კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხუთი რამ ბედნიერებისთვის


უკანასკნელი გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აკონტროლონ ბედნიერების მდგომარეობა და შეინარჩუნონ ის განსაზღვრული მოქმედებების საშუალებით, თუმცა ადრე სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა ბედნიერება, უფრო მეტად გენეტიკაშია ჩადებული და დამოკიდებულია ფაქტორებზე, რომლებსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. ადრე ითვლებოდა, რომ ბედნიერებისაკენ ლტოლვის შესახებ მხოლოდ ლაპარაკი შეიძლება და ვერაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ ბედნიერები.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, სონია ლუბომირსკიმ, თავის კოლეგებთან ერთად გამოყო ხუთი რამ, რომლებიც, მისი აზრით, გვეხმარება, ვიყოთ ბედნიერი:

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვიყოთ მადლიერები. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებსაც ფსიქოლოგებმა სთხოვეს, დაეწერათ სამადლობელი წერილები იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ოდესღაც მათ დაეხმარნენ, თავს გრძნობდნენ მნიშვნელოვნად ბედნიერად, ვიდრე ისინი, რომლებმაც ასეთი წერილები არ დაწერეს.

მეორე – უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. პროექტის მონაწილეებს მიეცათ დავალება, ეფიქრათ, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთ იდეალურ მომავალს: ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ოჯახური ცხოვრება მოყვარულ და საიმედო პარტნიორთან, ანდა, სრულფასოვანი პროფესიული შრომა. ამის შემდეგ თავისი აზრები უნდა ჩაეწერათ პირად დღიურში. ისინი, ვინც ეს გააკეთა, ამბობდნენ, რომ მათი სულიერი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მესამე – უნდა გავიხაროთ ჩვენი მიღწევებით. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც იწერდნენ სამ შემთხვევას, რომლებმაც ისინი გაახარა, თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ.

მეოთხე – უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. მაგალითად, ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ მათ აქვთ იუმორის მახვილი გრძნობა, შეუძლიათ, განმუხტონ დაძაბული მდგომარეობა. იუმორი ასევე გვეხმარება, დავივიწყოთ ჩვენი პრობლემები.

მეხუთე – უნდა ვაკეთოთ კეთილი საქმეები, ვინაიდან, ცნობილია, რომ სიკეთე ყოველთვის გვიბრუნდება. ის ადამიანები, რომლებიც ხარჯავდნენ თავიანთ დროს სხვისთვის და ეხმარებოდნენ სხვებს ფულით, თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობდნენ.

ამგვარად, ადამიანებს შეუძლიათ, შეცვალონ ბედნიერების შეგრძნება, რომელიც მათთვისაა დამახასიათებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა ნაწილობრივ გენეტიკურ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული.


скачать dle 11.3