გია მურღულიას კოლექციიდან
***
ორი ნარკომანი შეხვდა ერთმანეთს. ერთი თოხს მოათრევს. მეორე ეკითხება:
– რად გინდა ეგ თოხი?
– სარეველა უნდა ამოვძირკვო.
– სად ნახე სარეველა?
– კანაფი დავთესე და პომიდორიც არ ამოსულა?!
***
ჩემს სიდედრს ისე უყვარს ლაპარაკი, ზღვაზე რომ ვისვენებდით, ენაზეც „ზაგარი” მიიღო.
***
ქუთაისში ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა.
– ხომ არ შეგიძლია 100 ლარი მასესხო?
– სამწუხაროდ, თან არ მაქვს.
– სახლში?
– გმადლობ, ყველანი კარგად არიან.
***
ჩუქჩამ სარკე იყიდა, ჩამოკიდა და ცოლს ეძახის:
– მოდი, მოდი, ჩემი ძმა ჩამოვიდა.
მივიდა ცოლი და ჩაიხედა.
– ნეტა, ცოლს რაღას მოათრევდა?!
***
– მიხო, შენი ძროხა მართლა იწველება დღეში 30 ლიტრსა?
– ყველაფრის თავი და თავი ალერსი და ტკბილი სიტყვაა, მააშ...
დილით შევდივარ ხოლმე და ვეკითხები: აბა, რა გვაქვს დღესა – რძე თუ ძროხის ხორცი?
***
უკაცრავად, ქალბატონო, რამდენი წლის ხართ?
– ორმოცს ვუახლოვდები.
– რომელი მხრიდან?
***
– იცი, მე დღეს შენს მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებ! – ეუბნება კაცი ქალს.
– რატომ?
– მეტროში საფულე ამომაცალეს...
– როგორ, საფულეში გედო?
***
– რა განსხვავებაა კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის?
– კაპიტალიზმის დროს ადამიანი ადამიანისთვის მგელია, სოციალიზმის დროს კი – ამხანაგი მგელი.
***
ბელორუსული ხალხური სიბრძნე:
„თუ კოლორადოს ხოჭო კარტოფილის ქვემოდან ზის, იწვიმებს, ხოლო თუ ზემოდან – მამრია”.
***
განცხადება გაზეთში:
„იყიდება მარმარილოს დაფა სასაფლაოსთვის. გამოადგება ყველა მოქალაქეს, ვინც გვარად ივანოვია და 1963 წელს დაიბადა”.
***
– ფეხი რატომ გაქვს შეხვეული?
– თავი მტკივა.
– კი, მაგრამ ფეხი რომ გაქვს შეხვეული?
– ჩამომიცურდა...
***
ღამე გლეხს ფანჯარაზე უკაკუნებენ:
– უკაცრავად, თქვენ შეშა გჭირდებათ?
– რა შეშა, რა დროს შეშაა, შუაღამისას, არ მჭირდება.
მეორე დღეს გლეხი იღვიძებს და შეშა აღარ აქვს.