კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: დიდი ხანია, რაც მაქვს სტრეპტოკარპუსი, თუმცა ვერაფრით ვახარებ, იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუარო ამ მცენარეს?

პასუხი: სტრეპტოკარპუსს სჭირდება კარგი განათება, ამიტომ ნუ მოაკლებთ სინათლეს. მოარიდეთ მზეს, რათა სხივებმა ფოთლები არ დაუწვას. 13 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, თორემ ყვავილობას შეწყვეტს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში მთელი წლის განმავლობაში იყვავილებს. ზაფხულში უხვად მორწყეთ, ოღონდ მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედაპირს შეშრობა აცადეთ. სიგრილეში კი იშვიათად მორწყეთ. ზამთარში ნაკლები წყალი სჭირდება. მცენარე ხშირად სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, რათა მშრალი ჰაერის გამო შესაძლებელია მას ფოთლები გაუყავისფრდეს. რამდენიმე კვირაში ერთხელ დაუსხით გაზავებული, ნახშირმჟავა კალიუმის შემცველი სასუქი. თუ დამჭკნარ ყვავილებს მალევე მოაშორებთ, ამით სტრეპტოკარპუსს ყვავილობას გაუხანგრძლივებთ. მცენარე დაახლოებით 25 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება, ამიტომ ის შეგიძლიათ მოათავსოთ ოთახში ნებისმიერ ადგილას.

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს ფინიკის პალმა და თუ შემიძლია მისი ოთახში გაზრდა?

პასუხი: ფინიკის პალმა ძალიან კარგად ხარობს ზამთრის ბაღში. თუმცა, ბინაშიც შეიძლება გაზარდოთ თუ მისი ზომა არ შეგზღუდავთ. ის იოლად მოსავლელი მცენარეა. კარგად იტანს სიგრილეს, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც კი, ოღონდ ზამთრობით სიმშრალეს ამჯობინებს. ეცადეთ, ბინაში 18-24 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. მართალია, მცენარე გრილ ზამთარს იტანს, მაგრამ მისი კარგად გახარებისთვის ასეთი ტემპერატურაა საჭირო. მოსწონს კარგად განათებული ადგილი. ჩრდილში ყოფნა არ უყვარს, მისი გამძლე ფოთლები მზეს კარგად იტანს. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, უხვად მორწყეთ, ზამთარში კი ოდნავ შეუმცირეთ. ზაფხულში რეგულარული მორწყვა ამ პალმის ფოთლებს მწვანე, ხასხასა ფერს შეუნარჩუნებს. ამას გარდა, სხვა დამატებითი პირობების შექმნა ფინიკის პალმისთვის საჭირო არაა.

კითხვა: ბინაში მაქვს გრევილეა, თუმცა არ ვიცი რა ტემპერატურასა და განათებაზე ვამყოფო მცენარე...

პასუხი: ამ მცენარეს სჭირდება კაშკაშა სინათლე, მზის მწველი სხივებიც კი არ აზიანებს მის ფოთლებს. ამ სეზონზე, გაიტანეთ ყველაზე მზიან ადგილას, რომ კარგად გამოიზამთროს. გრევილეას ჰყოფნის ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში დაახლოებით 5 გრადუსიც საკმარისი იქნება. მუდამ გახსოვდეთ, რომ ეს მცენარე, რაც შეიძლება, მზიან ადგილას ამყოფოთ და სხვა მხრივ, ის სირთულეებს აღარ შეგიქმნით.


скачать dle 11.3