კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-9(479)

ლუდას ტელეფონმა დარეკა. გოგონამ ტელეფონი გაშალა:

– ჰო, დედა, გისმენ, ალბათ, მამას ამბავი უნდა მითხრა, მაგრამ, ყველაფერი ვიცი, ახლა გავიგე ტელევიზორიდან. ნუ გეშინია, თქვეს, რომ მსუბუქადაა დაჭრილიო, – მიაყარა ლუდამ.

– ვიცი, ლუდაჩკა, სწორედ იმიტომ დაგირეკე, რომ არ ინერვიულო. მამაშენი ხელშია მსუბუქად დაჭრილი და, ალბათ, არც კი დააწვენენ საავადმყოფოში, მეც აქ ვარ.

– სად?

– სამხედრო ჰოსპიტალში.

– ახლავე მოვდივარ, – თქვა ლუდამ, ტელეფონი დაკეცა და ჰამოს მიუბრუნდა, – საავადმყოფოში წამომყვები?

– რა თქმა უნდა!

– მაშინ, წავიდეთ!

ქალ-ვაჟმა კონსპირაციული ბინა ფრთხილად დატოვა. ისინი „ჯიპში“ ჩასხდნენ და სამხედრო ჰოსპიტლისკენ აიღეს გეზი, მაგრამ სამასიოდე მეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ „ეფესბეს“ პატრულმა გააჩერა. უშიშროების თანამშრომლებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. ლაბადიანმა ახალგაზრდამ საჭესთან მჯდომ ჰამოს წიგნაკი უჩვენა და უთხრა:

– თქვენი და მანქანის საბუთები, თუ შეიძლება!

ჰამომ მანქანის საბუთები მიაწოდა, ლუდამ კი „ეფესბეს“ მოწმობა უჩვენა:

– ჩემს კოლეგას საბუთები თან არ აქვს და აი, ჩემი!

– ეს რა არის? – „ეფესბეს“ თანამშრომელმა ლუდას ვადაგასული წიგნაკი გამოართვა და დახედა, შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და ქალ-ვაჟს მკაცრად მიმართა, – მანქანიდან გადმოდით, ჩქარა!

– უმცროსო ლეიტენანტო, ნამეტანს იღებთ თქვენს თავზე! საბუთი დამიბრუნეთ და მშვიდობიანად გაგვეცალეთ! – აგდებულად უთხრა ლუდამ „ეფესბეს“ ოფიცერს, რომელიც უფროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებდა.

– საბუთი ვადაგასულია და ძველი. რაც შეეხება ჩინს, მე არა უმცროსი, არამედ უფროსი ლეიტენანტი ვარ. თქვენ კი გირჩევთ, დაგვემორჩილოთ და ვინაობის გასარკვევად „ეფესბეს“ უახლოეს განყოფილებაში წამოგვყვეთ!

– მე მგონი, ყველაფერი გარკვეულია და საბუთი დააბრუნეთ! – ლუდამ ხელი გაიწვდინა, მაგრამ უფროსმა ლეიტენანტმა კოპები შეკრა და ხმას აუწია:

– შეასრულეთ ბრძანება და მანქანიდან გადმოდით! წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით ძალა გამოვიყენო!

– ძალა? ხომ არაფერი გეშლებათ?

– არაფერი, გოგონავ, – თავი გააქნია ეფესბეელმა, – შენი თავი არ მაქვს. ჯერ ერთი, რომ ოცდაოთხი საათი ვიმორიგევე. მერე კი, გენერალ მედვედევს ტერაქტი მოუწყვეს და მთელი პირადი შემადგენლობა ტერორისტებს დავეძებთ. გესმით თქვენ, ტერორისტებს! ასე რომ, ან დაგვემორჩილებით, ან ძალას გამოვიყენებთ და ძალიან გაწყენინებთ.

– გვაწყენინებთ და, იმ გენერალ მედვედევთან გექნებათ საქმე, ვისაც ტერაქტი მოუწყვეს, – გამოაჯავრა ლუდამ ეფესბეელი.

– გენერალ მედვედევთან?

– ჰო, – გაიცინა ლუდამ, – ვისაც ტერაქტი მოუწყვეს.

– გენერალთან, რომელსაც ტერაქტი...

– დიახ, უფროსო ლეიტენანტო, მამასთან მივდივარ საავადმყოფოში და საბუთი დამიბრუნეთ!

ეფესბელმა ლუდას საბუთი გაუწოდა, მაგრამ ისევ უკან წაიღო, ეჭვით შეხედა გოგონას და უთხრა.

– მე რა ვიცი, იქნებ, მატყუებ? მანქანიდან გადმოდით და გამოგვყევით!

– განანებ შე ნაბიჭვარო! – კბილებში გამოსცრა ლუდამ. შემდეგ, ჩაწეული ფანჯრიდან ეფესბელს ორი თითი ატაკა თვალში და, სანამ ის ტკივილისგან იკლაკნებოდა, „მერსედესის“ კარი მიარტყა, მიწაზე დააგდო და „ჯიპიდან“ გადმოხტა.

მანქანიდან გადმოხტა „ეფესბეს“ ის სამი თანამშრომელიც, რომლებიც მანამდე ყურადღებით უსმენდნენ ლუდასა და უფროსი ლეიტენანტის დიალოგს. ისინი ლუდასკენ გაქანდნენ, მაგრამ მანქანიდან გადმომხტარმა ჰამომ მათ გზა გადაუღობა და მოსკოვის ცენტრში ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა. ქალ-ვაჟი ოსტატურად უსწორდებოდა „ეფესბეს“ გაწვრთნილ თანამშრომლებს და ისინიც უფროს ლეიტენანტს მიუწვინეს გვერდით. მაგრამ, ერთ-ერთმა მათგანმა მაინც მოახერხა, პისტოლეტი ეშიშვლა, მუხლებზე დადგა და ქალ-ვაჟს უღრიალა:

– ხელები მაღლა! სასწრაფოდ, თორემ, დაგხოცავთ, ძუკნებო!

ქუჩაში მყოფი გამვლელები შეჩერდნენ და ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამ სცენას. უცებ შორიახლოს მილიციის ორი მანქანა გაჩერდა. იქიდან ექვსი ავტომატიანი მილიციელი გადმოხტა, იარაღები პისტოლეტიან ეფესბეელს მიუშვირეს და უბრძანეს:

– იარაღი დააგდე, თორემ, გესვრით!

– ყველაფერი რიგზეა, ბიჭებო! – გასძახა მილიციელებს პისტოლეტიანმა, რომელიც არც აპირებდა იარაღის დაგდებას, – ეფესბეელი ვარ, ესენი კი – ტერორისტები!

– იარაღი დააგდე, თორემ, გესვრით! ჩქარა! – გაიმეორეს ბრძანება მილიციელებმა და ეფესბეელი აიძულეს, იარაღი დაეგდო და მიწაზე გაწოლილიყო.

– თქვენც, თქვენც დაწექით! – უბრძანეს მილიციელებმა ლუდას და ჰამოს და მათაც ეფესბეელების ბედი გაიზიარეს.

მილიციელებმა მიწაზე გაწოლილი ექვსივე ადამიანი გაჩხრიკეს და, რომ დარწმუნდნენ, ნაცემები ეფესბეელები იყვნენ, მათ ბოდიში მოუხადეს, ჰამოს და ლუდას კი მკაცრად ჰკითხეს:

– ვინ ხართ, თქვე ვიგინდარებო?

– შენ თვითონ ვინ ხარ, შე ნაბიჭვარო, თორემ, მე ლუდა მედვედევა ვარ, მინისტრის მოადგილის ქალიშვილი!

– მე კი პრეზიდენტის ძმა ვარ, – ჩაიცინა კაპიტანმა.

– პრეზიდენტის ძმა კი არა, პრეზერვატივი ხარ! – მიახალა კაპიტანს ლუდამ.

– რაო, რა თქვი, შე ძუკნავ? – წამოწითლდა მილიციის კაპიტანი და ლუდასკენ გაქანდა, რომ გაერტყა. მაგრამ გოგონამ ისეთი სილა სთხლიშა, ასფალტზე გააკოტრიალა.

მილიციის კაპიტანი გაოგნდა, თუმცა ლუდას არ შეეპუა და ფეხზე წამოხტა, პისტოლეტი გადატენა და მედვედევას მიუშვირა, თან იღრიალა:

– მოგკლავ, შე ჩათლაშკა!

– ჩათლაშკას ხმა მესმის, შე პრეზერვატივო! – არ დააყოვნა პასუხი ლუდამ, რომელიც დოინჯშემოყრილი იდგა და ზიზღით შესცქეროდა გაცოფებულ კაპიტანს.

კაპიტანი უკან დახევას არ აპირებდა, მაგრამ მას „ეფესბეს“ უფროსი ლეიტენანტი გადაეღობა წინ და ხმას აუწია:

– იარაღი შეინახეთ, კაპიტანო! გონს მოდით და ხალხს სეირს ნუ აყურებინებთ.

კაპიტანმა პისტოლეტი შეინახა, მაგრამ ეფესბელს გაბრაზებულმა უთხრა:

– მადლობის მაგიერია? ესენი არ იყვნენ, ეფესბეელები რომ სახალხოდ სცემეს?

– რას იზამ, კაპიტანო, ზოგჯერ ასეც ხდება. ასეთი სამუშაო გვაქვს და იმიტომ. თუმცა, კარგი დღე არც თქვენ დაგადგათ, როგორც ვხედავ, – ნიშნის მოგებით უთხრა ეფესბეელმა მილიციელს.

– რა გადაწყვიტეთ, ლაჩრებო? – უთხრა ლუდამ ერთმანეთში მოსაუბრე ძალოვნებს, – გპირდებით, რომ ორთავეს თავზე დაგახევთ პაგონებს, თუ მამაჩემის სანახავად ახლავე არ გამიშვებთ!

– ამ ძუკნას არ უყურებ! – ჩურჩულით უთხრა კაპიტანმა ეფესბეელს, – როგორ გველაპარაკება?

– რატომ ჩურჩულებთ, კაპიტანო, შეგეშინდათ? – ჩაეცინა ეფესბეელს.

– სულაც არა. მაგრამ, რა იცით, ვინ არიან! მოდი, მანქანა გავჩხრიკოთ. იქნებ, მართლაც ტერორისტები არიან?

– მიდით, კაპიტანო, გითმობთ ასპარეზს, – უთხრა ეფესბეელმა მილიციელს, – ოღონდ, გთხოვთ, რომ კორექტულად მოიქცეთ.

ეფესბეელები განზე გადგნენ. მილიციელებმა კი „მერსედესის ჯიპის“ ჩხრეკა დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა სალონის საბარგული გამოაღო, სურათებით სავსე კონვერტი ამოიღო, გახსნა და თვალიერება დაიწყო. ლუდას ჩაეცინა და ჰამოს უთხრა:

– ახლა ამათ რეაქციაზე იკაიფე!

მილიციელმა რომ ქალ-ვაჟისა და მანგუსტის ერთად გადაღებული კადრები ნახა, გაოცდა, შემდეგ მილიციის კაპიტანთან მიირბინა და ფოტოები ანახა. კაპიტანი ხან ფოტოსურათებს უყურებდა, ხან – ქალ-ვაჟს, თითქოს მათ იდენტურობას ამოწმებსო. ბოლოს წყვილს მიუახლოვდა, კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა და ხმის კანკალით ჰკითხა:

– ესენი თქვენ ხართ?

– თვალები უკანალში გაქვს? – უთხრა ლუდამ მილიციელს, – ჩვენ ვართ და ჩვენი უახლოესი ძმაკაცი. რა, იქნებ არ იცნობ ამ კაცს?

– როგორ არა, როგორ არ ვიცნობ ამ პატივცემულს, – ხმასთან ერთად სხეულიც აუკანკალდა მილიციის კაპიტანს.

მერე ცრემლები წამოსცვივდა, მუხლებზე დაეცა და ლუდას ხელზე კოცნა დაუწყო.

ამ სცენამ ყველა ძალოვანი გააოგნა და ადგილზე გააშეშა, „ეფესბეს“ უფროსი ლეიტენანტი კი ისე შეშინდა, რომ ცივმა ოფლმა დაასხა, რადგან მიხვდა, რომ ლუდა უბრალო ვინმე არ იყო, თუმცა, შეეცადა, ღირსეულად მოქცეულიყო. ამიტომ, გოგონას მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა:

– სასიამოვნოა, რომ ყველაფერი გაირკვა. აი, თქვენი საბუთები!

ლუდას ირონიულად ჩაეცინა, საბუთები გამოართვა, და უბრძანა:

– მუხლებზე და ფეხსაცმელზე მაკოცე!

ეფესბეელმა თვალის დახამხამებაში შეასრულა ლუდას ბრძანება, რის შემდეგაც გოგონა ჰამოსთან ერთად „ჯიპში“ ჩაჯდა და სამხედრო ჰოსპიტლისკენ აიღეს გეზი. ათიოდე წუთში მივიდნენ და მანქანა კლინიკის წინ გააჩერეს, გადმოვიდნენ და შენობაში შეღწევა სცადეს, მაგრამ მათ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ათლეტებმა გადაუღობეს გზა და ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა:

– არ შეიძლება!

– მე ლუდა მედვედევა ვარ და მამაჩემის სანახავად მივდივარ, – შეუბღვირა გოგონამ, საბუთი უჩვენა და მერე ჰამოზე მიუთითა, – ეს კი ჩემთანაა.

ქალ-ვაჟი კლინიკაში შეუშვეს და მორიგე ექთანმა ისინი მესამე სართულზე აიყვანა, სადაც გენერალი მედვედევი იყო მოთავსებული. მაგრამ, ლუდას მამას უკვე ჩატარებული ჰქონდა მკურნალობა, გამოწერილი იყო და წყვილს დერეფანში შეხვდა თავის ამალასთან ერთად, რომელთა შორის ათლეტური აღნაგობის, კბილებამდე შეიარაღებული პირადი მცველები ჭარბობდნენ. ლუდა მამასისს ჩაეხუტა და ჰკითხა:

– როგორ ხარ, მამა?

– მშვენივრად, ლუდაჩკა, ყუმბარის ნამსხვრევმა მხოლოდ მხარი გამიკაწრა. შენ როგორ ხარ, შვილო?

– მე რა მიჭირს! ახლა მე პრეზიდენტთან მივდივარ და არ მცალია. თუ უმანქანოდ ხარ, ვეტყვი და, სადაც გინდა, იქ მიგიყვანენ.

– არა, მამა, – თავი გააქნია ლუდამ, – მანქანით ვარ, გმადლობ!

– ჰოდა, ძალიან კარგი, წავედი, – თქვა გენერალმა, ლუდას თავზე გადაუსვა ხელი და ამალასთან ერთად განაგრძო გზა.

– მე ვარ, ლუდაჩკა, უმანქანოდ და, იქნებ, სახლში გამიყვანოთ, – უთხრა გოგონას დედამისმა, რომელიც მამა-შვილის დიალოგის დროს თვალს არ აშორებდა ჰამოს და აშკარად ეკეკლუცებოდა მთაწმინდელს.

ჰამო ყველაფერს მიხვდა, მაგრამ, არ შეიმჩნია, ლუდა კი დედის საქციელს არ დაკვირვებია, ამიტომ არაფერი იცოდა და უპასუხა:

– რა თქმა უნდა, მიგიყვანთ. წავედით!

ჰამო, ლუდა და დედამისი ქვევით ჩავიდნენ და, სანამ „ჯიპში“ ჩასხდებოდნენ, ქალმა შვილს უთხრა:

– არ უნდა გამაცნო შენი მეგზური?

– სულ დამავიწყდა, გაიცანით ერთმანეთი: ეს დედაჩემია, ეს კი – ჰამო, – თქვა ლუდამ და „მერსედესის“ წინა სალონში მოკალათდა.

– ჰამო, – ხელი გაუწოდა ლუდას დედას მთაწმინდელმა და გაუღიმა.

– სვეტლანა მედვედევა. თქვენთვის კი, უბრალოდ, სვეტა.

ჰამო საჭეს მიუჯდა, „ჯიპი“ ადგილიდან დაიძრა და ძველი მოსკოვის იმ ადგილისკენ აიღო გეზი, სადაც ლუდა მედვედევას მშობლები ცხოვრობდნენ.

***

სახლთან რომ მივიდნენ, ლუდა დედამისს გამოემშვიდობა და წასვლა დააპირა, მაგრამ, სვეტლანა მედვედევას თავისი გეგმა ჰქონდა ჩაფიქრებული და, იმდენი ქნა, რომ ქალ-ვაჟი სახლში აიყვანა.

– არ გრცხვენია, შვილო? – უთხრა სვეტლანამ ლუდას, როდესაც ისინი ლიფტში შედიოდნენ, – სტუმარი გყავს და სახლში არ დაგიპატიჟია. რას იტყვის ეს მშვენიერი ყმაწვილი და რა წარმოდგენა შეექმნება ჩვენზე?

– ნუ დარდობ, დედიკო, ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს ჰამოს ჩვენზე, – თქვა ლუდამ და მთაწმინდელს მიუბრუნდა, – ხომ მართალს ვამბობ?

– ჭეშმარიტებას! – თავი დააქნია ჰამომ.

– ჰო, მართლა, ლუდაჩკა, შენი დეიდაშვილი, ანუშკა ჩამოვიდა პიტერიდან და უთენია აგარაკზე გამოეშურა. ხომ იცი, როგორ უყვარს აუზში ნებივრობა. მამაშენის ამბავმა ისე დამაბნია, რომ დამავიწყდა, მეთქვა.

– ვიცი. ავრორა უკვე ვნახე და წავარტყი კიდეც.

– ისევ იჩხუბეთ? – თავი გადააქნია სვეტლანამ და ჰამოს მიუბრუნდა, – ჩემი ლუდაჩკა და ჩემი დისშვილი ძაღლი და კატასავით ჩხუბობენ ხოლმე. თუმცა, ერთმანეთი დებივით უყვართ.

– ჰო, ნუ იტყვი! ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ წამითაც ვერ ვიტანთ განშორებას, – თქვა ლუდამ და პირველი გავიდა გაჩერებული ლიფტიდან.

სვეტლანა მედვედევამ კარი გააღო და ქალ-ვაჟთან ერთად უზარმაზარ ბინაში შევიდა, თან ჰამოს უთხრა:

– ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში.

ახალმოსულებმა დერეფანი გაიარეს და სასტუმრო ოთახში უნდა შესულიყვნენ, მაგრამ, მოულოდნელად, სააბაზანოდან ავრორა გამოვიდა. გოგონას მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა, მკერდი კი შიშველი ჰქონდა და ტანის რხევით მოაბიჯებდა. ახალმოსულების დანახვაზე კეკლუცად გაიღიმა და თქვა:

– საღამო მშვიდობისა! კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა!

– ანუშკა, – უთხრა სვეტლანამ დისშვილს, – როგორ იქცევი, რას იტყვის ჩვენი სტუმარი! მოწესრიგდი და ისე გამოდი.

– ამიტომაც მოხვდა ამ დილით ღრანჭში! – კბილებში გამოსცრა ლუდამ, – და ასეთი ძუკნური საქციელისთვის კიდევ ბევრჯერ დაათვლევინებენ კბილებს!

– ნუ ბრაზობ, დაიკო, ახლავე ჩავიცვამ! – გამოაჯავრა ანამ ლუდა და ჯინაზე, მის დასანახად, ჰამოს თვალი ჩაუკრა.

– დები შენს პროვინციულ პიტერში ეძებე! – შეუღრინა ლუდამ დეიდაშვილს.

– კარგი, გოგონებო, გეყოფათ, – მსუბუქად დატუქსა სვეტლანამ ლუდა და ანა, – მოდით და მომეხმარეთ, რომ ვახშამი მოვამზადო და სუფრა გავშალოთ.

სვეტლანა მედვედევამ ჰამო სასტუმრო ოთახში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა, უთხრა, არ მოიწყინოო და სამზარეულოში გავიდა, რომ გოგონებთან ერთად ვახშამი მოემზადებინა. სულ რაღაც ოცი წუთის შემდეგ, სასტუმრო ოთახში საუცხოო სუფრა იყო გაშლილი და მაგიდაზე სამი ბოთლი წითელი ღვინო იდგა. თამადის ფუნქცია სვეტლანამ იკისრა. ორი ჭიქა რომ დალიეს, მუსიკალური ცენტრი ჩართო, გოგონებს გაუღიმა და უთხრა:

– ხომ არ გეწყინებათ, შვილებო, ჰამო პირველი მე რომ დავპატიჟო საცეკვაოდ?

– მიდი, დეიდა, მიდი! – შეაგულიანა ავრორამ.

– იცეკვე, დედიკო, – მხრები აიჩეჩა ლუდამ და ჩაეცინა.

სვეტლანამ ჰამოს ხელი ჩაჰკიდა, საცეკვაოდ გაიწვია და ჩაეხუტა... წყვილი ვალსის რიტმებზე ირხეოდა და ჰამოს ყურში ჩაესმა სვეტლანას ხმა:

– ამაღამ თავდავიწყებას მივეცეთ, ჩემო კარგო. ერთი სული მაქვს, როდის ჩაგიგორებ ლოგინში.

– ხუმრობთ, დეიდა? – ჩურჩულითვე უთხრა ჰამომ სვეტლანას.

– სულაც არა, თანაც, დეიდას ნუ მეძახი, სვეტაჩკა ან სვეტა დამიძახე.

– გაგიჟდი, სვეტა?

– სიგიჟე შენ ლოგინში ნახე!

– რის ლოგინში, ამ გოგოებს რას უპირებ?

– ამათ სულ მალე დაეძინებათ და დილამდე თვალს არ გაახელენ, – უთხრა სვეტლანამ ჰამოს. მართლაც, ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, რომ ლუდას და ავრორას ერთდროულად ჩაეძინათ.

– რა დაემართათ? – ჰკითხა ჰამომ სვეტლანას, რომელსაც ვნებისგან მხეცივით ჰქონდა ანთებული თვალები.

– ისეთი არაფერი, ჯანმრთელი ძილით ჩაეძინათ და დილის რვა საათამდე თვალს არ გაახელენ. აბები თორმეტსაათიანია და ხელს ვერავინ შეგვიშლის.

– სასმელში ძილის წამალი ჩაუყარე?

– ჰო, – თავი დააქნია სვეტლანამ, – გოგონებს დასვენება უნდათ და ჯანმრთელი ძილი მათთვის მისწრებაა.

– გენერალი რომ მოვიდეს?

– გამორიცხულია. ის ამაღამ კრემლში რჩება. დამირეკა და მითხრა, რომ პრეზიდენტთან სერიოზული თათბირიაო. წამოდი, დროს ნუ ვკარგავთ!

– რამდენი წლის ხარ, დეიდა?

– ქალს ასაკს არ ეკითხებიან, თანაც, ხომ გითხარი, დეიდას ნუ მეძახი-მეთქი. წამოდი, წამოდი, ვეღარ ვითმენ, ისე მინდიხარ!

– მე კი არ მინდიხარ. რა წესია, ქმარი გყავს, თანაც – გენერალი და ამხელა შვილი. არა, არაფერი გამოვა, უნდა წავიდე.

– სად უნდა წახვიდე? – წამოენთო სვეტლანა, – ხომ არ ფიქრობ, რომ მართლა სადმე გაგიშვებ? ამდენი იმიტომ კი არ მიჩალიჩია, რომ ხელიდან გამისხლტე!

– არა, არაფერი გამოვა, ეს უმსგავსობაა!

– ლუდას, გაუთხოვარ გოგონას რომ ჟიმავ, ის არაა უმსგავსობა? თანაც, ცოლშვილიანი კაცი.

– და მაინც, არა, სვეტაჩკა!

– აი, ეს უკვე მომწონს. გინდა, გადავირიო? – თქვა სვეტლანამ და ჰამოს დაეტაკა, საძინებლისკენ ძალით წაიყვანა, თან გზადაგზა ტანსაცმელს ხდიდა.

წყვილმა ბობოქარი ღამე გაატარა. მთაწმინდელი უკიდურესად გაკვირვებული იყო სვეტლანას ტემპერამენტით. მომენტებში მას ეგონა, რომ ლოგინში ლუდა ეწვინა...

დილის შვიდი საათი რომ შესრულდა, ჰამომ სვეტლანას უთხრა:

– ახლა კი გვეყოფა. თუ არ გინდა, რომ შენმა ქალიშვილმა დედამიწა გადააბრუნოს და ყველანი დაგვხოცოს, შენც მათ უნდა მიუწვე გვერდით, ვითომ ჩაგეძინა. მე კი სავარძელში მოვიმძინარებ თავს.

– ჰო, მაგრამ, მანამდე ორივემ შხაპი უნდა მივიღოთ, რომ ერთმანეთის სუნი არ აგვივიდეს და აუცილებლად თეთრეული უნდა გამოვცვალო, თორემ, ლუდას ეჭვიანობის ამბავი რომ ვიცი, აუცილებლად საწოლს შეამოწმებს და, რაიმე კვალი რომ აღმოაჩინოს, მართლა ყველას დაგვხოცავს, – უთხრა ჰამოს სვეტლანამ და სასწრაფოდ გამოცვალა თეთრეული. ძველი კი ბუნკერში გადაყარა.

ჰამომ და სვეტლანამ რიგრიგობით მიიღეს შხაპი და, რვა საათი სრულდებოდა, როდესაც სავარძლებში მოკალათდნენ და თავი მოიმძინარეს...

როგორც სვეტლანა მედვედევა ვარაუდობდა, გოგონებმა დილის რვა საათამდე იძინეს. დარეკა თუ არა კედლის საათმა, პირველმა ლუდამ გაიღვიძა. მან თვალები გაახილა, დაამთქნარა, გაიზმორა და ჩაილაპარაკა:

– უჰ, როგორ მტკივა თავი... – შემდეგ ჰამოსა და დედამისს ეჭვის თვალით დაუწყო ყურება, მერე მივიდა და ორივეს დასუნა. ბოლოს კი ყურადღებით დაუწყო თვალიერება.

– რას აკეთებ, ლუდა, რას ყნოსავ, ხომ არ გაგიჟდი? – მოესმა ლუდას ანას ხმა.

ლუდამ დეიდაშვილი პასუხის ღირსად არ ჩათვალა და სააბაზანოში შევიდა.

შხაპი მიიღო და ოთახში დაბრუნდა, ჰამოსაც და სვეტლანასაც თვალები ჰქონდათ გახელილი. სვეტლანამ ქალიშვილს ჰკითხა:

– როგორ ხარ, შვილო?

– როგორ უნდა ვიყო, რატომ მეკითხები? – შეუღრინა ლუდამ.

– რა ვიცი, მე თავი მტკივა, ნეტავი, ღვინომ ხომ არ მაწყინა.

– მეც თავი მტკივა, დეიდა, – თქვა ანამ.

– შენ არავინ გეკითხება! – მიუბრუნდა ლუდა დეიდაშვილს და ხმა ჩააწყვეტინა, მერე ღვინის ბოთლებს შეხედა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო დაცლილი, ორი კი ხელუხლებელი იდგა და დაეჭვებულმა უთხრა დედამისს: – ერთ ბოთლ ღვინოს რა უნდა ექნა, თუ, რა თქმა უნდა, ბანგიანი არ იყო?!

– ალბათ, ფალსიფიცირებული იყო, ან, ძალიან სპირტიანი, – მხრები აიჩეჩა სვეტლანამ.

– ოცდაათევროიანი ბორდო? – კბილებში გამოსცრა ლუდამ და ჰამოს მიუბრუნდა: – წამოდი, წავედით, საქმე გვაქვს!

– წავედით, წავედით! – თავი დააქნია ჰამომ და წამოდგა.

– არ ისაუზმებთ, შვილო? – უთხრა სვეტლანამ შვილს და ჰამოს მიუბრუნდა, – არ ისაუზმებთ, ჰამო?

– არა, ქალბატონო სვეტლანა, გმადლობთ, – უთხრა ჰამომ ლუდას დედას.

– ქალბატონო სვეტლანა არა, კიდევ... – კბილებში გამოსცრა ლუდამ, ჰამოს თვალები დაუბრიალა და კარისკენ გაემართა.

წყვილი სადარბაზოში გავიდა და ლიფტით უხმოდ დაეშვა ქვევით, შემდეგ კი ასევე უხმოდ ჩასხდნენ „ჯიპში“. ჰამომ რომ „მერსედესი“ დაძრა, მხოლოდ მაშინ უთხრა ლუდამ:

– ძველ არბატზე წადი!

– რა იყო, ლუდა, რა გჭირს?

– რა მჭირს? – გაიმეორა ლუდამ, ირონიულად გაეცინა და ჰამოს მკვახედ ჰკითხა: – დედაჩემთან იწექი, არა?

– რაო, რა თქვი?

– რა ვთქვი? ვერ გაიგე?

– ვერა.

– დედაჩემი გაჟიმე, არა?

– ხუმრობ, ლუდა?

– სულაც არა.

– საიდან მოიტანე?

– ვგრძნობ.

– რას სულელობ, ხომ არ გაგიჟდი?

– გეუბნები, ვგრძნობ. თანაც, კარგად ვიცნობ იმ ძუკნას. გაჟიმე, ხომ?

– არა, ლუდაჩკა, რას ბოდავ? იმ ბებერს რა გამაჟიმინებდა!

– რატომაა ბებერი? ჯერ ორმოცი წლისაც არაა, თანაც, მშვენივრად გამოიყურება.

– არა, ლუდაჩკა, არ გამიჟიმავს და ეგ სისულელე თავიდან ამოიგდე!

– ვნახავთ, ვნახავთ. მივალ ბაითში და შეგამოწმებ.

– შემამოწმე, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – თქვა ჰამომ და „მერსედესი“ ძველი არბატის ერთ-ერთ ეზოში შეიყვანა და, ის იყო, მანქანიდან გადმოვიდნენ, მოულოდნელად „ტოიოტას ჯიპი“ შემოვარდა, მკვეთრად დაამუხრუჭა და იქიდან გადმომხტარმა ექვსმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ისინი გააკავა, მერე უზარმაზარ „ჯიპში“ შეყარეს და მანქანა ადგილიდან მოწყვიტეს.

– რა ხდება? ვიღაცაში გეშლებით! – უყვირა ლუდამ ნიღბიანებს.

– არაფერი არ გვეშლება, მოგიტაცეთ.

– მე გენერალ მედვედევის ქალიშვილი ვარ!

– მედვედევის ქალიშვილი რომ ხარ, იმიტომ გიტაცებთ!

„ტოიოტას ჯიპმა“ დიდი სისწრაფით გაიარა მოსკოვის ცენტრი და სამხრეთის გზატკეცილს დაადგა.

– მაინც, ვინ ხართ და რას გვერჩით? – ჰკითხა ლუდამ ნიღბიანებს.

– რას ვერ ხვდები, ლუდა? ეს მამაშენზე მომხდარი ტერაქტის გაგრძელებაა, – თქვა ჰამომ.

– მიხვედრილი ვინმე ჩანს, – უთხრა ერთმა ნიღბიანმა მეორეს, – ზუსტად მოარტყა.

– რა ვუყოთ? ეს მიხვედრილი ნამდვილად არ გვჭირდება, ზედმეტი ბარგია.

– ყელი გამოვჭრათ და, ან წყალში ჩავაგდოთ, ან ტყეში დავმარხოთ.

– არც წყალი ჩანს და არც ტყე.

– მალე გამოჩნდება.

ჰამო უხმოდ ისმენდა ნიღბიანების დიალოგს, თან იმაზე ფიქრობდა, თუ რატომ არავინ აჩერებდა დიდი სისწრაფით მიმავალ „ჯიპს“, მაშინ, როცა მოსკოვში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო უშიშროებისა და მილიციის რეიდები და განსაკუთრებით დახურულ მანქანებს ამოწმებდნენ, ნიღბიანების „ჯიპი“ კი არავის გაუჩერებია. „ალბათ, უშიშროების ნომრებიანი, ან, სულაც, უშიშროების მანქანაა“, – გაიფიქრა ჰამომ, როდესაც ერთ-ერთმა ნიღბიანმა მთაწმინდელს უთხრა:

– გაქცევაზე ფიქრობ თუ გაინტერესებს, ვინ ვართ?

– მშვიდობიან დაბრუნებაზე ვფიქრობ თბილისში.

– ვერ ეღირსები!

– რატომ, რა დაგიშავეთ?

– არაფერი, მაგრამ ზედმეტი ხარ და არ გვჭირდები.

– მაშინ, მეც მომკალით, – უთხრა ნიღბიანებს ლუდამ.

– მოგკლავთ და უარესსაც გიზამთ, თუ მამაშენი გონს არ მოეგება, – უთხრა ლუდას ყველაზე მხარბეჭიანმა ნიღბიანმა. გოგონას ყელზე მოუჭირა უზარმაზარი ხელი და კბილებში გამოსცრა: – შენი ხმა მაღიზიანებს, მოკეტე, თორემ...

– თორემ? – გამოაჯავრა ლუდამ ნიღბიანი, – თორემ, შენც ისე არ გამჟიმო, რომ თავი დამავიწყო!

– უარესს გიზამ! – ჩაისისინა ნიღბიანმა.

– ყბებს ჩამილეწავ?

– ყბებს კი არა, ხმარებაში ამოგხდი სულს!

– მაგისგან რომ ქალი კვდებოდეს... თანაც ჩემნაირი... მოდი, ერთი, ვნახოთ, რა შეგიძლია!

– ცოტაც მოიცადე და განახვებ, – საზარლად გადაიხარხარა ნიღბიანმა.

– რას ველოდოთ. მოდი, აქვე, მანქანაში... ან, იქნებ, არაფრის თავი არ გაქვს და, უბრალოდ, ბლატაობ?

– გაჩუმდი, ძუკნავ, – ნიღბიანმა ლუდას სილა გააწნა, ჰამოს წიხლი მიარტყა და მეორე ნიღბიანს უთხრა, – აგერ, წყალი! მე ახლა ამას დავბრიდავ და, წყალთან გააჩერე, რომ ჩავაგდოთ!

– აქ არ დაბრიდო, მანქანა დაისვრება. ბარემ, დანიშნულების ადგილზე რომ მივალთ, იქ მოკალი და ტყეშივე ჩამარხე.

– კარგი, – დაეთანხმა მხარბეჭიანი, შემდეგ მობილური გაშალა, რომელიც რეკავდა და უპასუხა:

– გისმენ!

– რა ჰქენით, სევკა? – ჰკითხა ვიღაცამ მხარბეჭიანს ტელეფონზე.

– ყველაფერი რიგზეა და დანიშნულების ადგილზე მივდივართ, მაგრამ, ერთი გაუთვილისწინებელი შემთხვევაა – ქალთან ერთად ვიღაც ლოხია.

– ვინაა?

– ვიღაც თბილისელია, ადგილზე რომ მივალ, მოვიშორებ.

– ნუ იჩქარებ, ჩემი ბრძანების გარეშე არაფერი მოიმოქმედო!

– კარგი, გასაგებია, – უპასუხა მხარბეჭიანმა, ტელეფონი დაკეცა და ჰამოს მიმართა: – შენი სიკვდილი გადაიდო, ლოხო. მაგრამ, არ მგონია, დიდი ხნით. როგორც კი მიბრძანებენ, მაშინვე „გაგარასხოდებ“!

– ჩვენი ჟიმაობაც გადაიდო? – ჰკითხა ლუდამ მხარბეჭიანს.

– სულ ცოტა ხნით.

– ხომ იცი, ჟიმაობაში უნდა მომკლა. ასე არ თქვი? თუმცა, ვფიქრობ, რომ ბლატაობ და მეტი არაფერი.

– ჩუმად, ძუკნავ, – კბილებში გამოსცრა მხარბეჭიანმა და ლუდას წინანდელზე უფრო მაგარი სილა გააწნა, გოგონამ კი ირონიულად გაიცინა და თქვა:

– ხომ ვთქვი, არაფერი შეგიძლია, ცემის გარდა. ასე კი მანიაკები იქცევიან.

მხარბეჭიანს ლუდასთვის პასუხი აღარ გაუცია. როდესაც „ჯიპი“ გაჩერდა, მან ჰამოს და ლუდას ქეჩოებში ჩაავლო ხელი, მანქანიდან გადაათრია:

„ტოიოტას ჯიპი“ ხშირ ტყეში ჩადგმულ სახლთან იყო გაჩერებული და მხარბეჭიანმა ჰამო იქვე დააგდო, ლუდასთვის კი ხელი არ გაუშვია და სანამ ქოხში შეათრევდა, კოლეგებს უბრძანა:

– მაგ ლოხს უყარაულეთ, მე კი ამ ძუკნას მივხედავ და ცოტას წავეთამაშები.

– კარგი, კარგი, მაგრამ, მართლა არ შემოგაკვდეს, თორემ, შეიძლება, საქმე ჩაგვეშალოს, – უთხრა მხარბეჭიანს ერთ-ერთმა კოლეგამ და ხელი დაუქნია.

მხარბეჭიანმა ლუდა ჰაერში დაკიდებული შეიყვანა ქოხში, მეორე სართულზე ავიდა. საძინებელში რომ შედგა ფეხი, მედვედევა მოისროლა, ხის კედელზე მიახეთქა და საწოლზე დააგდო. ლუდას ძალიან ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია. ნიღბიანმა კი ავტომატი მოიხსნა, ლურსმანზე ჩამოკიდა და ლუდას ჰკითხა.

– როგორი დასაწყისი იყო?

– ტკივილიანი.

– სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს, – ირონიულად თქვა მხარბეჭიანმა და ლუდას დასწვდა, კაბა ჩამოახია და კვლავ ლოგინზე დააგდო. შემდეგ შარვალი გაიხსნა და ჩაიწია, თუმცა არ გაუხდია.

– შარვალგაუხდელი აპირებ ჩემს გაჟიმვას? – ჰკითხა ლუდამ მხარბეჭიანს.

– სწორედაც.

– მერე, ხელს არ შეგვიშლის?

– არა.

– არც ნიღაბს მოიხსნი?

– არა, – კბილებში გამოსცრა მხარბეჭიანმა და ლუდას ფეხებში ჩაავლო უზარმაზარი ხელები, მაგრამ მედვედევამ მას კვერცხებში ამოჰკრა წიხლი და მოკეცა, შემდეგ ლოგინიდან ელვისებურად წამოფრინდა, ლურსმანზე ჩამოკიდებული ავტომატი ჩამოხსნა და გველივით დაკლაკნილ მხარბეჭიანს რამდენჯერმე მთელი ძალით ჩაარტყა კეფაში... მხარბეჭიანი ხის იატაკზე დავარდა, ენა გადმოაგდო და სისხლთან ერთად თეთრი ქაფიც გადმოაყოლა. ლუდა კი ავტომატის ტარს უკვე შუბლში ურტყამდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც დაინახა, რომ თავი გაუჩეჩქვა. გოგონამ ავტომატი გადატენა და, სანამ ქოხიდან გავიდოდა, მკვდარ მხარბეჭიანს დააფურთხა და უთხრა: „ახლა კი შეგიძლია, სიკვდილამდე იჟიმაო, ოღონდ, საიქიოში“. ლუდა ფანჯარასთან ფეხაკრეფით მივიდა და გარეთ გაიხედა. ქოხის წინ ექვსი ნიღბიანი ფუსფუსებდა, ჰამო კი ფიჭვის ქვეშ იჯდა და უხმოდ აკვირდებოდა ავტომატებგადაკიდებულ ნიღბიანებს, რომლებიც სადილის სამზადისში იყვნენ და დაპაკეტებულ პროდუქტებს უზარმაზარი „ჯიპის“ „კაპოტზე“ ალაგებდნენ.

ლუდა, რომელიც საკმაოდ კარგი მსროლელი იყო, ქოხიდან მანქანამდე თვალით ზომავდა მანძილს და შეტევისთვის ემზადებოდა. როდესაც ავტომატგადაკიდებული ნიღბიანები ერთად შექუჩდნენ და ჭამას შეუდგნენ, ლუდამ ცეცხლი გახსნა და ექვსივე მიწაზე დაყარა. ოთხი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და სულს ღაფავდა, ერთი კი – შედარებით მსუბუქად, თუმცა, ავტომატის ხმარება არ შეეძლო.

ლუდა სწრაფად ჩავიდა ქვევით და ჰამოს ხელები გაუხსნა. შემდეგ ორივე დაჭრილი ფიჭვის ხესთან მიათრიეს, ნიღბები მოხსნეს და, ჰკითხეს:

– ვინ ხართ და რას გვერჩოდით?

– წადი, შენი, შე ძუკნა! – ძლივს წარმოთქვა სიკვდილის პირას მყოფმა დაჭრილმა. ლუდამ კი, არც აცია, არც აცხელა, მას შუბლი გაუხვრიტა, ტვინი გაასხმევინა და მეორე დაჭრილს ჰკითხა:

– ამას მიგაწიო თუ წესიერად მოიქცევი?

– არ მომკლათ, არაფერი დამიშავებია!

– ვინ ხართ და რას გვერჩოდით? – ჰკითხა ლუდამ დაჭრილს და ავტომატის ლულა თვალზე მიაჭირა.

– სამხედროები ვართ, „გრუელები“ და თქვენი მოტაცება დაგვავალეს, ქალბატონო ლუდმილა!

– ვინ დაგავალათ?

– ჩვენმა უფროსმა. მას ვინ უბრძანა, არ ვიცი.

– ტერაქტი თქვენ მოუწყვეთ გენერალს? – ჰკითხა „გრუელს“ ჰამომ.

– ჩვენ, უბრალოდ, შევაშინეთ გენერალი, თორემ, მოკვლა რომ გვდომოდა, არ გაგვიჭირდებოდა!

– ქალიშვილიც შესაშინებლად მოსტაცეთ?

– არა.

– აბა, რისთვის?

– ჩვენი პატრონის მოთხოვნა რომ შეასრულოს.

– რა მოთხოვნა?

– გენერალ მედვედევის ხალხმა ჩვენი შეფის კუთვნილი ჰეროინი დააკავა და იმის დაბრუნებაზეა ლაპარაკი.

– თქვენი შეფი ვინაა?

– უშუალო შეფი, ისევე, როგორც ჩვენ, ამ საქმეში პაიკია. სათავეში კი, ვინაა, ნამდვილად არ ვიცი.

– მხარბეჭიანს ვინ დაურეკა მანქანაში?

– არ ვიცი!

ლუდამ ავტომატის ლულა უფრო მაგრად მიაჭირა „გრუელს“ თვალებზე და უთხრა:

– გახსენება მოგიწევს!

– არ ვიცი, ღმერთმანი, არ ვიცი!.. თუმცა, არ მგონია, რომ ყველაზე მთავარს დაერეკა მისთვის, – ამოილუღლუღა „გრუელმა“.

– აქ თუ ელოდებით ვინმეს?

– არავის.

– სიმართლე თქვი! – ლუდამ უფრო მაგრგად მიაჭირა ლუდა „გრუელს“.

– ღმერთმანი, არავის!

ტელეფონის ხმა გაისმა და ლუდა მიხვდა, რომ ქოხში მოკლული მხარბეჭიანის ტელეფონი რეკავდა.

წავალ, ვუპასუხებ, – უთხრა ლუდამ ჰამოს და ქოხისკენ გაემართა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3