კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩამოზნაჩოკებული“


ასოების რახა-რუხი

რაკი საქართველოს თავის ისტორიაში არასდროს ჰყოლია იმდენი საოპერო მომღერალი, რამდენიც პოსტრევოლუციურ პერიოდში (იმიტომ, რომ „ონი ნე უმელი გოტოვიტ დოლმა“), სამშობლოში სამი დღით ჩამოსულ ანიტა რაჭველიშვილს პრეზიდენტი არა მხოლოდ შეხვდა, კიდეც მოუსმინა და ეს საქმე ახალგაზრდა მომღერლისთვის ღირსების ორდენის გადაცემითაც დააგვირგვინა. ამის პარალელურად, არც იმის აღნიშვნა დაივიწყა, რომ ოცნებები მხოლოდ პოსტრევოლუციურ საქართველოში სრულდება. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გაეკვლია, მისმა ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და, საბედნიეროდ, მათ ამ ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ანიტა რაჭველიშვილს (და, სავარაუდოდ, არა მხოლოდ მას) ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა, სამშობლოს (უფრო ზუსტად, მისი სამშობლოს ხელისუფლებას) ის არც გახსენებია (არც პრე და არც პოსტრევოლუციურ პერიოდში), მაგრამ, როგორც კი სახელი გაითქვა, მას პრეზიდენტიც შეხვდა და მისთვის არც ღირსების ორდენი დაიშურა. რაც შეეხება ღირსების ორდენს (ბუნებრივია, ჩვენ ვერც გვექნება და არც არაფერი გვაქვს ანიტასთვის მისი გადაცემის საწინააღმდეგო): თუ გავიხსენებთ, რომ სიტყვა, როდესაც ხშირად იმეორებ, კარგავს თავის შინაარსს (ექსპერიმენტი ახლავე და აქვე შეიძლება, ჩაატაროთ) და ასოების რახა-რუხად იქცევა, თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ ღირსების ორდენების ჩამორიგება, უარეს შემთხვევაში, სულ მალე ისიც რახა-რუხა ასოებად გადაიქცევა, უკეთესში კი, ეს ჩვენი ორდენი, არც მეტი, არც ნაკლები, „ჩამოზნაჩოკდება“.


скачать dle 11.3