კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროექტს – “ღამე შორენასთან„ – ფორმატი ეცვლება


გადაცემა, რომლის შესახებაც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ყველაზე მეტ კრიტიკასაც იმსახურებს, მაგრამ, ამავდროულად ყველა უყურებს და მაღალი რეიტინგიც აქვს. მიუხედავად ამისა, გადაცემის ფორმატი იცვლება. როგორც ჩანს „იმედის“ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მხოლოდ მსახიობის ვიზუალური მონაცემების ახლო კადრით ჩვენება არ იყო საკმარისი. გადაცემას ისეთი ტიპის მაყურებელიც ჰყავს, რომელსაც მართლა სურს მეტი გაიგოს სექსის შესახებ და თავისი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადოს. ერთი სიტყვით, შაბათობით გადაცემის ძველი ჩანაწერები ან განმეორებითი ჩვენებაა. საქმე ისაა, რომ „ღამე შორენასთან“ იცვლება. როგორც გავიგეთ, კეთდება სტუდია, სადაც მოხდება გადაღებები. ტექსტებსა და იდეურ ნაწილზე უნიჭიერესი მწერალი, ანა კორძაია-სამადაშვილი იზრუნებს. გადაცემაზე იმუშავებს ჟურნალ „კოსმოპოლიტენის“ ექსრედაქტორი. გადაცემის ყოფილი პროდიუსერი, გიორგი არველაძის ცოლი ალინა კი, როგორც გავიგეთ, ახალ პროექტზე მუშაობს. „თბილისი ლაივ“ ასეთია სამუშაო სახელწოდება იმ გადაცემისა, რომელიც თბილისის კლუბებსა და გასართობ ადგილებში მიმდინარე საღამოებზე სისტემატურად მოგვითხრობს.


скачать dle 11.3