ანეგდოტები
***
რეკლამა:
„იყიდეთ ჩვენთან 100 პრეზერვატივი და უფასოდ მიიღეთ რეზინის გასაბერი ქალი“.
***
სამი დაქალი ერთმანეთს შეხვდა:
– სარვამარტოდ მაგარი საჩუქარი გამიკეთა ქმარმა – ახალი პოზა. მაგარი იყო!
– ჩვენ კიდევ, მთელი ღამე არ გავჩერებულვართ – ზღვა სიამოვნება მომანიჭა.
– ჩემმა კი ბეჭედი მიყიდა... დეგენერატი!
***
ქუჩაში საათი გდია. დაინახა გამვლელმა გერმანელმა:
– ჰმ‚ საათი მტვერში? – აიღო‚ გაწმინდა და დადო სუფთა‚ „შედარებით უსაფრთხო“ ადგილზე.
გამოიარა ინგლისელმა:
– ო‚ საათი?! შევადაროთ! – გაასწორა თავის საათზე‚ – თორმეტი საათი‚ 27 წუთი და 14 წამი, – ისევ დადო.
გამოიარა „ჩვენმა“:
– ვაა‚ საათი?! მუშაობს! ჩემთვის იმუშავებს!
***
სვანი მაღაზიაში შედის:
– მარილი მომეცით!
– თქვენ სვანი ხართ? – ეკითხება გამყიდველი.
– ჰო‚ სვანი ვარ‚ მერე რა? თუ ყველს მოვითხოვდი‚ იმერელი ვიქნებოდი‚ თუ ღერღილს – მეგრელი‚ თუ ვაშლს – ქართლელი და თუ ღვინოს – კახელი? რაშია საქმე! – გაბრაზდა სვანი.
– არა‚ ბატონო‚ უბრალოდ‚ ეს საჩუქრების მაღაზიაა.