კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შემოიტანა გაზაფხულის ტენდენციებში სოფლური რომანტიკა


რა ჩავიცვათ გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც მთელ საქართველოში უკვე საკმაოდ კარგი ამინდები დადგება? მართალია, შიგადაშიგ თებერვლიდან მოყოლილი სუსხი ისევ თავს გვახსენებს და, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც გვიწევს ამისთვის ანგარიშის გაწევა, მაგრამ ასე მობეზრებული თბილი ტანსაცმლიდან თხელ პიჯაკებსა და ლაბადებზე გადასვლაც ძალიან გვეჩქარება. და, მაინც, მოდის სახლებისგან, დიზაინერებისა და მათ მიერ მოწოდებული ტენდენციებისგან განსხვავებით, სულ სხვაა ქუჩის ტენდენციები, რაც ყოველ სეზონზე ნიუ-იორკის, მილანის, ლონდონისა და პარიზის მოდის მიმდევრების ჩაცმულობაზე დაკვირვებით დგინდება. ჩვენ კი, თბილისელებს, რომელთაც გემოვნებით ჩაცმაზე საკმაოდ დიდი პრეტენზიები გვაქვს, შეგვიძლია, ამ მიმდინარეობებიდან და ტენდენციებიდან ჩვენთვის საინტერესო დასკვნები გამოვიტანოთ.

სეზონის ჰიტი – ყველაზე აქტუალური სამოსი – მაღალმხრებიანი პიჯაკია, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია: ან ტანზე მომდგარი და ორბორტიანია, ან პირიქით – განიერი, მამაკაცურ სტილში, რომელიც ძალიან უხდება თეძოსთან განიერ და კოჭთან მომდგარ შარვლებს. ამ ტიპის პიჯაკი საოცრად უხდება იმავე კონსტრუქციის ჯინსის შარვალს, მაგალითად, ისეთს, როგორიც „დოლჩე და გაბანამ“ წარმოადგინა.

მოდაშია ეგრეთ წოდებული „სუფთა ენერგია“, რომელიც „სელინმა“ და „დონა კარანიმ“ წარმოაჩინა. „სუფთა ენერგია“ გულისხმობს ოთხმოცდაათიანების დასაწყისის მინიმალიზმს, როდესაც სამოსში სამ, მაქსიმუმ – ოთხ ფერს იყენებდნენ და კონსტრუქციაც მაქსიმალურად მარტივი იყო. ამ ტიპის კოლექციებში, რომლებიც წელს „ივ სენ ლორანმა“ და „მაიკლ კორსმაც“ წარმოადგინეს, ქალის სხეულის უმეტესი ნაწილი შიშველი ჩანდა და მისგან „სუფთა“, „პირველყოფილი“ ენერგია მოდიოდა. მოკლე ქვედაკაბები, ჟილეტები შიშველ სხეულზე, რომელიც შეკრულიც კი არ არის, ძალიან მოკლე შორტები და თხელი, გამჭვირვალე კაბები – სეზონის ნამდვილი ჰიტია. თუ ეს ყველაფერი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, მაშინ ეფექტი ორმაგი იქნება და ნებისმიერ ადამიანში, რომელიც ქუჩაში შეგვხვდება, აღფრთოვანებას გამოიწვევს.

სეზონის ტენდენციებზე დიდი გავლენა იქონია ოლიმპიურმა თამაშებმა ვანკუვერში – დიზაინერებმა კოლექციები სპორტული ელემენტებით „გაავსეს“. ალექსანდრ მაკქუინის მიერ ამერიკული ფეხბურთის გავლენით შექმნილი კოლექცია, როგორც მოდის კრიტიკოსებში, ისე მოდურად ჩამცმელთა გულებში, არაჩვეულებრივ ემოციებს იწვევს. „პუჩიმ“ და მისმა დიზაინერმა პიტერ დანდასმა საოცრად სექსუალური კაბები წარმოაჩინეს, რომლებიც ინსპირირებული იყო მისი სიყვარულით სკუბა დაივინგის მიმართ. ერთი სიტყვით, „თამაშების თეორიამ“ გაზაფხულის კოლექციებზე დადებითი გავლენა მოახდინა და განსაკუთრებული სული შთაბერა მას.

ამას გარდა, სეზონის ტენდენციებში კვლავ აქტუალურია სამხედრო სტილი, რომელიც 2009 წლის როგორც შემოდგომის, ისე გაზაფხულის სეზონებზე წამყვანი იყო. ამ მიმართულებით აღსანიშნავია „ბალმაინი“, კრისტოფერ დეკარმინი, „აქუილინო“, რიმონდი და სხვები. ხაკისფერი პიჯაკები, შარვლები, უხეში ქსოვილისგან შეკერილი მოსასხამები და შორტები გაზაფხულზე და ცხელ ზაფხულშიც ინარჩუნებს აქტუალობას. და, ბოლოს, გაზაფხული გამორიცხულია ყვავილების, ფერადოვნების, „ფაშფაშა“ კაბებისა და გიპიურის მინაკეცების გარეშე. „შანელი“, „ბოტეგა ვენეტა“, კარლ ლაგერფელდი აქცენტს სწორედ ამ ტიპის რომანტიკულ, ნაზ კაბებზე აკეთებენ. ოსკარ დე ლა რენტას ახალი კოლექციის დანახვისას კი იმ წამსვე პიკნიკზე კალათებით წასვლის სურვილი გაგიჩნდება.


скачать dle 11.3