კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: სურვილი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიყვანო მანქანა, 10 000 დოლარის ფარგლებში. შევარჩიე სამი მოდელი: „მერსედესი 210 ე 320”, „ბეემვე 530” და „აუდი ა6”, 3.0 ძრავით. სამივე მათგანი 1998 წლის გამოშვებაა. რა პლუს-მინუსები აქვთ მათ და რომლის შეძენას მირჩევთ? პირადად მაინც ვფიქრობ, „მერსედესი” შევიძინო.

პასუხი: სამივე ეს ავტომობილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სამივე მათგანს თავისი უამრავი პლუსი და მინუსი აქვს, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენი რუბრიკის საშუალებით. თუმცა, კითხვიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თქვენი სტილის გაგება იოლია და ალბათ, თავადაც კარგად იცით, რომ თქვენს სტილსა და ხასიათს ყველაზე მეტად „მერსედესი” ერგება. ერთმნიშვნელოვანია, რომ „მერსედესი” უნდა შეიძინოთ.

კითხვა: მყავს „ჰონდა ოდისეი”, მინიბუსის ტიპის ავტომობილი. სულ ცოტა ხნის წინ მოდების ქურო, ანუ „ცეპლენიის დისკი” დაუზიანდა. ძალიან ბევრ ადგილას ვიკითხე, მაგრამ ყველგან მითხრეს, ამ მოდელის ნაწილები არ იშოვებაო. რა შეიძლება, მოვიმოქმედო?

პასუხი: „ჰონდა ოდისეის” ძალიან მარტივად აწყობილი „ცეპლენიის დისკი” აქვს. ამიტომ მისი გაკეთება საერთოდ არ არის რთული. თქვენ გჭირდებათ ხელოსანი, რომელიც მის მოხსნასა და ახლის დამონტაჟებას შეძლებს. ხოლო რაც შეეხება თვითონ ქუროს, შეგიძლიათ, მიხვიდეთ ნებისმიერ პუნქტში, სადაც „ცეპლენიებს” აკრავენ. იყიდეთ, რაც შეიძლება შედარებით ძვირად ღირებული, შესაბამისად, მაღალხარისხიანი გადასაკრავი მასალა. ქუროზე მას პირდაპირ ელიავას ბაზობაზეც კი გადაგიკრავენ, სულ რაღაც, 5 ლარად. ანუ თქვენი პრობლემა არც თუ ისე დიდია. მაგრამ გადაკრულ „ცეპლენიას” თავიდან მოფრთხილება, ცოტა ნაზად მოხმარება სჭირდება, რადგან ის ბოლომდე ჩამოყალიბებული ნედლეული არ არის და გამოშრობა-გამოწვას საჭიროებს. რაღაც პერიოდის შემდეგ კი, ის ჩვეულებრივად იმუშავებს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, გადაკრული მოდების ქურო ვერასდროს იმუშავებს ისე, როგორც ქარხნული და მაინც კარგი იქნება თუ ფრთხილად მოეპყრობით.



სალომე გველესიანმა


скачать dle 11.3