კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს „ჰონდა პასპორტი“, „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი. სულ ცოტა ხნის წინ მოდების ქურო, ანუ „ცეპლენიის დისკი“ დაუზიანდა. ძალიან ბევრ ადგილას ვიკითხე, მაგრამ ყველგან მითხრეს, რომ ამ მოდელის ნაწილები არ იშოვება. როგორ მოვიქცე?

პასუხი: „ჰონდა პასპორტს“ ძალიან მარტივად აწყობილი „ცეპლენიის დისკი“ აქვს. ამიტომ მისი გაკეთება საერთოდ არ არის რთული. თქვენ გჭირდებათ ხელოსანი, რომელიც მის მოხსნასა და ახლის დამონტაჟებას შეძლებს, ხოლო, რაც შეეხება თვითონ ქუროს, შეგიძლიათ, მიხვიდეთ ნებისმიერ პუნქტში, სადაც „ცეპლენიებს“ აკრავენ. იყიდეთ შედარებით ძვირად ღირებული, შესაბამისად, მაღალხარისხიანი გადასაკრავი მასალა – „ჯიპებისთვის“ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქუროზე მას პირდაპირ ელიავას ბაზრობაზეც კი გადაგიკრავენ სულ რაღაც 5 ლარად. ანუ, თქვენი პრობლემა არცთუ ისე სერიოზულია, მაგრამ გადაკრულ „ცეპლენიას“ თავიდან უნდა მოუფრთხილდეთ, ცოტა ნაზად მოიხმაროთ, რადგან ის ბოლომდე ჩამოყალიბებული ნედლეული არ არის და გამოშრობა-გამოწვას საჭიროებს. რაღაც პერიოდის შემდეგ კი ის ჩვეულებრივად იმუშავებს. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, რომ გადაკრული მოდების ქურო ვერასდროს ვერ იმუშავებს ისე, როგორც ქარხნული და, მაინც კარგი იქნება, თუ ფრთხილად მოეპყრობით.

კითხვა: მყავს „აუდი ა4, კვადრო“, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავით, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. შევეცადე, „აუდი“ ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან შემეკეთებინა, მაგრამ, ვერ უშველეს. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ, ტურბინის, როგორც ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება“. თუ ნამდვილად კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და მაინც გაუმართავია, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყო დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავის გამართულ მუშაობას. ამიტომ, ჯობია, ისევ ცენტრს მიმართოთ, რომ დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.


скачать dle 11.3