კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში დაბადებულ მამას და რატომ არ უნახავს ის 25 წლის შვილს

25 წლის ქეთევან აკაკის ასული  ნაფიშვილი ეძებს მამას, 54 წლის აკაკი გიორგის ძე შავლიაშვილს

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 54 წლის აკაკი გიორგის ძე შავლიაშვილს. მამაჩემი, რამდენადაც ვიცი, წარმოშობით გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენიდანაა. გამორიცხული არა არის, რომ იგი დღესაც იქ ცხოვრობს. მე მამა არასდროს მინახავს, არადა, მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, რომ მას მოვეძებნე, ვენახე, ბოლოს კი გადავწყვიტე, თვითონ მომეძებნა იგი. დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელი და თქვენი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.

– ქეთი, როგორ მოხდა რომ მამა ნანახიც კი არ გყავს, არადა, ორივე საქართველოში ცხოვრობთ? მოგვიყევი შენი ისტორია.

– დედამ და მამამ ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს, ორივე მდგმურად ცხოვრობდა. შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ დაქორწინება ვერ მოახერხეს. დედა ჩემზე ორსულად დარჩა, მამამ კი იგი მიატოვა და წავიდა გურჯაანის რაიონში, სოფელ ახაშენში. მე დედის გვარზე ვარ, უმამოდ გავიზარდე. მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში მაინტერესებდა, ვინ იყო მამაჩემი. ყოველთვის მეგონა, რომ ოდესმე ის თვითონ მომძებნიდა, ამის ინიციატივას თვითონ გამოიჩენდა. ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი, არის ის, რომ ჰყავს ძმა და და, მაგრამ მათი სახელებიც კი არ ვიცი.

– ანუ, გამოდის, რომ შენ დიდხანს ვერ ბედავდი მამაშენის მოძებნას. ახლა როგორ გადაწყვიტე?

– რადგან მამაჩემმა თვითონ არ გამოიჩინა ინიციატივა, რომ მოვეძებნე და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვენახე, მე თვითონ გადავწყვიტე, მომეძებნა, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, ის ჩემი ბიოლოგიური მამაა და ძალიან მაინტერესებს მისი გაცნობა. იმ შემთხვევაში, თუკი მას უკვე თავისი ოჯახი და შვილები ჰყავს, მე მათი გაცნობის დიდი სურვილიც მაქვს. დედამ დამოუკიდებლად სულ მარტომ გამზარდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ არაფერი მომკლებოდა. ალბათ დამეთანხმებით, რა რთულია შვილის აღზრდა, მით უმეტეს, თუ გვერდში არავინ გიდგას.

– დედაშენმა თუ იცის, მამის პოვნა რომ გაქვს გადაწყვეტილი და რა რეაქცია აქვს მას ამ საკითხთან დაკავშირებით?

– დედაჩემთან ხშირად მქონია ამ თემაზე საუბარი. იგი წინააღმდეგი არ არის, რადგან სულ მეუბნება, შვილი უნდა იცნობდეს საკუთარ მამას, მშობლების შეცდომებზე შენ არ უნდა აგო პასუხიო.

– შენ ფიქრობ, რომ შეიძლება, მამა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში იყოს ამჟამადაც. უფრო აქტიურად თუ გიძებნია იგი დღემდე?

– მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი მამაჩემის სავარაუდო ადგილსამყოფელი, დამოუკიდებლად მისი მოძებნა ვერ გავბედე, რადგან, სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში დღემდე ველოდი, რომ თავად მომძებნიდა. თან, ჩემთვის უცნობია, ჰყავს თუ არა მამას ამჟამად ოჯახი. იმ შემთხვევაში, თუ ჰყავს, არ მინდა, რომ ოჯახის წევრებს თავზე დავატყდე, ხომ შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ მათ ჩემს არსებობაზე არაფერი იციან?! მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდებოდა ამეხსნა მათთვის მთელი ჩემი ისტორია. მე ცუდი არავისთვის მინდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ მე დამოუკიდებლად და მარტომ გამზარდა, იგი მამაზე ცუდს მაინც არაფერს მეუბნებოდა, რადგან კეთილი ადამიანია.

– ნუთუ გულის სიღრმეში წყენა არ გაქვს იმის გამო, რომ მამამ დედაშენი და შენ მიგატოვათ? ანუ, რა არის შენი უმთავრესი მიზანი, რატომ ეძებ მამას?

– გულის სიღრმეში ნამდვილად ნაწყენი ვიყავი მამაჩემზე, ხშირად მიფიქრია, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ, ბოლო დროს დავივიწყე ეს წყენა, რადგან ჩემთვის უმთავრესი მაინც მისი პოვნა და გაცნობაა. ვფიქრობ, ცხოვრება არც ისეთი ხანგრძლივია, რომ ადამიანმა ის მხოლოდ წყენაში გაატაროს. ხანდახან საჭიროა, ადამიანების პატიებაც შეგვეძლოს და მე მეამაყება, რომ ეს შევძელი.

– როგორ ფიქრობ, თუ მამაშენი ვიპოვეთ და აღმოჩნდა, რომ მასაც უნდა შენი გაცნობა როგორი იქნება თქვენი პირველი შეხვედრა?

– ღმერთმა ქნას, მამა თუ ვიპოვე და, მით უმეტეს, თუ აღმოჩნდება, რომ მასაც სდომებია ჩემი პოვნა და ჩემთან შეხვედრა, ძალიან გამიხარდება. ალბათ, სიზმარში მეგონება თავი, რადგან ამდენი წლის განმავლობაში მისი პოვნა ჩემთვის უმთავრესი მიზანი გახდა. ჩვენი შეხვედრაც ძალიან ემოციური წარმომიდგენია (ტირის). ძნელია 25 წელი ისე იცხოვრო, რომ არ იცოდე, როგორია მამაშენი, ან, საერთოდ, რას ფიქრობს შენზე... მან ხომ იცოდა, რომ მე უნდა დავბადებულიყავი – დედა მეცხრე თვეში იყო, როდესაც ჩვენგან წავიდა….

– თუკი აღმოჩნდა, რომ შენ მამის მხრიდან და-ძმაც გყავს, როგორ მიიღებ ამ ამბავს?

– დედისერთა ვარ და არასდროს მყოლია და- ძმა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა. თუკი აღმოჩნდა (რაც ყოვლად შესაძლებელია), რომ მე მყავს მამის მხრიდან და ან ძმა, მომინდება მათი გაცნობაც და მათთან დაახლოებაც. ცხადია, თუ მათაც მოინდომეს ჩემი ნახვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მათ იცოდნენ, რომ ჰყავთ უფროსი და, რომელიც მოხარული იქნება მათი გაცნობის.


скачать dle 11.3