კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათუნა სირბილაძე მეორე შვილის მამა გახდა


„ჯეოსტარის“ ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ვარსკვლავი, ქალაქური სიმღერების უნიჭიერესი შემსრულებელი, დათუნა სირბილაძე, მეორე შვილის მამა გახდა. მისი მეუღლე როინ მეტრეველის შვილიშვილი უმშვენიერესი მაკო მეტრეველია. პირველი შვილი, ნიკოლოზი, უკვე 3 წლისაა და, როგორც დათუნა ამბობს, ძალიან გაუხარდა დაიკო. პატარა ნინო 24 თებერვალს, „ჯანმრთელობის სახლში“, ექიმ ამირან ქორიძის დახმარებით გაჩნდა. დედა-შვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. დათუნას თქმით, ბედნიერი მშობლები მხოლოდ ორ შვილზე არ გაჩერდებიან და იმდენ შვილს იყოლიებენ, რამდენსაც ღმერთი მისცემს. აღდგომის მარხვის დასრულების შემდეგ კი, პატარა ნინოს მონათლავენ.

დათუნა: ნინო ჩემი მეუღლის დედას ჰქვია, ნიკოლოზი კი მამაჩემის პატივსაცემად დავარქვით ჩვენს უფროს შვილს. საერთოდ, ჩემს ოჯახში, ალბათ, უკვე მეათე თაობაა, რაც ვაჟებს ნიკოლოზს ან დავითს ვარქმევთ. მეც ბაბუაჩემის სახელი მქვია. იმედია, ამ ტრადიციას პატარა ნიკოლოზიც გააგრძელებს. რაც შეეხება ნინოს, მაკოს მის აღზრდაში ყველანაირად ვეხმარები, თან უკვე გამოცდილებაც მაქვს. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ.

– შენს შემოქმედებაში რა ხდება?

– უკვე ორი თვეა, მეორე ალბომზე ვმუშაობ, რომელშიც სულ ახალი, ქალაქური ტიპის სიმღერები შევა. სტუდიაში ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ ჩემი ოჯახისთვისაც ვიცლი.


скачать dle 11.3