კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


აბაშიძე

აბაშიძე ერთ-ერთი უძველესი გვარია. 668 წლიდან ითვლის ცამეტ საუკუნეზე მეტ დროს. იმერეთში ამ გვარის წარმომადგენლებს ორჯერ ეპყრათ სამეფო ტახტი: ერთხელ – შვიდი წლის განმავლობაში, მეორეჯერ – რამდენიმე ხნით. მეთერთმეტე და მეცამეტე საუკუნეებში ლუკა პირველი და ლუკა მეორე მუხაისძე იყვნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღოლები, ჰყავდათ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, პოეტები, იურისტები, სამხედრო მოღვაწეები, გენერლები.

აბაშიძეების საგვარეულოდან გაჩნდა გვარები: სავანელი, აბაშიძიშვილი, ნიკოლოზიშვილი, ფინეზიშვილი, ბეშიძე, მამუკაშვილი და სხვა.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის აბაშიძეებს 21-ე ადგილი უჭირავთ. ახლახან გამოვიდა წიგნი „აბაშიძეები“.

საქართველოში 8 322 აბაშიძე ცხოვრობს.

ამილბარაშვილი-ამი-

ლბარაანი

გვარის ფუძედ გამოყენებულია მირბარი, ამილბარ, იგივეა, რაც ამირბარისა. სიტყვა არაბულიდანაა ნასესხები: ამირ-ალ-ბაჰარ – „ზღვის ამირა“ – ისტორიულად საზღვაო ფლოტის უფროსს, ადმირალს ნიშნას.

ამილბარამის ფარდად მოურავსა და ზურაბ სააკაძეს წილად ხვდათ დემეტრე ამილბარაშვილი. ეს მოხდა მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში.

ამილბარაშვილები შეძლებულები იყვნენ, ფლობდნენ დიდძალ მიწას და სხვა სახის ქონებას. „პაპნია დედაბრიშვილმა ბატონ თამარს მიჰყიდა მიწა ამილბარაშვილის მიწამდე“ (1682 წელი).

მანგლელის მამულში, მანგლისში, 1721 წელს მოიხსენიება დათუნია, ფილია, დათუნა (მეორე) ამილბარაშვილები.

ამილბარაშვილებს დღემდე ამილბარაანთს ეძახიან.

გვაქვს, ასევე, ქართული გვარი ალიმბარაშვილი, ალიმბერაული.

ამირბარ, ალიმბარ, რთული სახელიდან ალი და ბარ-ი გვხვდება, ალი კი საკუთარი სახელია.

საქართველოში 507 ამილბარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 318, კასპში 106, გორში – 83.

ფანჩულიძე

ბატონ ზურაბ ჭუმბურიძეს ადრეულ გვარად მონიშნული აქვს გვარი დაფანჩული. დროთა ვითარებაში მისგან წარმოქმნილია ფანჩვა, ფანჩო, ფანჩუა. ყველა მათგანი პირთა სახელებია.

გვაქვს გვარებიც, კერძოდ: ფანჩვიძე, ფანჩულიძე.

ფანჩულიძე აზნაურული გვარია, ფუძედ გამოყენებულია ფანჩუ. ფანჩულიძეებს აქვთ საგვარეულო გერბიც.

ამავე ფუძის გვარებია ფანჩიკიძე და ფანჩულია.

საქართველოში 1 368 ფანჩულიძე ცხოვრობს: თერჯოლაში – 845, ქუთაისში – 268, თბილისში – 255.

ჭოლაძე

ჭოლა კაცის სახელია. მისგანაა ნაწარმოები ქართული გვარები ჭოლაძე, ჭოლოკაური, ჭოლოკაშვილი, ჭოლოავა. ამავე ძირისაა ხევსურეთში გვარი ჭოლოკაური, სამეგრელოში – ჭოლოკავა, ჭოლოკიძე.

ვარაუდობენ, რომ ჭოლაძეთა წინაპრები ხელობა-საქმიანობის გვარი უნდა იყოს. ჭოლოკი ჩვეულებრივი მოკლე კეტია და მას კაკლის საბერტყად იყენებენ; ჭოლაური კი ხმლის ერთ-ერთი სახეობაა.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 987 ჭოლაძე: წყალტუბოში – 448, ქუთაისში – 430, თბილისში – 109.

სულიაშვილი

საზოგადო სახელისგან ბროლი წარმოიშვა ბროლა, ბურჭულიდან – ბურჭულა, სულიდან – სულა, მათგან კი გაჩნდა გვარები: ბროლაძე, ბურჭულია, ბურჭულაძე, სულავა, სულაშვილი, სულიაური, სულიაშვილი, სულიკაშვილი, სულუაშვილი.

ფუძე სულა ასევე გვაქვს გვარებში: სულამანიძე, სულაქველიძე და ასე შემდეგ.

მახარა სულიაშვილი მოიხსენიება სოფელ ხანდაკში. ის როინ და გოშფარ ჯავახიშვილების გაყრის დროს ერგო როინს. ეს მოხდა 1527-1558 წლებში. ასევე, მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან ფხოველი გლეხები – გიორგი და ზურაბ სულიაშვილები.

მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 87 სულიაშვილი: თბილისში – 90, ტყიბულში – 52, ზესტაფონში – 35.

ნაკაშიძე

ნაკაშიძე გურიის ცნობილ თავადთა საგვარეულოა. თავადთა ტიტული ამ გვარს თითქმის 1917 წლამდე შემორჩა.

რუსეთში 1850 წლის 6 დეკემბრის თავად-აზნაურთა „ხავერდის წიგნში“ შეტანილი არიან ნაკაშიძეებიც.

გვარის ფუძეა ნაკაში, ნაკა+ში, ში ჭანური დიალექტის ნათესაობითი ბრუნვის ნიშანია.

საქართველოში 1 769 ნაკაშიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 732, ქედაში – 573, ბათუმში – 454. არიან სხვაგანაც.

თუთისანი

თუთისანი უძველესი საგვარეულოა, მოიხსენიებიან სვანეთის კულტურის ძეგლებში მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

თუთისანი ლეჩხუმური გვარია. ფუძედ გამოყენებულია წმიდანი ქალის საკუთარი სახელი თუთა. პავლე ინგოროყვას მოხსენიებული აქვს სახელი თუთია, თუთი, თუთა. თუთას დაემატა სუფიქსი სანი და მივიღეთ გვარი თუთისანი.

ეს გვარი დაფიქსირებულია რუსეთში, სოჭის რაიონში, კერძოდ, პლასტუნკაში.

საქართველოში 362 თუთისანი ცხოვრობს: ცაგერში – 172, ქუთაისში – 114, წყალტუბოში – 76. არიან სხვაგანაც.

დოლიაშვილი

მკვლევართა აზრი დოლიაშვილის ფუძის წარმოქმნის საკითხში იყოფა. ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „გვარში დოლიძე – სავარაუდოა, გვარის ფუძე იყოს საკუთარი სახელი დოლი, ან შესაძლებელია, ეთნონიმური წარმოშობისა იყოს“. ზოგი მკვლევარი კი დოლიაშვილისა და დოლიძის გვარის ფუძედ „დოლის პურს“ მიიჩნევს. დიდი სულხან-საბას განმარტებით, უჭვავო იფქლია. სხვათა შორის, ცხვარში მშობიარობა რომ დაიწყება, ამასაც დოლი ჰქვია.

პროფესორი ალექსანდრე ღლონტი, წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“, წერს: „საკუთარი სახელი დოლი გვხვდება გვარების: დოლიაშვილის, დოლიძის, დოლიშვილის, ფუძედ“.

ასევე ითქმის გვარებზე: დოლია, დოლიკაშვილი.

საქართველოში 439 დოლიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 230, გორში – 131, თბილისში – 128.

ამანათაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამანათა. ამანათი არაბული სიტყვაა და შეკრულ-შეფუთულ ნივთს ნიშნავს, რომელიც სადმე იგზავნება. ძველი მნიშვნელობით ის მძევალსაც აღნიშნავდა.

„1828 წელს, თიანეთს მცხოვრებს, სოლომონ ამანათაშვილს დაებადა ვაჟი, სახელი ეწოდა ანდრია, მღვდელი იყო აბრამ თეთრაძე, მიმრქმელი – გიორგი ლუკასშვილი“.

„თონეთში მცხოვრებ გლეხს სოლომონ ამანათაშვილს 1830 წელს დაებადა ვაჟი, სახელი ეწოდა ივანე“.

ამანათაშვილების, დღევანდელი ამნათაშვილების მეორე გვარია მძევლიშვილი. ამავე ძირისაა გვარი ამანათიძე.

წალკის რაიონში ამანათაშვილები ამანათოვებად ჩაწერეს და ბერძნებად აღწერეს.

საქართველოში 99 ამანათაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 72, ბორჯომში – 19, ქუთაისში – 8.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3