებობს ალერგიისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება. ალერგია კი არ გადადის მემკვიდრეობით, არამედ განწყობა ამ დაავადებისადმი. მისი განვითარება-განუვითარებლობას კი ობიექტური ფაქტორები განსაზღვრავს. ალერგიული რეაქციის განვითარებისთვის გადამწყვეტია გარემო პირობები და იმუნური სისტემის მდგომარეობა. ალერგია მემკვიდრეობითი არ გახლავთ, თუმცა ვიმეორებ, გადაეცემა მიდრეკილება. მამას შეიძლება ჰქონდეს ალერგია რაიმე საჭმლის მიმართ, შვილი კი ამ საჭმელს ჩინებულად იტანდეს, მაგრამ სუნის, მტვრის ან რაიმე სხვის მიმართ ჰქონდეს ალერგია.

კითხვა: მყავს 10 თვის გოგონა. ბავშვს პირღია სძინავს და დორბლი გადმოსდის. გულიც აჩქარებული აქვს. მეშინია, ჭია არ ჰყავდეს. შესაძლებელია ეს მის ასაკში თუ არა? რას უკავშირდება ეს ყველაფერი?

პასუხი: მინდა გითხრათ, რომ ერთ წლამდე ბავშვისთვის წუთში 125-130 შეკუმშვა ნორმალურ გულისცემად ითვლება. რაც შეეხება ღია პირით ძილს, ამის მიზეზი უფრო ზემო სასუნთქი გზების გამავლობის დაქვეითება უნდა იყოს. ამას კი შეიძლება რინიტი, სასა-ხახის ლორწოვანის შეშუპება, ან ანთებითი პროცესის გამო, ლიმფური ქსოვილის ჰიპერტროფია იწვევდეს. ხდება ისეც, რომ პატარას დაბადებისთანავე დაჰყვება ღია პირით სუნთქვის ჩვევა და ამას არავითარი მიზეზი არ აქვს. გირჩევთ, ბავშვი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს აჩვენოთ.

წლამდე ასაკის ბავშვის ჭიებით ინვაზია შესაძლებელია. თუმცა, თუ ჭიებით ინვაზიაზე გაქვთ ეჭვი, დიაგნოზის დასაზუსტებლად გააკეთეთ განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე.

კითხვა: ბოლო დროს ბევრი უჩივის ყაბზობას, მათ შორის მეც. როგორც მირჩიეს, კარგია ხეჭრელის ქერქი. რამდენ ხანს შეიძლება მისი მიღება. სხვა რა პრეპარატია ასეთ დროს ეფექტური და რამდენ ხანს უნდა გამოვიყენო?

პასუხი: ხეჭრელის საფაღარათო მოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი ანტრაგლიკოზიდები და ქრიზოფანის მჟავა. პრეპარატი აძლიერებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას. მისი ეფექტი მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ ვლინდება. ხეჭრელს დიდხანს თუ სვამთ, შეიძლება, პრეპარატისადმი შეგუება გაგივითარდეთ. ასეთ დროს მისი დოზა უნდა გაიზარდოს. მცენარის სამკურნალო დოზის მიღების დროს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. შეგუების შემთხვევაში გირჩევთ, იგი სხვა მცენარეული პრეპარატებით: სენით, რევანდით შეცვალოთ. გაიმდიდრეთ რაციონი მცენარეული საკვებით, მწვანილით. ეს ნაწლავთა ტონუსს ააქტიურებს.

კითხვა: მესამე ბავშვზე მშობიარობისას მარცხენა იღლიაში გამიჩნდა კვერცხისოდენა ჯირკვალი, რომელიც ერთი წელია ხან დაპატარავდება, ხან – გადიდდება. ბავშვს ვაწოვებ ორივე ძუძუს, რძეც ორივე სარძევე ჯირკვალში თანაბრად მაქვს. ტკივილი არ მაწუხებს. პირველ ორ ბავშვს საერთოდ ვერ ვაჭამე – რძე მქონდა, მაგრამ სადინარები არ იხსნებოდა. როგორ მოვიქცე, გავაგრძელო ძუძუთი კვება თუ შევწყვიტო?

პასუხი: იღლიის ლიმფური ჯირკვლის გადიდების გამო ძუძუთი კვების შეწყვეტა აუცილებელი არ გახლავთ, თუმცა უთუოდ უნდა დადგინდეს თავად ჯირკვლის გადიდების მიზეზი. თუ მხოლოდ მარცხენა იღლიის ჯირკვალია გადიდებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ლოკალურ ანთებით ან შეგუბებით პროცესთან. შესაძლოა, მარცხენა სარძევე ჯირკვალში ისევ გქონდეთ გაუხსნელი სადინარი. გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და შემდგომ გინეკოლოგსაც გაესინჯოთ.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3