ანეგდოტები
***
საავტომობილო ფირმა „აუდი“ მზადაა, მთლიანად დააფინანსოს მომავალი ოლიმპიადა‚ სანაცვლოდ‚ ოლიმპიადის ემბლემა ოთხი ერთი ფერის რგოლი უნდა იყოს‚ თანაც – ერთ ხაზზე.
***
კაცს სახლში მისვლა ეზარება... ცოლი გულს უწყალებს – გაუთავებლად ლაპარაკობს. მოკლედ, დაიღალა და მჩხიბავთან მივიდა – მიშველე რამეო. მან ბოთლით ნაყენი გაატანა – დალევს და გაქრებაო.
მეორე დღეს კაცი ისევ მივიდა მჩხიბავთან და გამწარებული ღრიალებს:
– ეს რა ჰქენი‚ შე ბებერო?
– რა, ცოლი არ გაქრა?
– გაქრა‚ მაგრამ, ხმა რომ დარჩა?!
***
ბრძნული გამონათქვამი: „მესამე ბოთლი გაცილებით ადვილი დასალევია‚ ვიდრე პირველი ჭიქა“.