კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1973 წლის 10 ივნისს, დღის 12 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?

პასუხი: თქვენ „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან, მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები წაგადგებათ სასიკეთოდ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, დახარჯავთ ფულს ყაირათიანად, მეტ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. ასევე, იყავით მიზანდასახული, რომ შეგეძლოთ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით. უნდა იყოთ დიპლომატიური.

ურთიერთობების დროს, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნის უფლება დაუტოვეთ სხვებსაც, იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები, შეძელით, სადაც საჭიროა იმპროვიზებული მოქმედება. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში. ვამთავრებ ტექნიკურ უნივერსიტეტს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობით. სურვილი მაქვს, სწავლა განვაგრძო მაგისტრატურაში უცხოეთში. რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი მიზნის განსახორციელებლად?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია და წარმატების მომტანი: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან წარმატებების შანსი თქვენთვის ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია.

კითხვა: დავიბადე 1970 წლის 14 დეკემბერს, 16 საათსა და 50 წუთზე. ახლახან დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში. გთხოვთ მიპასუხოთ, წარმატებული იქნება თუ არა ჩემი კარიერა ამ სფეროში და რა რჩევებს მომცემთ?

პასუხი: თქვენთვის საჭიროა აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. ასევე, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების. ამავდროულად, დემოკრატი, რადგან სხვებსაც მისცეთ არჩევნის გაკეთების საშუალება. ურთიერთობის დროს გამოავლინეთ დიპლომატია. დაეყრდენით ინტუიციას, უანგარო მეგობრულ კონტაქტებს. თუ იქნებით მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შეძლებთ საკუთარი საიდუმლოს დაცვას, მაშინ თქვენ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს წელი 2011 წლისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შემდგომი წელი შედარებით მეტ წარმატებას გიქადით. ახალ სამსახურში დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი, დაიკავეთ პოზიციები, რათა შემდგომ წელს უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1989 წლის 9 მარტს, ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის მისთვის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის ის, რომ დაეყრდნოს დადებითი თვისებების გამოვლენას, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო წრე. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, დაეყრდნოს დიპლომატიას. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.


скачать dle 11.3