კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ემბარგოს ქართული ხიბლი


„ნაგვის კონტეინერების გენერლები“

ის, რომ რუსულ პოლიტიკას მათრახისა და თაფლაკვერის გარეშე არ შეუძლია, ამას ჩვენ მიერ „გაღვიძებულად“ წოდებული ევროპაც დაადასტურებს და უკლებლივ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაც, მაგრამ, აშკარაა, რომ, სახელდობრ, საქართველოსთან მიმართებაში, ამ ბოლო დროს მათრახს ერთი-ორი თაფლაკვერიც შეურია, თუმცა, ჯერჯერობით, მომწარო გემოსი: თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე საშობაო პირდაპირი რეისი შესრულდა და იმის იმედიღა დარჩა, რომ თვითმფრინავები ოდესღაც ცაში ისევ აფრინდებიან. მეორე მხრივ, გვირაბის ბოლოს სულ სხვა შუქიც აკიაფდა: შესაძლოა, რუსული ბაზარი ქართულ პროდუქციასაც გაეხსნას. ჩვენი ფინანსთა მინისტრი არ გვიმალავს, რომ ბაზრის გახსნა კარგია, ოღონდ, გვაფრთხილებს, მთავარია, რუსულ ხაფანგში არ ამოვყოთ თავიო. ეს განცხადებაც მოწმობს, რომ ბ-ნ ბაინდურაშვილს სტრატეგიულად გამახვილებული ინტუიცია აქვს. ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლება ემბარგოს მოხსნის პერსპექტივაზე არც კარგს ამბობს, არც – ცუდს, თუმცა, პრეზიდენტი ამაყობს, რომ ქართველმა ხალხმა ემბარგოს გაუძლო და ამას მთავრობის დამსახურებად არ მიიჩნევს. სავსებით სამართლიანადაც, რადგან ჩვენი მთავრობა ემბარგოსაც და ფინანსურ კრიზისსაც სახელფასოდ მომზადებული შეხვდა (ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი კარგა ხანია, 100 000-სს ასცდა). რაც შეეხება ემბარგოს გმირულად გამძლე მოსახლეობას: იმას გარდა, რომ მიწების აბსოლუტური უმრავლესობა მოუხვნელია, თბილისურ ნაგვის კონტეინერებთან კი თითქმის რიგებია, განსაკუთრებით ღამღამობით, როდესაც ჩვენი მშიერი თანამემამულეები იქ ფანრებით ეძებენ ნებისმიერი სახის ნარჩენებს.


скачать dle 11.3