კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს თავის წინაპრებს ისრაელიდან საქართველოში და რა კავშირშია ამ ისტორიასთან კოჯრის ბავშვთა სახლი


61 წლის ვალენტინა ვიქტორის ასული ლესოვსკაია ეძებს მამის წინაპრებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს წინაპრებს მამის მხრიდან. მამას ერქვა ვიქტორ ნიკოლაის ძე ლესოვსკი. მამაჩემი კოჯრის ბავშვთა სახლში აღიზარდა. 1940 წელს გაცემული დაბადების მოწმობის საფუძველზე, რომელიც თბილისის არქივიდან ავიღეთ, ცნობილია, რომ მამაჩემის მამა, ანუ ბაბუაჩემი იყო, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ლისოვსკი, დედის ვინაობა კი არ ეწერა. დიდი ხანია, ძალიან მინდა, მამაჩემის წინაპრები ვიპოვო. ამჟამად მე ისრაელში ვცხოვრობ და თქვენი დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემს ისტორიას ხელი მოჰკიდეთ. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ძალიან მინდა, მათი პოვნა.

– როგორ გადაწყვიტეთ თქვენი წინაპრების მოძებნა და რა იცით მამათქვენის ნათესავების შესახებ?

– მამაჩემი თბილისში ცხოვრობდა. ყველაფერი, რაც მისი ისტორიის შესახებ ვიცი, გადმოცემის წყალობით შევიტყვე. სამწუხაროდ, მამა 1979 წელს გარდამეცვალა. მახსოვს, მას ჩემთვის, რომ უთქვამს – დაბადების მოწმობაში შეცდომაა დაშვებულიო. თავიდან ისინი ლისოვსკები იყვნენ. ახლა კი გვარი – ლესოვსკი გვიწერია. თვითონ ისტორიაც საინტერესოა. როგორც გითხარით, მთელი ინფორმაცია ნათესავებისგან (რომლებიც ასაკით უფროსები არიან) მივიღე. მამა კოჯრის ბავშვთა სახლში შემთხვევით მოხვდა, მანამდე უპატრონო იყო – „ბესპრიზორნიკი“. იგი ფაბრიკანტის სახლში ცხოვრობდა. როდესაც ისინი გემით სამშობლოში ბრუნდებოდნენ, მამა აღარ გამოუშვეს და ჩამოიყვანეს კოჯრის ბავშვთა სახლში. არავინ იცის, რის საფუძველზე გაიცა მამაჩემის დაბადების მოწმობა და სწორედ ეს არის საინტერესო. მინდა, გავიგო, იყო თუ არა თავდაპირველი დაბადების მოწმობა, ან რაიმე ჩანაწერი, როცა მამაჩემი ბავშვთა სახლში მოხვდა. გადმოცემით, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ლისოვსკი სამეფო ოფიცრის შვილი იყო, რომელიც ტიფლისში მსახურობდა.

– რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ ბაბუათქვენის შესახებ?

– ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც საქართველოში მსახურობდა, ოჯახით ცხოვრობდა ტიფლისში, სავარაუდოდ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მამიდების გადმოცემით, გენერალს ჰყავდა ორი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი ნიკოლაი – მამაჩემის მამა იყო. ბებიას სხვა კაცი შეჰყვარებია და ბავშვებთან ერთად მასთან გადასულა, მაგრამ დიდ ბაბუას უპოვია ისინი და ბავშვები წამოუყვანია (გაუტაცია). მის შემდეგ ბებიას ბავშვები აღარ უნახავს. ბაბუას მისთვის გაყრაზე თანხმობა არ მიუცია და ბავშვები, რომლებიც ბებიას მეორე ქმრისგან ჰყავდა, ისინიც ბაბუას გვარზე იყვნენ, მის გვარს ატარებდნენ. ბებიას შეეძინა კიდევ სამი თუ ოთხი შვილი. ჩემთვის მხოლოდ ერთის სახელი და გვარია ცნობილი, ბორის ლისოვსკი, რომელიც ასევე, ოფიცერი ყოფილა. ბორისი ომში დაიღუპა, მას ცოლად ჰყავდა ქალი გვარად მაჩუტაძე (სამწუხაროდ, სახელი არ ვიცი). იმ დროს დიდი შიმშილობა ყოფილა და უქმროდ დარჩენილმა ქალმა ბავშვები ვეღარ გამოკვება და ამის გამო მტკვარში გადავარდა. მანამდე კი დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი. ვიცი, რომ ბორისს და მის მეუღლეს ჰყავდა ორი ქალიშვილი. ერთ-ერთის სახელი იყო ტატიანა. იმ ქალმა თავი 30-იან წლებში მოიკლა. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ტატიანა თავის ქმართან ერთად ცხოვრობდა ბათუმში, მის მეუღლეს პიოტრი (პეტრე) ერქვა. ტატიანა მუშაობდა გაზეთ „სოვეტსკაია აჭარაში“ წარმოების განყოფილების გამგედ. იგი ახლახან გარდაიცვალა.

– ის, რასაც თქვენ ყვებით, ძალიან დიდი ხნის წინანდელი ისტორიაა. რისი იმედი გაქვთ, რის საფუძველზე შეიძლება თქვენი წინაპრების მოძებნა?

– ძალიან მინდა მათი პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მართლაც დიდი ხნისაა და შეიძლება ითქვას, უიმედოც, მაინც მაქვს იმის რწმენა, რომ ვინმე გამოგვეხმაურება. თბილისში ცხოვრობს ჩემი და, რომელსაც ნაკლებად სჯერა ამ ძიების კეთილი დასასრულის, მაგრამ მე ძალიან მინდა, რომ საწინააღმდეგო მოხდეს. თქვენი დიდი იმედი მაქვს. შესაძლოა, გამოგადგეთ ის ინფორმაციაც, რომ ბებიას ჰყავდა შვილი, სახელად ქსენია. სწორედ მასთან ერთად ცხოვრობდა ბებია, როდესაც მივიდა ბავშვთა სახლში და მამაჩემი თავის შვილიშვილად აღიარა. ქსენიას ქმარს პიოტრი ერქვა. მამა ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა ძია პეტიას. პიოტრს და ქსენიას ჰყავდათ შვილი გალინა, მაგრამ გალინას მეუღლე და პიოტრი რეპრესირებულები იყვნენ. თუმცა, 50-იან წლებში ისინი კვლავ რეაბილიტირებული იქნენ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3