კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს დალაი ლამას სიზმრებს რეინკარნაციასთან და რომელ პროფესიას აირჩევდა ის, ბერი რომ არ ყოფილიყო


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

მრავალი ადამიანისთვის დალაი ლამა ასოცირდება თანამედროვე ცხოვრებისგან ჩამორჩენილ და გაუგებარ პიროვნებასთან, რომელიც სადღაც მთებში განდეგილივით ცხოვრობს. სინამდვილეში კი დალაი ლამა თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომლის რჩევა-დარიგებებს ყურს უგდებს ბუდისტური რელიგიის მილიონობით მიმდევარი. დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტების ტოპ-ათეულს.

1. მისი უწმიდესობა მეთოთხმეტე დალაი ლამა – ჯეცუნ ჯამფელ ნგაგვანგ ეშე ტენცზინ გიაცო, დაბადების სახელით ლჰამო დჰონდუპი 1935 წლის 6 ივლისს, ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ამდოს, სოფელ ტაქტსერში დაიბადა. იგი თექვსმეტშვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო და მისი მშობლები კარტოფილის, ქერის და ხორბლის მოყვანით ირჩენდნენ თავს. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი მიწა – ჩემი ხალხი“ დალაი ლამას საინტერესოდ უწერია საკუთარი წარმომავლობის შესახებ: „მე რომ მდიდარ, არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებსა და გრძნობებს. ჩემი უბრალო წარმომავლობის გამო, მე შემიძლია გავუგო მათ, შევიგრძნო მათი ყოფა და ჩავწვდე მათ აზრებს. სწორედ ამიტომ, თანავუგრძნობ და ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი მათი მდგომარეობის შემსუბუქებისთვის“.

2. 1909 წელს მეცამეტე დალაი ლამა ტიბეტის წმიდა ადგილებში მოგზაურობდა და ამ მოგზაურობის დროს სოფელ ტაქტსერს ესტუმრა. მოიხიბლა იქაურობით და მომავალში იქ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა მისი ახალი გარდასახვის ძიება დაიწყეს. ამ მისიით ისინი სოფელ ტაქტსერს ესტუმრნენ. პატარა ლჰამომ მიიპყრო ბერების ყურადღება და შესაბამისი ტესტების გავლის შემდეგ ის თხუმპტენ გიაცხოს, მეცამეტე დალაი ლამას რეინკარნაციად გამოაცხადეს. ტესტები კი ასეთი იყო: ლჰამოს უჩვენეს მეცამეტე დალაი ლამას ბავშვობის დროინდელი სათამაშოები და სხვადასხვა სახის რელიკვიები, რის შემდეგაც ორი წლის მომავალმა ლამამ დაიყვირა – „მომეცით, ეს ჩემია“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თვითონ მეთოთხმეტე დალაი ლამა საკუთარ თავს მეხუთე დალაი ლამას რეინკარნაციად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხშირად სიზმრებში მის ცხოვრებას ხედავს.

3. დალაი ლამას კურთხევა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში „ლომის ტახტზე“ აყვანით შედგა. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო დალაი ლამას სტატუსისთვის აუცილებელი განათლების მიღება ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმად შეისწავლიდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილოსოფია. მისი დამრიგებლები იყვნენ ლინგ რინჩპონე და ტრიჯინგ რინჩპონე. 25 წლის ასაკში დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის – გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.

4. დალაი ლამა 11 წლის იყო, როდესაც გაიცნო და დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტს ჰაინრიჰ ჰარერს. ის მისი მასწავლებელიც და ამავდროულად, მოწაფეც იყო. დალაი ლამა და ჰარერი, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე მეგობრობდნენ. მოგვიანებით ეს ისტორია ჰოლივუდურ ბლოკბასტერში „შვიდი წელი ტიბეტში“ აღბეჭდა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ჟაკ ანომ, სადაც მთავარი როლი ჰოლივუდის სექს-სიმბოლომ ბრედ პიტმა შეასრულა. საინტერესოა, რომ დალაი ლამას უმცროსმა დამ, ჯეთსუნ პემამ ფილმში საკუთარი და ამჟამინდელი დალაი ლამას დედის როლი განასახიერა. სხვათა შორის დალაი ლამას ჩინელი ოპონენტები ხშირად ახსენებენ ჰარერთან მეგობრობის ფაქტს, რომელიც გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური შრომის პარტიის და „ესესის“ წევრი იყო.

5. 1998 წელს დალაი ლამას ადმინისტრაციამ აღიარა, რომ სარგებლობდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 1960 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან მათ მიიღეს 1,7 მილიონი დოლარი და ასევე, კოლორადოს შტატში ჩინეთის პოლიტიკასთან მებრძოლი მეამბოხეების სამხედრო მომზადების კურსს გადიოდნენ. როდესაც ამ ფაქტთან დაკავშირებით დალაი ლამას ჰკითხა „ცეერუს“ მაღალჩინოსანმა ჯონ ჯენეტ ნაუსმა – კარგი საქციელი იყო ეს ამერიკის მხრიდან თუ ცუდიო, დალაი ლამამ უპასუხა – „ამერიკულმა ფულმა დიდი როლი ითამაშა მეამბოხეების მორალურ მდგომარეობაზე და ათასობით ამბოხებული ტიბეტელის სიცოცხლეც თან წაიღო. საერთოდ, ეს იყო ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ტაქტიკური სვლა ჩინეთთან არსებული „ცივი ომის“ პირობებში“.

6. მეთოთხმეტე დალაი ლამამდე ტიბეტის არც ერთ სულიერ ლიდერს არ დაუტოვებია აზიის ფარგლები. დღეს კი დალაი ლამა საერთაშორისო მნიშვნელობის ფიგურად გადაიქცა. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ის მუდმივად მოგზაურობს და ამ დროის განმავლობაში ხუთი კონტინენტის 60-მდე ქვეყანაში იმყოფებოდა. დალაი ლამას, როგორც უმაღლესი რანგის სტუმარს, ხვდებოდნენ მეფეები, დედოფლები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები. 2006 წელს დალაი ლამა კანადის საპატიო მოქალაქე გახდა. მანამდე მსგავსი პატივი მხოლოდ 2 ადამიანს – შვედ დიპლომატ რაულ ვალენბერგს და სამხრეთ აფრიკელ ნელსონ მანდელას ხვდა წილად.

7. დალაი ლამას საკმაოდ საინტერესო დღის განრიგი აქვს. იგი დილის ოთხის ნახევარზე იღვიძებს და მედიტაციის შემდეგ პირს იბანს. ხუთ საათსა და თხუთმეტ წუთზე საუზმობს და ტიბეტურ ენაზე გადმოცემულ რადიო „ამერიკის ხმას“ უსმენს. ამის შემდეგ ისევ მედიტირებს და ბუდისტური ფილოსოფიის ნაშრომებს ეცნობა. ხანდახან საუზმის დროს ის უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს, უპირატესობას კი ამერიკულ „ნიუსვიქს“ და ბრიტანულ „თაიმზს“ ანიჭებს. დილის შვიდ საათსა და ოცდაათ წუთზე დალაი ლამა ტრადიციულად „ბი-ბი-სის“ ახალ ამბებს უსმენს. საღამოს ექვსის ნახევრამდე დალაი ლამა მუშაობს დოკუმენტაციასთან და იღებს სტუმრებს. თვრამეტ საათზე ჩაის სვამს. შუა დღის შემდეგ, როგორც ბუდისტ ბერს, მას აკრძალული აქვს საკვების მიღება. ჩაის დალევის შემდეგ დალაი ლამა ისევ მედიტირებს, რის შემდეგაც საღამოს ცხრის ნახევარზე იძინებს. ცნობისთვის, დალაი ლამას ძილი მედიტაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.

8. დალაი ლამა უამრავი სამეცნიერო მიმართულებით ინტერესდება. განსაკუთრებით, ნეიროფიზიოლოგიით – ადამიანის ტვინის მუშაობის შესწავლის მეცნიერებით არის დაინტერესებული. ამ საკითხთან დაკავშირებით, დალაი ლამა ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში. ასევე, დალაი ლამა მხარს უჭერს ადამიანის კლონირების სამეცნიერო ექსპერიმენტს, მაგრამ ამ პრაქტიკის დანერგვას და გავრცელებას ეწინააღმდეგება. მეცნიერებაზე დალაი ლამას საინტერესო გამონათქვამი აქვს – „თუკი მეცნიერება დაამტკიცებს, რომ ბუდიზმი რაღაცაში ცდება, მაშინ ბუდიზმი უნდა გარდაიქმნას“.

9. 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში – დალაი ლამას ყმაწვილობის ასაკიდან იზიდავდა ჩხირკედელაობა. ჯერ კიდევ დალაი ლამად ოფიციალურად კურთხევამდე, მან საკუთარი ხელით, ინსტრუქციის გარეშე, შეაკეთა გასანათებელი პროჟექტორი. ის გატაცებულია ასევე, საათების შეკეთებით. გავრცელებულია, დალაი ლამას გამონათქვამი – „მე რომ ბერი არ ვყოფილიყავი, ინჟინერი ვიქნებოდი“.

10. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი პირველი პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში, რომელიც ოფიციალურად შეხვდა დალაი ლამას. ბუშის წინამორბედთა შეხვედრები ტიბეტის სულიერ ლიდერთან კონფიდენციალური იყო და საუბრების დროს განხილული თემები – გასაიდუმლოებულ ბუშის შეხვედრას დალაი ლამასთან ნეგატიური შეფასება მისცა ჩინეთის მთავრობამ, რომელსაც მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკის ხელმძღვანელობამ და დალაი ლამას არ მისცა ქვეყანაში შესვლის უფლება.


скачать dle 11.3