კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ადამიანს ახალმთვარეობის დღეები და რატომ უნდა იყოთ ამ დროს მეტად ფრთხილი და წინდახედული


კოსმოსში მთავარია სიტყვა, რომელსაც ჩვენ კანონზომიერებას ვუწოდებთ. რაც ამქვეყნად ხდება, შემთხვევითი არ არის. ვარსკვლავებსა და პლანეტებს პირდაპირი კავშირი აქვს კონფლიქტებთან, ავიაკატასტროფებთან, ავარიებთან, ავადმყოფობასთან და ასე შემდეგ. ასე რომ, ადამიანს რაც მოსდის, ყველაფერი კანონზომიერია.

ასტროლოგიაში ორი დამსჯელი პლანეტა – სატურნი და მარსი არსებობს. მათი მოქმედება ერთმანეთისგან სულ ცოტათი განსხვავდება. კერძოდ, მარსი უფრო ფეთქებადია და სწრაფად მოქმედი. როცა ცის კაბადონზე მარსის უარყოფითი გადანაცვლება ხდება, ამ დროს დედამიწაზე ავადმყოფობების რიცხვი იმატებს. სატურნის მოქმედება მარსის მოქმედებაზე ხანგრძლივია.

დაახლოებით, 29-30 დღის განმავლობაში მთვარე მთლიანად გადის ზოდიაქოს რკალს, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს და ქმნის გარკვეულ კონფიგურაციას სხვადასხვა პლანეტის მიმართ. როცა მთვარე ქმნის 90-გრადუსიან უარყოფით ასპექტს სატურნთან, ურანთან და მარსთან, ამ პერიოდში ძალიან მაღალია უსიამოვნებების, კატასტროფებისა და ავარიების ალბათობა.

თუ ამას თან ერთვის ახალმთვარეობის დღეები, მაშინ სიტუაცია უფრო მეტად მძიმდება. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ახალმთვარეობის დროს იმატებს მკვლელობების, სხვადასხვა დაავადებების გამოვლენის, ავარიებისა და კონფლიქტების ალბათობა.

ასევე, არსებობს მთვარის, ეგრეთ წოდებული, სატანური დღეებიც. კერძოდ, ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე და ოცდამეცხრე დღეები. ამ დროს კოსმოსიდან დედამიწაზე ხდება უარყოფითი ენერგიის ჭარბად შემოდინება. ასევე, ამ პერიოდში იმატებს შავი ძალების მოზღვავება, რაც ხელს უწყობს უსიამოვნებებისა და სხვადასხვა სახის კატასტროფების წარმოქმნას.

როგორც ცნობილია, ყველა ადამიანს გარშემო აკრავს ენერგოინფორმაციული აურა, რომელსაც გარკვეული მუხტი გააჩნია. ეს მუხტი კი, არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ან ნეიტრალური. როცა ერთად იმყოფება რამდენიმე ადამიანი, ხდება მათი მუხტების შერწყმა, შეჯამება და თუ ამას თან დაემთხვა ასტროლოგიური თვალსაზრისით უარყოფითი, ანუ სატანური დღე, იქნება ეს ახალმთვარეობა ან მარსის და სატურნის 90-გრადუსიანი კვადრატული დამოკიდებულება ერთმანეთთან, მაშინ ეს ყველა ასპექტი იმაზე მიუთითებს, რომ მაღალია უსიამოვნებების, კონფლიქტების ან ავარიების რისკი.

გეტყვით იმასაც, რომ ადამიანის კოსმიური დასჯა არის გარკვეული მინიშნება იმისა, რომ ყველაფერი ასტროლოგიასთან და ვარსკვლავებთან არის დაკავშირებული. სატანური და ახალმთვარეობის დღეები კი ნებისმიერმა ჩვენგანმა ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოს.


скачать dle 11.3