კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული პატრიოტიზმი – თურქულად


კვირა – ერთი, ობიექტი – მრავალი

კვირა ერთია და გასახსნელი ობიექტი – მრავალი. თუ ბოროტ ენებს ვერწმუნებით, ზოგიერთი ობიექტი რამდენჯერმეც იხსნება, რაც, ოპტიმისტური მოტივებით, ფრიად მისასალმებელია, რადგან აღმშენებლობის სტაბილურ განწყობას ხომ მაინც ქმნის (ანუ, ერთგვარი ფსიქოთერაპიის ფუნქციას ასრულებს). ყოველ შემთხვევაში, გასულ კვირას ბათუმში ქართულ-თურქული ლიცეუმის გახსნას თითქმის მთელი ქართული საგანმანათლებლო ელიტა დაესწრო (ადგილობრივ თავკაცობაზე არაფერს ვიტყვი), რა თქმა უნდა, პრეზიდენტის თაოსნობით. პატარა გოგო-ბიჭები, ჩვეულებისამებრ, ფონის ფუნქციას ასრულებდნენ (ანუ პირველ პირს ზურგს უმშვენებდნენ), მიუხედავად იმისა, რომ, ბ-ნი სააკაშვილის შეფასებით, ისინი ყველა დროის ყველაზე დიდი საქართველოს მოსწავლეები არიან. სავარაუდოა, რომ „ყველა დროის ყველაზე დიდი“ – ფიგურალური გამონათქვამია, რადგან, როგორც ორ, ისე სამგანზომილებიან სივრცეში, ამ საქართველოს, დღეს რომ არის, ყველაზე ნაკლებად ეთქმის „ყველა დროის ყველაზე დიდი“. ნაკლებად ეთქმის თუ არ არის, პრეზიდენტმა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა (ძირითადად, კარ-ფანჯრებისა და სკოლის შენობების გარემონტების მიმართულებით, რადგან, წიგნიერების მხრივ, ეს ჩვენი „ყველა დროის ყველაზე დიდი საქართველოს“ ნორჩი შვილები 45 ქვეყანას შორის ბოლო ათეულში არიან) და იმაზეც, რომ, გარდა სკოლებისა, განსაკუთრებით ბათუმში, უამრავი სასტუმრო შენდება. ამ ორ სააღმშენებლო პროცესს შორის კი შემდეგნაირი კავშირია: იმ სასტუმროების პერსონალი ამ გამორეფორმირებულ სკოლებში უნდა აღიზარდოს. რაც მთავარია, ქართულ-თურქულ ლიცეუმში „ასწავლიან საქართველოს სიყვარულს“, იმ მარტივი ლოგიკით, რომ „თურქეთმა კარგად იცის საკუთარი ქვეყნის სიყვარული“. ბუნებრივია, თეზა ზომაზე მეტად სადავოა, თუმცა, თუ „საქართველო არის შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით“ (ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან), ვითომ თურქულ ლიცეუმში თურქებმა საქართველოს პატრიოტები რატომ ვერ უნდა აღზარდონ?!


скачать dle 11.3