კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9(479)

ლენინგრადში რომ დაგვიჭირეს, ცალ-ცალკე კამერებში შეგვაგდეს. სადღაც მაღლა, თითქმის ჭერში, პატარა სარკმელი იყო დატანებული, საიდანაც ლამპიონების შუქზე მოფარფატე ფიფქები ჩანდა. ო, როგორ მინდოდა შემოსულიყო მილიციელი და ეთქვა: ეს იყოს ბოლო შემთხვევა, აღარაფერი დააშავო, ახლა კი მოუსვი აქედანო. იმდენად შემზარა რეალობასთან პირისპირ დადგომამ, რომ უკვე ცხადად შევიგრძენი, რა ძვირფას რაღაცას ვკარგავდი. თავისუფლების ფასი არაფერი არაა! მთელი ჩემი არსება კვნესოდა.… მე რომ მაშინ რაღაც სასწაულით მართლა გამოვეშვი, ახლა ვიჯდებოდი ფაჩუჩებში ფეხებგაყოფილი ტელევიზორთან, ვიქნებოდი, ალბათ, ინჟინერი და სიტკბოებაში გავაჩოჩიალებდი ცხოვრებას, მაგრამ, როგორც ჩანს, განაჩენი დაბადებისთანავე გამოტანილია... მე მინდოდა ის ცხოვრება, რა ცხოვრებითაც ვიცხოვრე? თვითონ მაქციეს მგლად. ჩემს ოცნებებში სისხლიანი გარჩევები, კარცერები და ტაიგა არასოდეს იჯდა.

– ფისუნია, ეს თეთრი კაბა რატომ გაცვია, შენ ხომ თეთრი ფერის ტანსაცმელი არ გიყვარს? – გაოცებულმა შევხედე ფისუნიას.

– სამაგიეროდ, შენ გიყვარს, – გამიღიმა ფისუნიამ და თითქოს იატაკიდან მაღლა აიწია.

– ეე, რა მომეჩვენა იცი, თითქოს ჰაერში აფრინდი.

– ჰო, ანგელოზად ვიქეცი, ოღონდ, ფრთები მაკლია, – ისევ მიღიმოდა ფისუნია.

ფრთებზე გამახსენდა. დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ პატარა ბიჭები რომ ვიყავით, ახლობელმა ამბავი მოგვიტანა, ერთ დაკეტილ სახლში ბლომად ფული და ოქროულობა დევს, ოღონდ, გოგო უნდა წამოგყვეთ, ისე ნაკოლს არ იძლევა, მე უცხო ხალხს როგორ ვენდო, ჩემს წილს მომიტეხავენო. იმ დროისთვის ძალიან დიდ თანხაზე იყო საუბარი. ვიღაც უცნობი გოგო სულაც არ გვჭირდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა წაგვეყვანა. თბილისის გარეუბნები მაშინ შენდებოდა. მთელ კორპუსში მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყო შესახლებული. ყველაფერი ხელში გვაქვს უკვე და გოგო ამბობს, აბა, კარგად იყავით, არ მიცნობთ – არ გიცნობთო. ამ დროს მეთვალყურე შემორბის და გვეუბნება, არიქა, „კანარეიკამ“ შემოუხვიაო. სადარბაზოდან გასვლის შანსი არ იყო. გავედით საძინებელში, საიდანაც კორპუსის უკანა მხარეს დავინახავდით, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა. გვერდით აივანზე გადასვლის შანსიც არ არის, არადა, ასე გუგულებივით როგორ დავხვდეთ. ეს გოგო იყურება გაფაციცებული აქეთ-იქეთ და უცებ გამოაცხადა, აბა, კარგადო და გადაეშვა აივნიდან. გული შემეკუმშა. თურმე, სადა ხარ! მიწაყრილზე დახტა, რამდენჯერმე გადაკოტრიალდა და გაიტრუნა. მერე წამოდგა, დაიფერთხა და უკანმოუხედავად შეერია სიბნელეს. მაშინ ვინატრე, ნეტა, ფრთები მქონდეს-მეთქი, არ მინდოდა კისრის მოტეხა, არადა, გოგო ამ წუთს არ გადაფრინდა?! არ ვიცი, გონება გადამეკეტა და, აზრზე რომ მოვედი, მეც მიწაყრილზე დავღოღავდი. ამ ამბის შემდეგ რამდენჯერმე გამახსენდა ის გოგო და ყოველთვის მაშინ, როცა რაღაც გამოუვალი სიტუაცია იყო. არა, ქალმა თუ ივარგა, ძალიან მაგარი ვინმე გამოდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალი რამდენიმე წამით სწრაფია კაცზე. მუამარ კადაფი გიჟი კი არაა, სულ ქალები რომ ჰყავს „ტელახრანიტელებად“. არა, ქალი უმაღლესი არსებაა, ოღონდ, ნამდვილი ქალი და არა ქალის მსგავსი რაღაცა. ქალზე გამახსენდა! ერთი ექთანი იყო, ფაშფაშა რუსი ქალი, რომელიც სპეციალურად ისე აწყობდა ფეხებს საწერი მაგიდის ქვეშ, რომ იქიდან გამოსული ქალს დანატრებული პატიმარი დარეტიანებულიღა დაბორიალობდა. როგორც წესი, იმის მორიგეობაზე კაი ბიჭები არ შევდიოდით, მაგრამ ამხელა ზონაში ათასი ნაყარ-ნუყარი იყო და ისინი დიდი სიამოვნებით იტკიებდნენ ხან რას, ხან – რას. ის ახვარი ექთანიც თავის მხრივ ეკაიფებოდა მათ.

ერთი სამოცდაათ წლამდე ბებერი რეციდივისტი იყო, რომლის მოქმედებასაც ადმინისტრაციაც და პატიმრებიც შეჩვეულები ვიყავით. თვით ქალებიც კი, რომ გაიგებდნენ ბებერი უნდა გამოათრიონო, სიცილ-კისკისს ტეხდნენ, გაუშვით, იყოს, ჩვენ არ გვაწუხებსო. საქმე ის იყო, რომ ბარაკის ადმინისტრაციული შენობის გვერდით ჩეჩმა იდგა, სადაც ციხის დაბალი რანგის მომსახურე პერსონალი ქალები დადიოდნენ. ბებერს ჩეჩმაში ბუდე ჰქონდა მოწყობილი, მიწაში განივად გამოჭრილ ნიშაში. ბოლოს უკვე კარცერშიც აღარ სვამდნენ, უბრალოდ წამოარტყამდნენ და ბუდეს უნგრევდნენ, ბუდე კი ჩეჩმაში იყო, სადაც, არც სიცივე აწუხებდა და არც სუნი, ოღონდ ქალების უკანალისთვის ქვემოდან ეცქირა...

ამავე პერიოდში ერთი ლიტველი იჯდა. შეხედავდი, დაელაპარაკებოდი და ნორმალური ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ცოლშვილიანი, სიმპათიური, ნაკითხი, არადა, სექსუალური მანიაკი იყო. არაფერი აინტერესებდა, გარდა იმისა, რომ კარგად მოქცეულიყო. სამუშაოსაც პირნათლად ასრულებდა, პატიმრებსაც ყველას გულს უჩვენებდა და სულ მხიარულ გუნებაზე იყო. საერთოდ, წესი არაა, ვინმეს დაუჯდე და გამოკითხვა დაუწყო, მაგრამ ეს ისეთი ტიპი იყო, თვითონ ითხოვდა მსმენელს.

– სექსუალური მანიაკი ხარ, მაგრამ, აბა, ერთი მოყევი, ამ მთავრობას რა ჰგონია სექსუალური მანიაკი, – მივეცი ასპარეზი გენას.

– ამ მთავრობას ყველაფერი სხვანაირად ესმის, – მთელი სერიოზულობით და გულწრფელად დაიჩივლა სექსუალურმა მანიაკმა.

– მაინც როგორ?

– როგორ და, აი, მე სულაც არ მიმაჩნია, რომ სექსუალური მანიაკი ვარ. მოგიყვებით, რას ვაკეთებდი და მითხარით, ვარ თუ არა დამნაშავე, უფრო სწორად მანიაკი.

– ჰე, დაიწყე, შე დამპალო! – შემოუძახა ერთმა.

– რატომ „დამპალო”? ესენი, როგორ სანქციასაც უნდა, ისეთს მოგარჭობენ, სინამდვილეში კი სხვანაირადაა, – არ შეეპუა გენა.

– ჰა, დაიწყებ თუ...

– ჰო, რა, ვიწყებ. ჩემს ქალაქში ერთი დიდი ხეივანია, სადაც დღისით ბავშვებს ასეირნებენ, ღამით კი თითქმის ცარიელია. ჰოდა, ამ ხეივანში დავტასაობდი ხოლმე და პლანს ვეწეოდი. ერთ დღეს, გავიხედე და, გოგო მოდის. ხომ იცით, როგორ ასწორებს პლანის კაიფში ბაზარი და მეც დავებაზრე. გოგო ამყვა და ისიც დავაბოლე. კაცები არა ვართ? უარი მითხრა, კაიფში კაცი არ მინდებაო. ვა, მე კიდე პირიქით ვარ! სამი-ოთხი საათია, ერთად ვსხედვართ, ვქეშაობთ, ვთომარობთ და უცბად უარზეა. რა მექნა? იფართხალა, მაგრამ მე მაინც ჩემი გავისწორე. მერე თვითონ მეხვეწებოდა, მაგრამ მე სახლში მინდოდა. იმის მერე ის გოგო აღარ მინახავს. მეორედაც მსგავსი ამბავი შემემთხვა. მოკლედ, დავამუღამე და მუდმივად ხეივანში ვიჩითებოდი. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად იგივე ხდებოდა. მოთხოვნილებად გადამექცა ხეივანში სიარული. დაბოლებაც აღარ მჭირდებოდა, გავიხედავდი, მარტო მოდის გოგო და მორჩა, იქვე გაზონზე ვჟიმავდი. თავიდან ყველა ატრაკებდა, მაგრამ მერე ხმას აღარ იღებდნენ, თან არ აბაზრებდნენ, თორემ მილიცია მალევე ამაგდებდა. მერე ცოლი შევირთე, მაგრამ ხანდახან მაინც შევივლიდი ხოლმე ხეივანში.

– რამდენ ხანს ჟიმაობდი, შე ახვარო?

– დაახლოებით შვიდ-რვა წელს ცოლის მოყვანამდე და მერე დაახლოებით სამ წელს.

– მერე...

– მერე ის, რომ მაგარმა ხოხმა ამბავმა გამჭედა... ვხედავ, გოგო მოდის და თავისით გადაუხვია ბუჩქებისკენ. შევვარდი მეც. უკვე ის მომენტია, რომ ფეხზე დგას და საცვალს ისწორებს. ვეცი, წავაქციე და გაძალიანების მაგივრად ის წაკლა მეუბნება, მოიცა, რას მეძალავები, მე თვითონ გავიხდი და გავისწოროთო. ეგრევე შევეშვი და სიფათში გავარტყი.

– რატომ, შე ახვარო!

– იმიტომ, რომ გამიტყდა. მე ის მომწონდა რომ მიძალიანდებოდნენ, თორემ ქალი რაში მჭირდებოდა, მოსაფერებელი ქალი სახლში მყავდა. წინ მე მოვდივარ, უკან ეს გოგო მომდევს და კატეგორიულად მოითხოვს, მინდაო, მე კიდე ვაგინებ, მომშორდი-მეთქი. ბოლოს ეს გოგო ყვირილსა და გინებაზე გადავიდა. ერთი-ორი კიდევ წავარტყი, მაგრამ ვერ გავაჩუმე. ამ დროს მილიციაც გაიჩითა. ადგა ეს წაკლა და ის კი არა თქვა, მე ვეხვეწებოდიო, რაც თავიდან მოხდა ის თქვა. ფაქტი სახეზე იყო – ზურგზე გაჭუჭყიანებული და თასმაგაწყვეტილი სარაფანი, სახეზე კი – წანათაქები. წაგვიყვანეს მილიციაში. არ ვიცი საიდან, მაგრამ ხმა გავარდა, თითქოს მე ფული უნდა გადამეხადა დაზარალებულის სასარგებლოდ. პატარა ქალაქში უცბად გავრცელდა ეს ამბავი და, ცხრა გოგოს გარდა, ყველა მილიციაში მოვარდა. ესე გასკდა ჩემი ამბავი და ახლა სექსუალური მანიაკი მქვია, – გაიცინა გენამ.

– დაიცა, ცხრა არ მოვიდა, მაგრამ რამდენი ქალი გამოვიდა მთლიანობაში? – აგვიტყდა სიცილი.

– ორმოცდაჩვიდმეტს გამოკლებული ერთი, ისიც ის წაკლა, არადა 57-ში ვარ დაბადებული და რა საიუბილეო რიცხვი იქნებოდა არა? – ისევ იცინოდა გენა.

ვუყურებდი და ვფიქრობდი ამ მხიარულ რეციდივისტზე, რომელიც ვერაფრით იგებდა, რას აკეთებდა არასწორად. ის ხომ სხვა ეროვნებისა და სხვა მენტალიტეტის იყო. ლიტველისთვის მისი საქციელის გამტყუნება გაუგებარი აღმოჩნდა; არგუმენტი ის ჰქონდა, იმ შუაღამისას რა უნდოდათ მარტოებს ხეივანშიო?

ქალი ისეთი რამეა, მისადმი შენს დამოკიდებულებას ვერ ახსნი, მით უმეტეს, თუ მისგან დიდი ხნის განმავლობაში შორს ხარ. თითქოს რაღაცნაირად მაღლდება და შორს მიდის შენგან. ჩემთან, არხანგელსკში, ერთი კაი ჩეჩენი ბიჭი იჯდა. 14 წლის იყო რომ დაიჭირეს, იმის მერე სულ იჯდა. იმჟამად ორმოცდამესამე წელში იყო. ორნელა მუტის სურათი ვაჩვენე საბანაო კოსტიუმში, რომელსაც მეც შევხაროდი და ვკითხე, ჰა, რას იტყვი-მეთქი. თავი გაიქნია – „ნე პაიდიოტ”. გამიკვირდა, რატომ-მეთქი? „ჰჭ îíჭ ñ óìჭ ñâåჰ¸ò“, მოკლე იყო პასუხი.

ეტაპით გადავყავდი ვოლოგდიდან კოსტრომაში იმის გასარკვევად, გიჟი ვიყავი თუ არა. ჩვენთან ერთად ქალებიც იყვნენ ტიხარს იქით. ერთმანეთს ვერ ვხედავდით, მაგრამ დაუსწრებლად ვლაპარაკობდით. ქალების ეტაპიდან ხმის მიხედვით ჩემი გაცნობა მოინდომა ერთმა. ვერ ვხედავდი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარია, ცოცხალი და ნამდვილი ქალი იყო. „კანვოი“ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, „ვევეეშნიკებს“ რომ ეძახიან, სულ ფეხებზე არ ვეკიდეთ?! თავისთვის მოყუჩებულები, ჩუმად კარტს თამაშობდნენ და არაყს უბერავდნენ. გავძახე. მოვიდა პირტიტველა ბიჭი. ვეუბნები, ჰა, შენ ფული, ერთი ბოთლით ჩემს სახელზე გაისწორეთ, მანამდე კი ერთი გოგო მეძახის, ჩემი ნაცნობია და ხუთი წუთით შეგვახვედრე, ვინ გაიგებს-მეთქი. იმანაც კარგად იცის, რასაც ვეუბნები, მაგრამ რა ენაღვლება, უფროსი ოფიცერი უკვე ჩავლილია. ჯერ ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მერე ქალისგანაც მოითხოვა ერთი ბოთლის ფული. გავმართეთ ვაჭრობა. არადა, ვერ აუხიპიშდები, ფული გამორთმეული აქვს და იმასაც დავკარგავ. ტიხარს იქით გოგოები აყვირდნენ, მოდი და ჩვენსას ჩვენ გადავიხდითო... როზა ერქვა, მესამე სროკზე მიდიოდა მკვლელობისთვის, ისე, მომპარავი ყოფილა. სახე კარგად არც კი მახსოვს. პრინციპში, არაფერიც არ მახსოვს, საპირფარეშოდან გამოსვლაც კი. ერთი ეგაა, ბორკილებმა კანი გადამიყვლიფა. კაი ხანს როზა მელანდებოდა. თავბედი ვიწყევლე, მიძინებული სურვილები რატომ გავაღვიძე-მეთქი. ხუთი წელი ქალი არ მენახა ჰიპერაქტიურ ასაკში მყოფს და ლამის დავირეხვე...

არხანგელსკში იყო ჩემთან ერთად კაი ტიპი, მეტსახელად „ლუდოედი”. პატიმარმა ბრიგადირმა დაასმინა, არ მუშაობსო და 15 სუტკა გაუჩალიჩა. მოხდა ისე, რომ ბრიგადირმაც რაღაც დააშავა და შეცდომით ისიც გვერდზე მიუსვეს. ნამდვილად შეცდომით მოხდა, რადგან ადმინისტრაცია თავისიანებს ცალკე კამერაში აგდებდა. „ლუდაედმა“ ნასკით მოახრჩო ჩამშვები. იქვე შედგა სასამართლო და დახვრეტა მიუსაჯეს. ამ დროს ლენინგრადის ციხიდან ახალი ჩამოსული იყო ეტაპი. ტიპს თავისი ქალის ბიკინი ჰქონდა შემოპარებული. დასახვრეტად განწირულ „ლუდოედს“ შევუგროვეთ ვისაც რა შეგვეძლო და ამანათს ზემოდან ეს ბიკინი დავადეთ. მთელ ბარაკში ისმოდა მისი ღრიალი – ხëჭჯîჰჭðèþ ხðჭòâჭ, ñ÷èòჭé, æèâóþ ხჭხó ïðèñëჭëè!

* * *

ნეტავ, რა ხმაურობს, რა უცნაური ხმა არის, ან ეს რისი სუნია? როგორ დავიღალე... თითქოს არ მძინებია და როდის გამეპარა ფისუნია... იქნებ, სულაც მეძინა კიდეც და მე მგონია, რომ ფიქრებში ვიყავი წასული-მეთქი...

მისტიკური რაღაცეების არ მჯერა, მაგრამ ერთი-ორჯერ ისეთი რამ შემემთხვა, რა დავარქვა, არ ვიცი. ზღვაზე წასულ ძმაკაცებს ერთი დაგვეღუპა. 16-17 წლის ბიჭებისთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ერთ დღეს საქურდალში ვართ სამნი. უკვე ყველაფერი მოვათავეთ და ამ დროს ჩვენი მეთვალყურის საგანგაშო სტვენა მოგვესმა. სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას. მოვარდა მილიცია. გადაჩხრიკეს ყველაფერი, მაგრამ ვის ნახავდნენ?! ჩვენ მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ვუყურებდით. ყველაფერი რომ მიწყნარდა, სამივემ ერთმანეთს შევხედეთ და თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ: ვინ მოგვცა ნიშანი, ტო? – ასეთი ნიშანი ჩვენს გარდაცვლილ ძმაკაცს ჰქონდა. ეს ისეთი დამახასიათებელი სტვენა იყო, რომ ვერაფრით მიჰბაძავდი – ხმადაბალი, მაგრამ ძალიან შორ მანძილზე ჩაგვესმოდა. სამ წუთში ვართ აცდენილები მილიციას. მთელ ღამეს ვეღარ დავიძინეთ. ხომ შეუძლებელია, სხვადასხვა ოთახში მყოფ ადამიანებს ერთდროულად ერთი ხმა მოგვჩვენებოდა, თან ზუსტად ის ხმა, რომელიც ასეთი შემთხვევისთვის გვქონდა შერჩეული ხმის პატრონის გარდაცვალებამდე. ჩვენ იმ ღამეს ჩვენი ძმაკაცის სულმა გადაგვარჩინა უეჭველ ციხეს. მეორე შემთხვევა არანაკლებ უცნაურად მეჩვენება. მე და ფისუნია ბაზრიდან მოვედით. ის იყო, მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავით, რომ მეზობელი გოგონები შემოგვეხვივნენ და შამპანურის დასალევად ძალით წაგვიყვანეს. პროდუქტები მანქანაში დავტოვეთ და შევუერთდით მოქეიფეებს. რა მენაღვლებოდა, მანქანით არსად ვიყავი წასასვლელი (სხვათა შორის, ადამიანთა ერთი კატეგორია რამდენადაც დაუმორჩილებელია, იმდენად კანონმორჩილია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ამბავში). აღმოჩნდა, რომ იმ შუაღამისას ერთი გოგონა მარტო უნდა წასულიყო სახლში. მე და ფისუნიამ მივაცილეთ გოგონა, მერე კი ჩემს მეგობარს მივადექი შამპანურებით ხელში. მეგობარი სახლში არ დამხვდა, ცოლი კი მანქანაში აქეთ შემოვიპატიჟეთ. სალონში გვარიანად დაგვეღვარა შამპანური. წამოვედით გამხიარულებულები და ზუსტად ჩემს სახლთან გაქანებული რეიდი დაგვხვდა. ვიფიქრე, მეორე მხრიდან მიუდგები სახლს-მეთქი, მაგრამ საეჭვო მოძრაობა შენიშნეს და რეიდის მანქანებმა ჩაგვკეტეს. საბუთები მომთხოვეს და ჰოპ! მანქანიდან ალკოჰოლის ისეთი სუნი გაიფრქვა, რომ ორივე „ძაღლმა“ ერთხმად შემომიძახა, ნასვამი ხარო? მე უარზე დავდექი. ფისუნიამ დაიკნავლა, ბოცა გაგვიტყდა და იმის სუნი დგასო. დაათვალიერეს მანქანა და ამოსუნთქვა მომთხოვეს. გავჯიუტდი, არადა, ერთ-ერთი წესია, ასეთ შემთხვევაში არ იბლატაო. პირის გაღება და, ისეთი ოხშივარი ამოვარდა, რომ ეგრევე რაციით გადასცეს, მთვრალი მძღოლი არ გვემორჩილებაო. რეიდიდან ორი მანქანა მოიხსნა და ჩვენთან მოვიდა. რაღა ამოსუნთქვა მინდოდა, ვიდექი და ვქანაობდი. „ძაღლებმა“ განაჩენივით გამომიცხადეს, ქალი და მანქანა აქ დარჩება, შენ კი ექსპერტიზაზე წამოხვალ და იქ გაირკვევა, როგორი ფხიზელიც ხარო. ფისუნიამ აიტეხა, თუ მეც არ გამაყოლებთ, არსადაც არ წამოვა, ძალას გამოიყენებთ და გიჩივლებთო. ისეთი სახე და ტონი ჰქონდა ფისუნიას, რომ ქვეყნიერების მბრძანებელი მოტყდებოდა მის წინაშე. მიგვიყვანეს მეჩნიკოვზე. შევყევი იმათ და ვფიქრობ, ეე, ახლა „პრავას“ ჩამომართმევენ და მშვიდობით კაი ხანს მანქანით სეირნობავ! არადა ფისუნია მეუბნებოდა, ჩემს გარდა არაფერზე იფიქრო, ნახე, რა ხოხმა იქნებაო. რა „ხოხმა“ უნდა იყოს, გაბაზრებული ამბავია, რომ „ძაღლებს“ ექსპერტიზის ექიმები წილში ჰყავთ. შემიყვანეს პირველივე სართულზე ლაბორატორიაში. ორი ამპულა დამახარჯეს, მაგრამ არც ერთმა დაადასტურა ჩემი სიმთვრალე. „ძაღლებიც“ და ექიმებიც გიჟებს ჰგავდნენ. გარეთ რომ გამოვედი, მინდოდა ფისუნიასთვის მეხარებინა, მაგრამ არც მაცადა რამის თქმა, ვიცი, ვიციო... კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როცა არაფრის გამო გავშტერდი თუ გავდებილდი და ამიჩემებია, ფისუნია, არ მიმატოვო 25-ში, თორემ მოვკვდები-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ, 25 დეკემბრის დილას გარდავიცვალე. მარტო ფისუნიას ახსოვდა ჩემი ნათქვამი და არ გამანება თავი. ვერც ერთმა ექიმმა ვერ ახსნა, რა დამემართა იმ დღეს, მე კი ვერაფრით ამიხსნია, რანაირად შეიძლება მცოდნოდა, რა მომივიდოდა 10 დღის შემდეგ... კიდევ ერთხელ ვარ მკვდარი რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში. მორიგეს უკვე დაფიქსირებული ჰქონდა სამორიგეო ჟურნალში ჩემი გარდაცვალების დრო. რა მოხდა მანამდე და საავადმყოფოში როგორ მიმიყვანეს, არ ვიცი, რადგან არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ თავთან მამაჩემი მედგა (ახალი გარდაცვლილი იყო). მე მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ რადგან მიცვალებული მეზმანა, აუცილებლად მოვკვდებოდი. როგორც გადმომცეს, მკვდარი უეცრად ფეხზე წამოვდექი და ვთქვი: „მამაჩემი აქ არის, მე მოვკვდები“. მორიგე ამბობდა, 35 წელია, აქ ვმუშაობ, შეგუებული ვარ გარდაცვალებას, მაგრამ მკვდარი გაცოცხლებულიყოს, მსგავსი არაფერი მინახავს, ამიტომ შემეშინდაო.

ბიჭოს, რაღაც სხვანაირად ვარ, თითქოს წელში გამწყვიტესო, თან ყველაფერი მეზარება. არა, მაინც რისი სუნია – ნახერხის? ბენზინის? რა უცნაურად ვარ, რა გავიჩხირე ასეთი? სანამ ფისუნია მოვიდოდა, მციოდა, მერე რაღაც მარყევდა, მერე ყველაფერი დალაგდა, მაგრამ რაღაცეები რომ არ მახსენდება, გავრეკე? ახლა კიდევ ეს უცნაური ხმა და ამოუცნობი სუნი... ყნოსვით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ნახერხის სუნი საიდან მეცა, ამ სუნს ავურევ ვითომ რამე სხვა სუნში? თორმეტ წელს ნახერხის სუნში ვცხოვრობდი. კაი ბიჭი იყავი და, ნუ იქნებოდი... საქართველოს ზონებში სამოთხეა, ერთი ეგაა, სახლში არ გიშვებენ...

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ათას კაცში მყოფი თუ ვინმესგან იმ სითბოს არ იღებს და თვითონაც არ გასცემს, რომელსაც ქვეცნობიერი ითხოვს – მაინც მარტოა. მე რომ არხანგელსკში ჩავედი, კამერაში პატარა ლეკვი დამხვდა, კამერის შვილობილი. ცხოველებთან ცოტა მწყრალად ვიყავი, მაგრამ ამ პაწაწინა ლეკვს მეც შევეჩვიე. ერთ დღეს, ტყიდან რომ დავბრუნდით, ჩვენი ლეკვი ეზოში ეგდო ნაწლავებგადმოყრილი. მაშინვე მივხვდით, რაც მოხდა. ერთი დამპალი ოფიცერი იყო, იმის ბოზი ცოლიც იქ მუშაობდა და, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჟიმავდა. ეს დამპალი ოფიცერი უფროსობას რომ ვერაფერს ჰკადრებდა, არყით სკდებოდა და პატიმრებს გვიმწარებდა ყოფას. სულ შარზე იყო. ვინმე ფარჩაკს კი არ აუხირდებოდა, არა, იმას, ვისაც წონა ჰქონდა. იმ დილას თავის ცოლისთვის „ზამპალიტთან“ შეუსწრია და ჯავრი ჩვენზე იყარა, ლეკვი ჩექმით გაგვიჭყლიტა... პატიმარი ხარ, რა უფლებები გაქვს? არაფერი, მაგრამ „ხაზეინის“ სუსტი წერტილი ვიცოდით. ოღონდ გეგმის შესრულება არ ჩაუვარდეს და ყველაფერზე წამსვლელია. მთელი „ლაგერი“ გაისუსა. „ხაზეინს“ უჩვეულო სიჩუმე ცუდად ენიშნა და დაიყვირა: ფ¸ðò âჭñ ïîხðჭë, ðჭçîèჰèòåñü! – არავინ გაინძრა, ყველამ მხოლოდ გაჭყლეტილი ლეკვისკენ გავიხედეთ. „ხაზეინმა“ თვალი გააყოლა ჩვენს მზერას და მაშინვე მიხვდა რაც მოხდა. ჯერ დაიბნა, მერე აზრზე მოვიდა და ლამის მუდარით მოგვმართა, წადით თქვენს ადგილებზე, მსგავსი რამ აღარ მოხდებაო. იმ დღიდან ის დამპალი ოფიცერი თვალით აღარ გვინახავს, თავის ცოლიანად გაქრა. ცოტა ხანში პატარა კნუტი მოვიყვანეთ. კნუტი ისედაც პატარას ნიშნავს, მაგრამ ეს იმდენად პატარა იყო, რომ დადიოდა, ყირავდებოდა. ახლა ამ კნუტს შევხაროდით ყველანი და ჩვენი მწირი ულუფიდან იმდენი ხვდებოდა, რომ ტიკივით გაბერილი დადიოდა. ჩვენდამი პატივისცემის ნიშნად სხვებიც აძლევდნენ სასუსნავს. ბოლოს ისე გაბლატავდა ჩვენი მაშა (მამალი იყო, მაგრამ მაინც მაშა დავარქვით), რომ თაგვის დაჭერაზე უარი განაცხადა. ეს უკვე ზედმეტი მოუვიდა, ამიტომ დიეტაზე დავსვით. მიხვდა გოთვერანი და ჭკუა იხმარა, ისევ დაიწყო თაგვების დაჭერა. ამ დროისთვის კამერაში ცხრა სულიერი ვიყავით: ადამიანები, კატა, კოღოები, ტილები, რწყილები, ქინქლები, ღამის პეპლები, თაგვები და რაღაც ჯავშნოსანი მწერები. მოკლედ, მაგრად „ვმხიარულობდით”.

არა, რა ფხაკუნობს, კარს აღებს ვინმე? რა საკაიფო იქნება, ახლა „აბხოდჩიკები“ რომ გაიჩითონ.

სამი წლის წინ ჩემი ბაითი გაიტანეს. აბხოდჩიკობა დანაშაული არაა, მაგრამ ოთახები რომ გადააქოთეს, ჩემი „ñïðჭâêჭ îñâîხîæჰåíèå“ ნახეს, სადაც გარკვევით ეწერა, ვინ ვარ. ჩემი ნასამართლეობები წაიკითხეს და აკურატულად დადეს თვალსაჩინო ადგილზე, დანარჩენი ყველაფერი ძირს ეყარა. რაც მოეწონათ, წაიღეს. კაი ხანს იმას ვნატრობდი, რომ ის ნაბიჭვრები არ დაეჭირათ. ნაბიჭვრები იყვნენ, აბა რა, თორემ „პრესტუპნიკი“ ასეთ რამეს არ გააკეთებს. „ბარახლოს“ რომ იპარავენ, ვეღარ ყიდიან და უგროვდებათ საწყობივით, ამასობაში კი ერთმანეთს ან თავისდაუნებურად ჩაუშვებენ, ან გასკვანჩავენ. ნაბიჭვარი კიდე იმისაა, რომ პოლიციელის პირველივე ფეხის დაბაკუნებაზე უნდა ჩამოარაკრაკოს როდის, საიდან და რა მოიპარა. მე იმის დარდი მქონდა, პოლიციაში არ მოხვედრილიყო რომელიმე და ჩემს ბაითზე არ ემღერა. მოვიდოდა მერე ჩემთან პოლიციელი „ბიძია“ და მეტყოდა: „ვა, შენა ხარ? რატომ არ განაცხადე ბაითი რომ დაგიბომბეს“? მე ვიუარებდი. მომიყვანდნენ იმ მომღერალ ნაბიჭვარს და ისიც პირზე დამადგებოდა, გინდა თუ არა, შენი ბაითი გავიტანეო. იქით შარი გამიხდებოდა... ჩემს ახალგაზრდობაში ასეთ რამეს ვინ იკადრებდა. როგორ, ბაითში შევსულიყავით, იქ „ñïðჭâêჭ îñâîხîæჰåíèå“ გვენახა და ხელს მოვკიდებდით რამეს კი არა, უხმოდ გამოვიძურწებოდით.

გალის რაიონში არის სოფელი სიდა (ნაღდად კარგად მაგონდება), სადაც 1977 წლამდე ორი ზონა იყო. გალიდან დადიოდა ავტობუსი გალი-სიდა. ამ მარშრუტზე ძირითადად პატიმრების ახლობლები მიმოდიოდნენ. მათზე დაუწერელი კანონით ხელშეუხებლობა იყო გამოცხადებული. რაც პატიმრისა იყო, ის პატიმარს უნდა მისვლოდა, ზონაში უნდა შესულიყო და ეს კანონი გამონაკლისს არავის მხრიდან არ ითვალისწინებდა.

...ამათ დღეს საქმე იქით მიჰყავთ, რომ სისხლი დაიღვაროს. ადრე თუ ორი ფულიანი კაცი (გინდაც უფულო) ერთმანეთში მტყუან-მართალს ვერ არკვევდა, მივიდოდა ორივესთვის მისაღებ პირთან და თავის გასაჭირს შესჩივლებდნენ. ისიც წყნარად, მშვიდად, მიუკერძოებლად გადაუწყვეტდა პრობლემას. ახლა ისე მოხდება, რომ ეს ორი დაბნეული კაცი, მით უმეტეს, ფულიანი, ოც-ოც უნამუსო კაცს დაიქირავებს, რომლებიც ფულის გამო ყველაფერზე წავლენ და ერთმანეთს დაატაკებენ, რაც, საბოლოოდ, სისხლისღვრას გამოიწვევს.

პოლიციელი, ეგრეთ წოდებული წესრიგის დამცველი და „პრესტუპნიკი“, ეგრეთ წოდებული წესრიგის დამრღვევი, ოდითგანვე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან, მაგრამ ნამდვილი კაცი მეორე ნამდვილ კაცს ყოველთვის სცნობს, ვინც გინდა იყოს ის.

ახალგაზრდები ვართ და მილიციაში ახალი სახეები გამოჩნდნენ, ასაკით ჩვენზე ოდნავ უფროსები. თემური ნარკომანების რისხვა იყო, აჩიკო, ძირითადად, ბინის ქურდებს დასდევდა და აქედან გამომდინარე, მე და ჩემს ძმაკაცებს მუდმივად კუდზე გვეჯდა. მოკლედ, მაგრად ვამწარებდით ერთმანეთს. ლენინგრადში რომ დამიჭირეს, იქიდან შეკითხვა გამოაგზავნეს აქეთ და თბილისიდან მოავლინეს წარმომადგენელი. ვზივარ ლენინგრადის „კრესტებში“ და მეძახიან ძიებაზე. შევედი ოთახში და ვა, აჩიკო არ მეჩითება? ჩვენდაუნებურად ერთმანეთს გადავეხვიეთ, გეგონება, კაი ძმაკაცები ვყოფილიყავით. რუსმა მილიციელებმა გაოცება ვერ დამალეს: გû ÷òî, òჭì, â რხèëèñè ñ ïðåñòóïíèêჭìè öåëóåòåñü? აჩიკომ ყურს მიღმა გაატარა ნათქვამი. ვხედავ, დიდ ჩანთაში ჩაი და პაპიროსი ჩაუპრესია და მაძლევს. ამას მარტო ის მიხვდება, ვისაც ლაგერი უნახავს (მე თბილისის ციხეში ჩაი და პაპიროსი რომ შევაგზავნე ახლობელთან, იმან მადლობის თქმის შემდეგ შემომითვალა: როგორ გეტყობა, სად ხარ ნაჯდომი, თუ გინდა, აქედან, „მარლბოროს“ და მაგარ ცეილონის ჩაის გამოგიგზავნიო). მე წავითავხედე და აჩიკოს ვკითხე: პლანი არ გაქვს-მეთქი? აჩიკო მეუბნება, ხომ ხედავ, როგორ მიყურებენ, ახლა, ამათ რომ სეიფიდან პლანიც გამოვაღებინო, უკვე მეც აღარ ვიცი, რას იზამენო. აჩიკომ მითხრა, ახლა მე წავალ, გავივლი, ამასობაში შენ მოიფიქრე, თბილისის საქმეებს თუ აიღებო. მე ვკითხე, ლენინგრადის ეპიზოდებს თბილისის საქმეებს დავამატებ, თოთხმეტი საქმით დავიგრუზები და თბილისში წამიყვან-მეთქი? აჩიკომ მიპასუხა, ვერ შეგპირდები და არ მინდა, რომ მოგატყუოო. მოვეტყუებინე რა, რა ფეხებს მოვჭამდი, მაგრამ კაცურად მოიქცა... შენი საქმის და შენი კაცობის ერთგული იყავი, ვაჟკაცი იყავი და რა გეცმევა ტანზე, შენი საქმეა. დღევანდელ პოლიციელებს რომ ვუყურებ, პოლიციელები კი არ არიან, არამედ ხელმოცარულები, კლასში დაჩაგრულები, გოგოებისგან აბუჩად აგდებულები, უნიჭოები და წერა-კითხვის უცოდინარი დაკომპლექსებული კაცუნები. სად წავიდნენ? – პოლიციაში. რატომ? იმიტომ რომ ბუნებაში ყველაფერი კომპენსაციას მოითხოვს. ეს ის კონტინგენტია, რომელიც უმოწყალოდ სცემს დაკავებულს და აბუჩად იგდებს სიტყვიერადაც და ფიზიკურადაც. ასე იმიტომ იქცევა, რომ ეშინია. ეშინია, იმიტომ რომ ფორმისა და ძალაუფლების გარეშე, თვითონ ისევ არარაობად დარჩება, იმიტომ რომ, რაც გინდა თოფ-იარაღი აისხას და ოცკაციანი დაცვით იაროს, მაინც უმწეო და ქვეშაფსიაა...

ვა, უცბად რა განათდა, ნეტავ, რა იყო, ელვა?

– ე, გია, ძმაო, საიდან გაიჩითე, კარი ღია იყო? ვა, სოსოც აქ არის? საიდან ძმებო! რა გაჩუმებულები მიყურებთ, მოხდა რამე? ბიჭო, ცუდი ამბავი ხომ არაა, ჰა, თქვით!

– გახსოვს, კინაღამ რომ მოვკვდი?

– კი, გიუშ, მაგას რა დამავიწყებს, ცოტა ხანს ფისუნიამ გაგაქაჩინა, სიკვდილს ართმევდა შენს თავს, მერე „ნარკანიც“ წამოგეწია და გამოძვერი.

– მერე, ჩემს სახლში რა მომივიდა, არ გახსოვს?

– რა მოგივიდა, რაზე მებაზრები, ვერ მოვდივარ აზრზე.

– არც სოსოს ამბავი გახსოვს?

– არა, ტო, რა უნდა მახსოვდეს!

– ახლა ბიჭები მოვლენ და ყველაფერს გაიხსენებ.

– სად მიდიხართ, მოიცა, ავდგე რა!

ეე, სად გაქრნენ, მოჩვენებები დამეწყო თუ დამესიზმრნენ. არა, ხომ ვამბობ, ეს რამდენიმე დღეა, რაღაც ვერა ვარ.

– ვა, მამა, შენ საიდანღა გაიჩითე?!

– შვილო, რატომ არ დაუჯერე ფისუნიას, ხომ იძახდი სიგიჟემდე მიყვარს და რასაც მეტყვის ყველაფერს დავუჯერებ, არ ვაწყენინებო...

– მერე, რა არ დავუჯერე, მაგიჟებთ ყველანი თუ რა არის!

– ნუ ყვირი, შენი ხმა არავის ესმის. ადექი და წამოდი!

– სად წამოვიდე, კაცო! ბიჭები უნდა მოვიდნენ...

– ბიჭები აღარ მოვლენ, შენ უნდა წამოხვიდე მათთან.

– სად? ან ეს რა ხმა ისმის, შენც გესმის? არც სუნი გცემს? ფისუნია ტირის? ვინ აატირა, სად ვარ, რა ხდება. მამა, შენ ხომ გარდაცვლილი ხარ კაცო!...

18:00 საათზე გულმა სავარაუდოდ მუშაობა შეწყვიტა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ იყო.

* * *

– ენა, ენა დაუჭირე, ენა არ გაატანო!

– პირს ვერ ვუღებ! გული დაუკაჩავე!

– ნუ გეშინია, არაფერი მოუვა! პირი გაუღე, პირი! ჩაბერე! მიდი! მიდი! ოე, ჩვენი ძმა!

– თვალებს ატრიალებს... მოიტა კოვზი, აღარ შემიძლია, მკბენს!

– კოვზი არ გადაეყლაპოს, ეე! ჩაბერე! ჩაბერე, ტო, მე ხომ არ დავუწყებ ზასაობას!

– რა გააჭირე ამ ჩაბერვით საქმე, გულწასული კი არაა... მოდი, აქეთ გადმოვაწვინოთ, ამას ახლა ცოტა ხანში ჩაეძინება.

– გულწასულია, აბა, რა სირია!

– სირი კი არა, რაღაც სიკვდილი გაიჩხირა და ვერ ინელებს.

– სადა, ტო, ვინ გაუჩხირა, რომელი კაიფარიკი ესა მყავს...

– ვიღაც ნაშოჩკამ...

– მერე?!

– რა მერე, ვერა ხედავ?

– Toæå ìíå „კðèâîøåè“...

– ეგ ვიღაა...

– „სემერიკის“ მერე იყო, ნიჟნიში „პიკინთან“ ერთად.

– არ ვიცი, არ ვიცი...…

– ვა, მართლა?!

– რას მეკაიფები კაცო, მოდი, მომეხმარე, ეს სველი ტანსაცმელი გამოვუცვალოთ, თორემ, ახლა ფილტვების ანთებაც თუ დაემართა, მერე ნახე შენ!

– მე რას ვნახავ, შენ ნახავ, კარგი იყო, წყალს რომ ასხამდი?

– კაი რა, ხომ ხედავ აკანკალებს... კიდევ კარგი, შენ შემომესწარი, ასეთ დროს მარტო ყოფნა იცი, რა ცუდია?

– ვაა, ეგეთი არაფერი მინახავს...

– ხო ნახე, ახლა გინდა, რომ ავად გახდეს და მოკვდეს?

– არა, ტო!

– შენს შეცხადებაზე „არა, ტო!“ რა გამახსენდა იცი? ქურდებში მოხდა გაუგებრობა და გადაწყდა, რომ ერთ-ერთმა უნდა „მიიღოს“, თან ახლობლები არიან, მაგრამ „მისაღები“ მაინც უნდა „მიიღოს“. ფიქრობს, რა ჰქნას და უცბად ამბობს: „ძმებო, ქურდებო, თქვენ გინდათ, რომ ქურდს ხელი მოხვდეს?“... როგორ ენდომებოდათ ქურდებს ქურდის გასილაქება?! ჰოდა, ტიპს ხელი არ მოხვდა.

– ვაა, მოფიქრება არ გინდა?

– ვაა კი არა, მომეხმარე, ჩავაცვათ. მიდი, ჰე, გაქაჩე შარვალზე და მერე ყავას დაგალევინებ.

– მაიმუნების კაკაო მინდა?

– კაი ერთი, შენი ცოლი რომ გასმევს, რატომ მაშინ არ იძახი, მაიმუნების კაკაოაო, გეშინია, თავზე არ დაგასხას?

– რას იცინი? არ იცი, რომ ყავა სომხური ოჯახის აუცილებელი ატრიბუტია?

– კი, არარატის მთაზე ხარობს.… კაი ჰო, კონიაკს დაგალევინებ... ისე, ცოტას მეც დავლევ, თორემ გამისკდა თავიც და გულიც. მიდი რა, გამოიღე მაცივრიდან, მე ამას მოვაწესრიგებ.

– ეგ სხვა საქმეა. „ახტამარია?”

– „ახტამარი“ არა, სევანის ტბა. ჩვენი კონიაკია, „თბილისური”.

– ვა, რა კაი გუნებაზე დადექი გოგოჯან, ჰაა?

– კაი გუნებაზე კი არა, ეს რომ აზრზე მოვა, უნდა მოვკლა...

– ტოო, თუ მოკვლა გინდოდა, რაღას აცოცხლებდი, მკვდარი არ იყო?

– გამანებე, კაცო, თავი, თორემ შენც ზედ მიგაყოლებ!

– ეგეთი გაცინებული მკვლელი, თანაც ქალი, პირველად ვნახე. ისე, გოგოჯან, ქალები იცი, რა დამპლები არიან?

– ყველა?

– რა „ისლედავატელივით“ მიყურებ, დიახაც ყველა. საქმე ერთ რამეშია, გააჩნია რა სიტუაციაში მოხვდება. აი, მე, რუსეთში რომ ამაგდეს პირველ სროკზე, ეტაპით რომ გადავყავდით ვოლოგდიდან, ქალებთან ერთად მოვხვდით. ვაფშე, როცა იცი, რომ ეტაპი გიწევს, მარილის ჭამას ერიდები, იმიტომ, რომ მერე მოგწყურდება, რომ მოგწყურდება და წყალს დალევ, მერე ტუალეტში მოგინდება, ტუალეტში კიდევ ვინ გაგიშვებს შენ ნებაზე, არადა, ხომ არ ჩაიფსავ? ამიტომ მშიერი ხარ, რა! ეს ნაბიჭვრები კიდევ, გეგონება ჯიბრზეო, დამარილებულ „კილკას“ გაჭმევენ. კაროჩე, თუ თავს ვერ მოერიე, მთელი გზა მუჭში უნდა ჭყლიტო, სანამ ყველას ერთად არ წაგასხამენ ბატებივით. ეტაპის დრო რომ მოდის, ოცნებობ ქალების ეტაპირებას დაემთხვეს. ახლა გეტყვი, რათა: ქალები ისეთი ნაგლები არიან, მარტო ერთხელ დაუძახებენ: ეი, სალდატ, მეფსია. დედიმისის შვილია და, არ გაიყვანოს, გაუშვებს ეგრევე. მე შენ გეტყვი და, გაანიავებ, აქოთდება ყველაფერი, არადა, ყველამ ერთი ჰაერით უნდა ვისუნთქოთ. თან ამ ქალებმა რა იციან, ტო, რამხელა შარდის ბუშტი აქვთ, ინახავენ, ინახავენ და, როცა ხოში აქვთ, მაშინ გაუშვებენ, დაჟე ერთმანეთსაც კი დაელოდებიან. კაცები ყველაფერში დაჩაგრულები ვართ, შარდის ბუშტიც კი პატარა გვაქვს...

– დაიცა, დაიცა, „ბუშტიც“ რას ჰქვია, კიდევ რა გაქვს პატარა?

– პატარა? ეეე, მაიცა რა, რახან იცი, რომ პასუხს ვერ გაგცემ, იმიტომ მჩაგრავ?

– ოჰ, საწყალი! შენ ვინ დაგჩაგრავს... მე ვიფიქრე იტყოდი, ხელფასი მაქვს პატარაო...

– იცინე, იცინე! სად მაქვს ან ხელფასი, ან პენსია?

– დღის ბოლოს რაც ფული გაქვს, იმას პენსია და ხელფასიც გინდა დაუმატოს ამ „საწყალმა“ მთავრობამ?

– რატომაც არა?

– შენ და შენი მთავრობა ერთი მასტის ხართ, ხალხის ჯიბიდან ფულს იღებთ და თქვენს ჯიბეში იდებთ. მთავრობაც ჯიბგირია. მოკლედ, ნუ გწყინს, შენ და შენი მთავრობა პადელნიკები ხართ.

– ძმურად, რა, ფისოჯან, აღარ დალიო, თორემ უკვე ურევ. არა, ისეთ რამეებს იტყვი ხოლმე, კაცს გულს გაუხეთქავ. არა, თუ პადელნიკები ვართ, რატომ მიჭერს ეს გოთვერანი მთავრობა?

– გოთვერანი რომ არის, იმიტომ გიჭერს, ვერ უნდა მიხვდე?

– ვაა, რა ყველა გოთვერანი მთავრობა მე შემხვდა, ე, ერთი ჯიგარი მთავრობა აღარ მეკუთვნის?

მცივა, ღონეც არ მაქვს. ვაფშე სად ვარ? აუ, თითქოს სინკარი დამეცა და ზედვე მადევს. არა, რა სინკარი... თვალები ვითომ გახელილი მაქვს, მაგრამ რატომ ბნელა, დავბრმავდი? არა, რა დამაბრმავებდა. რა ხდება! ეს რისი სუნია, ეს სუნი ხომ წეღანაც მცემდა... ჰო, წეღან... წეღან? წეღან რა იყო, რატომ ვერ ვიხსენებ? რა მქვია – მახსოვს, სად ვცხოვრობ – მახსოვს, სკოლა მახსოვს, საბავშვო ბაღიც მახსოვს, ქუჩაც, ყველაფერი მახსოვს, მაგრამ წეღან რა იყო, რატომ არ მახსენდება? რაღაც დამემართა, მაგრამ რა? არა, თავიდან უნდა მივყვე, მაგრამ რას? ხომ არ მოვკვდი? არა, მკვდარი რომ ვიყო, ხომ ყველაფერი გაიასნებული იქნებოდა... ე, სიზმარში ვარ, ოღონდ, ძალიან მურტალ სიზმარში. როგორ გავიღვიძო? არა, რა, ბავშვობიდან მძულს შუადღისას დაძინება. საბავშვო ბაღშიც მაგრად მძულდა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3