კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსი სკინჰედების ქართველ ლიდერს ალექსეი ჯავახიშვილს


მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ბრონირებული შუშებით შემოსაზღვრულ ბრალდებულთა სკამზე თორმეტამდე განსასჯელი ზის. ისინი ახალგაზრდები, ნავარჯიშები და საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან. თუმცა, პროკურორები სხვაგვარად ფიქრობენ, რადგან საქმე ნეონაცისტურ დაჯგუფებას ეხება. 11 მკვლელობის და სხვადასხვა ფორმით ძალადობის ორგანიზება ბრალდება. თავდასხმის ობიექტები კი საბჭოეთის ყოფილი რესპუბლიკებიდან მოსკოვში ჩასული „გასტარბაიტერები“ იყვნენ, ძირითადად ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ყველაზე საინტერესო კი ამ საქმეში ის არის, რომ მოსკოველი ნაცისტების ლიდერი და მკვლელობების მთავარი ორგანიზატორი წარმოშობით ქართველი, 18 წლის ალექსეი ჯავახიშვილია. თანაც, სკინჰედების ეს ნეონაცისტური დაჯგუფება White Wolfs ანუ „თეთრი მგლები“ 2007 წლის 20 აპრილს, ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეზე ჩამოყალიბდა. ძიებისთვის უცნობია, თუ რამდენი ახალგაზრდაა გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ახალგაზრდებმა, რომელთა ასაკი 16-22 წლამდე მერყეობს, ერთმანეთი ინტერნეტით, სხვადასხვა ფაშისტური და მსგავსი სახის ფორუმების მეშვეობით გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა პრესტიჟული მოსკოვური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია და მანამ უშუალოდ ჯავახიშვილის „ბანდას“ შევეხებოდეთ, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.

რუსეთში სკინჰედები პირველად 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ და ძირითადად მოსკოვისა და ლენინგრადის „პეტეუების“ და „ტექნიკუმების“ სტუდენტები იყვნენ. 90-იანების შუა პერიოდისთვის ათასზე მეტნი არ იყვნენ, დღეს კი მათი რიცხვი მართლაც შთამბეჭდავია, – 60-70 ათასი ადამიანი და მათი ორგანიზაციები რუსეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქშია როსტოვიდან – ნოვოსიბირსკამდე. მათი მთავარი იდეოლოგია კი რასიზმის უკიდურესი ფორმაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში „არასლავური“ გარეგნობის ადამიანებისთვის ფატალურად მთავრდება.

„ჩვენ მრავალნაციონალური ოჯახი გვაქვს. ლიოშას მამა ქართველია, გარდა ამისა, ჩვენ ნათესავები გვყავს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. როდესაც მე ლიოშას ქართული გვარის რუსულად გადაკეთება შევთავაზე, მან უარით გამისტუმრა და განაცხადა, ამაყობს რომ ქართველი მამა ჰყავს. ლიოშა არასდროს ინტერესდებოდა ფაშიზმით და თავისუფალ დროს თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ატარებდა. ნუთუ, თქვენ გჯერათ, რომ ამის შემდეგ, ამ დანაშაულებებს ჩაიდენდა?!“ – ეს ნაწყვეტია ალექსეი ჯავახიშვილის, მეტსახელად „ჯავას“ დედის, ირინა ჯავახიშვილის გამოსვლიდან სასამართლოს სხდომაზე. თუმცა, საბრალდებო დასკვნაში სულ სხვაგვარი რამ წერია, კერძოდ – „ჯავახიშვილი ალექსეი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული თავადური გვარის შთამომავალია, საკუთარ თავს რუსად (სლავად) მიიჩნევს და მას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს კავკასიელებისა და ზოგადად, არასლავური რასის წარმომადგენლების მიმართ“. 11 თვის განმავლობაში 2007 წლის აპრილიდან 2008 წლის მარტამდე „თეთრი მგლები“ ახორციელებდნენ თავდასხმებს აზიური გარეგნობის ადამიანებზე, სასტიკად უსწორდებოდნენ მათ და ამ ყველაფერს მობილური ტელეფონის ვიდეოკამერაზე აფიქსირებდნენ. გადაღებულ მასალას კი ჯავახიშვილის კომენტარებით ინტერნეტში ათავსებდნენ. მსგავს ვიდეოებში დაფიქსირებულია, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ყირგიზეთიდან მოსკოვში სამუშაოდ ჩასულ 42 წლის ალიშერ ტელიბაევს. მას ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი 72-ჯერ დაარტყეს დანა მუცლის არეში. იგივე განმეორდა ტაჯიკ „გასტარბაიტერთან“ ტოკტობერდიევთან, რომელსაც თავში ორი აგური ჩაარტყეს, შემდეგ კი დანით 70-ჯერ ჭრილობა მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ „თეთრი მგლების“ ლოზუნგები, რომლებითაც ისინი თავს ესხმოდნენ „არასლავებს“ „მოსკოვი – მოსკოველებისთვის“ და „რუსეთი – რუსებისთვის“ ფართოდ გამოიყენება რუსულ სკინჰედურ ორგანიზაციებში. ძიების შედეგად კი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. თითქმის ყველა განსასჯელის პერსონალური კომპიუტერიდან ამოიღეს გადაღებული თავდასხმების ასამდე ვიდეორგოლი და ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფი“, რომელსაც ისინი საკუთარ „ბიბლიად“ მიიჩნევენ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში „თეთრი მგლების“ საქმე ჯერაც მიმდინარეობს და სავარაუდოდ განსასჯელებს 10-25-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პირადად ჯავახიშვილს კი, რომელსაც უკვე დაუმტკიცდა ორი ადამიანის მკვლელობა, სამუდამო ან 25-წლიანი პატიმრობა ელის.


скачать dle 11.3