მაიკო კაჭკაჭიშვილის პირველი შემოქმედებითი საღამო
10 მარტს კლუბ „ტრიუმფში“ პროდიუსერ თაკო დოლაბერიძის ორგანიზებით კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის პირველი შემოქმედებითი საღამო შედგა. კომპოზიტორი, რომლის ერთი სიმღერა მაინც არის ყველა ცნობილი ქართველი ვარსკვლავის რეპერტუარში, თავადაც არაჩვეულებრივად მღერის. მაიკო ძალიან ღელავდა. უნდოდა ამ საღამოს ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, რაც ნამდვილად გამოვიდა. კომპოზიტორი ყველა სტუმრისთვის იცლიდა და თითოეულს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სტუმრებს შორის იყვნენ მერაბ სეფაშვილი, „ქუჩის ბიჭები“, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ნინი, თაკო და ქრისტინე, თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და რა თქმა უნდა, მაიკოს ქმარი, ლევან ლაზარიშვილი. საღამოს ეტყობოდა, რომ მსგავსი ღონისძიებები – შოუ-ბიზნესის ერთად შეკრება, ლამაზი სიმღერების მოსმენა ყველას საოცრად მონატრებული ჰქონდა. ბევრი ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მსგავსი საღამოები ხშირად უნდა მოეწყოს და მსმენელს ახალ-ახალი სიმღერები აჩუქონ.