კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოცნებები სრულდება


მამაკაცი ზის და ფიქრობს: „ის ისეთი მიუწვდომელია, ისეთი, რომ ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ გავბედავ, თავი მის გვერდით წარმოვიდგინო“... თქვენზე ოცნება მას ძილს უკარგავს, მადაც აღარ აქვს და პირველი ნაბიჯის გადმოდგმა უჭირს. რატომ დააკომპლექსეთ ასე? რატომ თამაშობთ უკარება, ყინულის დედოფლის როლს? თქვენ ხომ მისი სითბო და სიახლოვე ძალიან გჭირდებათ?!

სტერეოტიპები ხშირად გვიშლის ხელს ბედნიერებაში, ხშირად ბრმად ვემორჩილებით მათ, ცხოვრება კი გადის... მერე ვიწყებთ წუწუნს იმაზე, რომ ოცნებები არ აგვისრულდა. არადა, ძალიან ადვილია, საპირისპიროში დაგარწმუნოთ. დაფიქრდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ასრულებულიყო? არაფერი! თქვენი ოცნება რომ ასრულდეს, ზოგჯერ მასზე საერთოდ არ უნდა იფიქროთ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი, იმოქმედოთ. ოცნებების 85 პროცენტი არ სრულდება მარტო იმიტომ, რომ მათ რეალიზებას გაურკვეველი დროით გადადებენ ხოლმე. რატომ ფიქრობთ, რომ ბედისწერის ჯადოსნური ჯოხით ყველაფერი მოგვარდება? არავინ იმ ჯოხს არ აიქნევს, მით უმეტეს – თქვენ მაგივრად „ხვალ“. ამიტომ, თუკი თქვენ მართლა გინდათ, ოცნება რეალობად აქციოთ, ნურაფერს გადადებთ „ხვალისთვის“. თქვით: „მე ეს მინდა დღეს და ახლა!“

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ოცნებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა, არსებობს ორი ძირითადი ტიპი: რეფლექტორული და შემოქმედებითი. რეფლექტორული ძირითადად გრძნობებს უკავშირდება. ჩვენც გრძნობებზე ვსაუბრობთ. ნუ გეწყინებათ ქალბატონებს, მაგრამ, მამაკაცების მხოლოდ 17 პროცენტი ოცნებობს საპირისპირო სქესზე. გული ნუ დაგწყდებათ. მამაკაცები ხომ ჩვენზე უფრო რაციონალურები არიან. ღმერთმა დაგიფაროთ ისეთი მამაკაცისგან, რომელიც ზის და მხოლოდ ქალებზე ოცნებობს. ხომ გირჩევნიათ, ხელფასის მომატებაზე, ახალ მანქანაზე ან თქვენთან ერთად უცხოეთში რომანტიკულ მოგზაურობაზე იოცნებოს? ამიტომ, „მამაკაცი ზის და ოცნებობს ჩემზე“ – თქვენთვის პოზიტივი ნამდვილად ვერ იქნება. ხოლო, თუკი თქვენ ოცნებობთ მასზე, მაშინ ნუღარ დაელოდებით, როდის შემოგხედავთ შეყვარებული თვალებით. იმოქმედეთ, აგრძნობინეთ, რომ თქვენ ხართ ის, ვისაც ელის და, თანაც, აქ ხართ, მის გვერდით, ხელის გაწვდენაზე.


скачать dle 11.3