კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიმაღლოთ ტონუსი, შევივსოთ ვიტამინების ნაკლებობა და დავიამოთ კუჭი მცენარეული ნაყენებით


სამკურნალო ბალახების ნაყენი ძალიან სასარგებლოა. ვიტამინების ნაკლებობის დროს შეურიეთ ერთმანეთს ერთი წილი ასკილი და ერთი წილი მოცხარის ნაყოფი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ათი წუთით ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ. ასევე, შეგიძლიათ, შეურიოთ ერთმანეთს თითო წილი ასკილისა და ცირცველის ნაყოფი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ხუთი წუთი, შემდეგ დაახლოებით, ოთხი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ. ასევე კარგია ერთი წილი ჟოლოს, ერთი წილი შავი მოცხარის და ერთი წილი მოცვის ფოთლების ნარევიც: ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით, ხუთი წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა ავიტამინოზის და ჰიპოვიტამინოზის დროს, დღეში ორჯერ.

კუჭის აშლილობის დროს ერთმანეთს შეურიეთ ერთი წილი პიტნა, სამი წილი ჭინჭარი და ორი წილი კატაბალახას ფესვები. ორი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ. ასევე, შეურიეთ ერთმანეთს ერთი წილი ჟოლოს ფესვები და ერთი წილი ანწლის ყვავილი. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ. ეს კუჭის შემკვრელი არაჩვეულებრივი საშუალებაა.

თუ ტონუსის ამაღლება გინდათ, მაშინ ათ გრამ კვლიავს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სამკურნალო მცენარეების შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ.


скачать dle 11.3