კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანიაში მალე სამაგალითო –საჩვენებელი სასამართლო პროცესი დაიწყება


გერმანიის პროკურატურამ, რომელიც უკვე 2 წლის განმავლობაში აწარმოებს გამოძიებას მიუნხენის იპოთეკური ბანკის – „Hypo Real Estate“-ს მმართველობის ყოფილი დირექტორის, გეორგ ფუნკეს მიმართ, ახალი ფაქტები აღმოაჩინა. ის სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის, თაღლითობაზეც მიუთითებს. როგორც გერმანული პრესა აღნიშნავს, მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ბანკის ექს-თავმჯდომარე საბანკო აქტივებს ითვისებდა და აქციონერებს ატყუებდა. გეორგ ფუნკეს საქმიანობის წყალობით, მიუნხენის იპოთეკური ბანკისგან ფაქტობრივად, „ნანგრევებიღა“ დარჩა. იპოთეკური ბანკის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად გერმანიის მთავრობამ, დაახლოებით, 100 მილიარდი ევრო გაიღო რეალური კაპიტალის სახით და მას სახელმწიფო გარანტიებიც მისცა. ფუნკე დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბანკის გაკოტრებაში სხვები არიან დამნაშავე. ის მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებაზე ლაპარაკობს, რომელიც „დოიჩე ბანკმა“ და საინვესტიციო ფონდებმა მოაწყვეს. მიუნხენის პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, გეორგ ფუნკესთვის ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ. მოწმეთა დაკითხვა და დოკუმენტების შესწავლა გრძელდება. ყველაზე სერიოზული ბრალდებები მის წინააღმდეგ „დოიჩე ბანკის“ ერთ-ერთმა ყოფილმა მმართველმა და ექსპერტ-აუდიტორმა წამოაყენეს. ისინი ფუნკეს ბრალს ბანკის არაპროფესიული მეთოდებით მართვაში სდებენ. მოწმეები გაუმართლებელ სარისკო გარიგებებზე, ბანკის არასწორად გაფართოებასა და აქციონერთა არასრულ ინფორმირებულობაზე საუბრობენ. ექსპერტების განცხადებით, მომავალი სასამართლო პროცესი სამაგალითო-საჩვენებელი ხასიათისა იქნება.


скачать dle 11.3