კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად ვითარდება


ამერიკის ეკონომიკა 2009 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში პროგნოზირებული 5,7 პროცენტის ნაცვლად 5,9 პროცენტით გაიზარდა. ახალი მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკური ანალიზის ბიურო აღნიშნავს, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდას 2009 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კერძო ინვესტიციის მოცულობის მატებამ შეუწყო ხელი. შარშან, წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 0,4 პროცენტით გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ეკონომიკაში 2009 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში რეცესიული პროცესები მიმდინარეობდა, თუმცა წლის ბოლოს მიღებული მონაცემების თანახმად, ქვეყანამ ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების აზრით, ამერიკის ეკონომიკა შთამბეჭდავად ვითარდება, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს ტენდენცია ხანგრძლივი არ იქნება. კომპანია „კეპიტალ ეკომიქსის“ ექსპერტის, პოლ ეშუორთის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკაში ზრდის ტემპის შემცირებაა მოსალოდნელი. ანალიტიკოსთა განსაკუთრებულ შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე იწვევს, რომელიც კვლავაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 პროცენტს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, კრიზისის დაწყებიდან 8,7 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური.




скачать dle 11.3