სამხრეთ სანაპიროს დიეტა
S-დიეტა – 3 ფაზა და კვირაში სამუდამოდ დაკარგული 3 ზედმეტი კილოგრამი
20 მილიონი ეგზემპლარი – ასეთი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი კარდიოლოგის – არტურ აგატსტონის „სამხრეთ სანაპიროს დიეტა“ და მაშინვე ბესტსელერად იქცა. მას შემოკლებით S-დიეტა უწოდეს.
ამ კვების სისტემის შედგენისას არტურ აგატსტონმა გამოითვალა და დაასკვნა, რომ ის 80 პროცენტით აცმირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. ამასთან, დიეტა ისეთი უნივერსალური გამოდგა, რომ მისი დაცვა შეუძლია აბსოლუტურად ყველას, ვისაც წონაში დაკლება სურს.
ფაზა 1. მოვიჭიროთ ქამრები
ეს ფაზა 2 კვირას გრძელდება და დიეტის ყველაზე მკაცრი ნაწილია, მაგრამ მას შეუძლია, დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლის პროცესი და გაგათავისუფლოთ ზედმეტი კილოგრამებისგან.
გეკრძალებათ: ბიფშტექსი, ლორი, რძის პროდუქტები (უცხიმო ყველის გარდა), ნაყინი, ბოსტნეული, რომლებიც სახამებელს შეიცავს (კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, სიმინდი), მათი წვენი, ფქვილის ნაწარმი, ყველანაირი ტკბილეული.
უნდა მიირთვათ: საქონლის მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, ნიგოზი, სოკო, კვერცხი, ნებისმიერი მწვანე ფერის ბოსტნეული. ყველაფერი უნდა მოამზადოთ და შეაზავოთ მცენარეული ზეთით. ასევე, საკმაო რაოდენობით უნდა მიიღოთ სითხე.
გთავაზობთ ნიმუშს:
საუზმე (9-დან 10 საათამდე):
1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი + 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი + 2 პატარა ნაჭერი მოხარშული ქათმის ხორცი + 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.
ან:
1 ნაჭერი ყველი + 1-2 კვერცხის ერბოკვერცხი პომიდვრით + 1 ჭიქა უშაქრო ჩაი.
ან:
1-2 კვერცხის ომლეტი მწვანილით, სოკოთი და ბულგარული წიწაკით + ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი.
ან:
2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი + 2 პატარა ნაჭერი მოხარშული ხორცი + 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.
სადილი (15-დან 16 საათამდე):
მოხარშული ან ჰაერღუმელში გამომცხვარი ორაგულის 2 ნაჭერი + ორთქლზე დამუშავებული და ზეთით შეზავებული ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს ან სატაცურის გარნირი.
ან:
სატაცურის სუპი პომიდვრითა და ზეთისხილით + ნიგვზითა და ლიმონის წვენით შეზავებული მოხარშული ქათმის ხორცისა და სალათის ფოთლებისგან მომზადებული სალათა.
ან:
2 ნაჭერი მოხარშული თევზი + ბოსტნეულის რაგუს გარნირი + 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი (18-დან 19 საათამდე):
2 ნაჭერი მოხარშული „ხეკი“ + ორთქლზე მოშუშული ბოსტნეულის გარნირი.
ან:
2 ნაჭერი მოხარშული მჭლე ხორცი + ბოსტნეულის სალათა.
ან:
2-2 ცალი კიტრისა და პომიდვრის, მწვანილისა და ქათმის თეთრი (მკერდის) ხორცისგან მომზადებული სალათა.
შუალედებში შეგიძლიათ მიირთვათ:
1 ჩაის ჭიქა იმ ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი, რომლებიც დიეტის დროს არ გეკრძალებათ; 100 გრამი უცხიმო ყველი; 50 გრამი ნიგოზი; ოხრახუშის პატარა კონა უმარილო ყველის ნაჭერთან ერთად.