კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა როსტოვში მცხოვრებმა მეგობარმა თავისი ქართველი ძმაკაცი ესპანეთში


40 წლის სერგეი ივანეს ძე ლობიშევი ეძებს: 49 წლის ნიკოლოზ ტარიელის ძე კვერნაძეს.

ჟურნალისტის შენიშვნა: სერგეი ლობიშევი როსტოვის მხარის ნებაყოფლობითი დამხმარეა „ჟდი მენიას“ საიტზე. მას მოძებნილი ჰყავს ბევრი ადამიანი, მაგრამ, 22 თებერვლის ნომერში მან ჩვენს რუბრიკას მიმართა დახმარებისთვის, რადგან უშედეგოდ ეძებდა თავის ჯარის მეგობარს საქართველოში. სერგეის მეგობარს მივაგენით, ჩვენ გამოგვეხმაურა ნიკოლოზის ქალიშვილი. გახარებულმა გვაცნობა, რომ მამამისი ესპანეთში ცხოვრობს და რომ მასაც ძალიან უნდოდა თურმე სერგეის პოვნა.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 49 წლის ნიკოლოზ ტარიელის ძე კვერნაძეს. 28 წელია უკვე გასული მას შემდეგ, რაც ნიკოლასი (ასე ვეძახდით ჩვენ მას ჯარში) არ მინახავს და ძალიან მინდა მისი პოვნა. ერთი წლის წინ გადავწყვიტე ნიკოლოზი ოფიციალური სამძებრო საიტით მომეძებნა. გავიგე, რომ იმ სახლში, სადაც იგი ადრე ცხოვრობდა, უკვე ხუთი წელია, აღარ ცხოვრობს. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხე მისი ადგილსამყოფლისა და ტელეფონის ნომრის გაგება. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მის პოვნაში დამეხმარებით.

მიუხედავად იმისა, რომ მეც თქვენსავით დაკარგული ადამიანების ძებნით ვარ დაკავებული და არაერთისთვის მიმიგნია კიდეც, ძალიან გამახარა ამ ფაქტმა. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც შენს საუკეთესო მეგობარს, პოულობ, რომელიც 30 წელია არ გინახავს და არც იცი, სად ეძებო. თავიდან მეგონა, რომ საქართველოში ცხოვრობდა, რადგან მისი თბილისის მისამართი მქონდა ჩაწერილი. ვერ წარმოიდგენთ, ვის აღარ დავუკავშირდი, თბილისის სატელეფონო ცნობარით ვიხელმძღვანელე და ყველა მის მოგვარეს დავურეკე – ვერსად კვალს ვერ მივაგენი. უკვე ვფიქრობდი, რომ ძებნა უიმედო იყო. გამოგიტყდებით, ბავშვივით გამიხარდა, ვერ ვიჯერებდი, როგორ შეძელით და ადამიანი, რომელსაც საქართველოში ვეძებდი, ესპანეთში იპოვეთ. ახლა ერთი სული მაქვს, როდის დავუკავშირდები და მის ხმას გავიგებ.

– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას? მე ვიცი, რომ ნიკოლოზსაც ძალიან გაუხარდა თქვენი გამოჩენა, რადგან თვითონაც გეძებდათ.

– ამ ამბავმაც ძალიან გამახარა. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, რომ შევხვდე ნიკოლოზს. ჩვენ ერთად ვმსახურობდით „ზაბაიკალის“ მხარეში და მასთან მე მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. თუ ორივეს გვექნება შეხვედრის საშუალება, რა თქმა უნდა, შევხვდებით. ნიკოლოზი თბილისში ცხოვრობდა, 1980 წელს ის განაწილებით მოხვდა „ზაბაიკალის“ სამხედრო ნაწილში, დასახლება „პერჩანკაში“. ჩვენს სამხედრო ნაწილს ბრეჟნევის „პოლკი“ 12652 ეწოდებოდა. სწორედ იქ გავიცანით მე და ნიკოლოზმა ერთმანეთი. დავმეგობრდით და დღემდე მახსოვს, როგორი კარგი ადამიანი იყო. 1982 წელს მე გავთავისუფლდი დაჯარიდან და წამოვედი. ასე შეწყდა ჩვენი ურთიერთობა. მის შემდეგ უკვე 28 წელია გასული და სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მე ის აღარც გამხსენებოდა, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, როცა ყოფილ მეგობრებს უფრო ძლიერ აფასებ. უბედნიერესი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. დიდი მადლობა თქვენ და ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ თქვენი სასიკეთო საქმიანობა განაგრძოთ.

– როგორც ვიცი, თქვენ ნიკოლოზს დიდი ხანია, რაც ეძებთ. სამძებრო ბაზებით და მონაცემებით ვერ მოხერხდა მისი პოვნა. მას შემდეგ, რაც ჩვენი დახმარებით იპოვეთ იგი თქვენს პირად პრაქტიკაში თუ შეიტანთ რაღაც ცვლილებებს ადამიანების ძებნასთან დაკავშირებით?

– ვერც კი წარმოვიდგენდი, და თურმე, ბაზებსა და მონაცემებზე მეტი მნიშვნელობა, მონდომებას და პროფესიონალიზმს ჰქონია. თქვენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბევრ დამხმარეზე მეტი ხართ. ადამიანი იძებნებოდა საქართველოში, შესაბამისად, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებდით ამ ისტორიის გამოქვეყნებით მის პოვნას ესპანეთში. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი ისტორია გულთან მიიტანა. ნამდვილად შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც შენს ახლობელს პოულობ.

– თქვენი ურთიერთობა, რომელიც 1982 წელს შეწყდა, 2010 წელს განახლდება. რას უსურვებდით ყველა იმ ადამიანს, ვინც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებს თავის ახლობლებს, ნათესავებს?

– ვუსურვებ ყველას, არასდროს დაეკარგოთ იმედი და არ ეფიქროთ, რომ ძებნას აზრი აღარ აქვს. ერთი სიტყვით, სჯეროდეთ სასწაულის და კეთილი ადამიანების.


скачать dle 11.3