კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცურა ყრუ-მუნჯთა პედაგოგმა „კაგებეს“ თანამშრომლები და საიდან გაიტაცა 300 ათასი დოლარი და ალმასები


მთარგმნელი

1974 წელს ყრუ-მუნჯთა ორგანიზებულ ჯგუფს „დავასხედით კუდზე“, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკანონო სავალუტო ოპერაციებს ახორციელებდა. მათ საკმაოდ მსხვილი თანხა ჰქონდათ დაგროვილი და უცხოეთში აპირებდნენ მის გატანას. საუბარი იყო 300 ათას დოლარზე და მსხვილკარატიან ალმასებზე. ამიტომ, საუკეთესო ძალების მობილიზება მოვახდინეთ, მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დავაწესეთ და ყრუ-მუნჯთა სკოლიდან ორი პედაგოგი ავიყვანეთ, რომლებიც ბოროტმოქმედთა ჟესტების ენას გაგვიშიფრავდნენ. პარალელურად კი, თვალთვალის მთელ პროცესს ფირზე ვიწერდით და სამსახურში რომ ვბრუნდებოდით, ყველაფერს დაწვრილებით ვაშიფრინებდით მეორე პედაგოგს.

ერთ საღამოს, როდესაც რესტორან „არაგვში“ ყრუ მუნჯთა თავკაცი ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორს შეხვდა, ჩვენთან მყოფმა ყრუ-მუნჯების პედაგოგმა გვითხრა:

– ხვალ, საღამოს 8 საათზე ყრუ-მუნჯს ფულს და ალმასებს მიუტანენ და უცხოელი წაიღებს. შემდეგ კი დიპლომატიური ბარგით ამერიკაში გაიტანსო.

ჩვენი მეგზური პედაგოგი სახლში გავუშვით დასასვენებლად და სამსახურში დავბრუნდით. იქ კი მეორე პედაგოგი დაგვხვდა, რომელსაც ფირი ჩავურთეთ, რომ ყრუ-მუნჯთა საუბარი დაწვრილებით გაეშიფრა და ფურცელზე გადაეტანა. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და სრული თარგმანის ტექსტი ღამის 3 საათზე შემომიტანეს. წავიკითხე და გავოგნდი. ფურცელზე გარკვევით ეწერა, რომ ალმასებისა და 300 ათასი დოლარის გადაცემა საღამოს 9 საათზე უნდა მომხდარიყო. ანუ, მაშინ, როდესაც ჩვენ თვალთვალი „მოვხსენით“ და რესტორნიდან წამოვედით.

ტვინში დამცხა. სასწრაფოდ შევკრიბე ოპერატიული ჯგუფი და ყრუ-მუნჯების შეფის სახლისკენ გავემართეთ. იქ კი გათიშული ბინის პატრონი და მისი უგონოდ მყოფი ამერიკელი კოლეგა დაგვხვდნენ, რომლებიც გაკოჭილებიც იყვნენ. ნათელი იყო, რომ ყრუ-მუნჯთა პედაგოგმა გაგვაცურა. სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია, 300 ათასი დოლარი და მსხვილკარატიანი ალმასები გაიტაცა და მიიმალა. თუმცა, შორს ვერ წავიდა. სამი დღის მერე მაღაზია „ბერიოზკაში“ ავიყვანეთ, როდესაც საექსპორტო რუსულ არაყს ყიდულობდა დოლარებით...

„პადძელნიკი“

გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს თბილისში ბინის ქურდობები გახშირდა. დავადგინეთ, რომ ბინის ქურდობებს ძირითადად ერთი ადამიანი სჩადიოდა, რაზეც დანაშაულის ხელწერა მიგვითითებდა: უცნობი ქურდი ბინაში შესვლის წინ საკეტს ხელის ბურღის დახმარებით ტეხდა, შემდეგ ბინაში შედიოდა, იქაურობას პირწმიდად ასუფთავებდა და უჩინარდებოდა... ერთი სიტყვით, მარტიდან მოყოლებული, ივლისის ჩათვლით, ქურდმა თერთმეტი ბინა გაძარცვა და ჯამში, 100 ათასი მანეთის ქონება მიისაკუთრა, რაც იმ დროისთვის ფანტასტიკური თანხა იყო. დიდი თავსატეხი გაგვიჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენი მაშინდელი მინისტრი, შევარდნაძე, ჩვენს უფროსს მოხსნითაც კი დაემუქრა. უფროსმა კი შევარდნაძის რისხვა ჩვენზე გადმოიტანა და ჩვენც დღე-ღამეს ვასწორებდით ქურდის ძებნაში. მრავალი მახე დავაგეთ, მაგრამ, უშედეგოდ. ივლისის ერთ ძალიან ცხელ დღეს კი ერთ-ერთი ოპერჯგუფი ვიღაც ბიჭს გაეკიდა, რომელსაც უთენია სპორტული ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. მდევრები რომ დაინახა, ბიჭი ზოოპარკში შევარდა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ოპერჯგუფი ზოოპარკში შევყარეთ და სპილოს სადგომს შემოვარტყით ალყა, სადაც ის გაქცეული ბიჭი შევიდა. უცებ, სადგომიდან სპილო გამოვიდა, რომელმაც წყლის ჭავლი მოგვიშვა, აქეთ-იქით მიმოგვფანტა და ბიჭს გასაქცევად გზა გაუხსნა, მაგრამ ბიჭი მაინც შევიპყარით. შემდეგ სპილოს სადგომშიც შევედით, იქაურობა გავჩხრიკეთ და უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ – თურმე ბიჭი ნაქურდალს იქ ინახავდა. მოუხელთებელი, ქურდი აღმოჩნდა, რომ 19 წლის ბიჭი იყო, რომელიც სპილოს მომვლელად მუშაობდა ზოოპარკში.

დამნაშავე, ბიჭი, რა თქმა უნდა, გაასამართლეს, სპილო კი არ დაუსჯიათ – უბრალოდ, მას ახალი მომვლელები მიუჩინეს.

პოლკოვნიკ გივი ბაქრაძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3