კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „ომში“ ჩაება ნინი შერმადინი და რატომ გადაიფიქრა ცოლის მოყვანა რატი დურგლიშვილმა


„იურმალას“ გზა ორივემ გამოიარა, თუმცა მას შემდეგ მათი შემოქმედებითი გზები მკვეთრად გაიყო. ნინი კარიერას საბერძნეთში განაგრძობს, თან საკმაოდ წარმატებულად, რატი კი საქართველოშია, მაგრამ სერიოზულად ფიქრობს თბილისის დატოვებას და პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში სწავლის გაგრძელებას.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი

– ნინი, ძალიან გამიხარდა, რომ თბილისში ხარ. როგორ ხარ?

– ძალიან კარგად, დაძაბული ცხრა თვის შემდეგ ცოტა დავისვენე. საკონკურსო ციებ-ცხელება დასრულდა. მიხარია, რომ აქ ასე მგულშემატკივრობდნენ და ჩემს გვერდით იყო ყველა ქართველი. ვიცი, რომ „იქს ფაქტორი“ შუქდებოდა და ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობდა ის, სულ გქონდათ.

– რთული იყო ეს გზა?

– ძალიან. კონკურსზე მოხვედრა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ორმოცდახუთი ათას ადამიანს უნდა, თავისთავად უამრავ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. მაინც, ყველაფერი, ალბათ, ბედია და ჩემი იქ მოხვედრაც მეტწილად გამართლება და სასწაულია. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მონაწილეობის მიღებას საერთოდ არ ვაპირებდი. გასული წლის „იქს ფაქტორს“ ვუყურებდი და უბრალოდ, ვიფიქრე, მივალ ძალებს მოვსინჯავ-მეთქი. მივედი ისე, რომ ტურისტული ვიზა მქონდა, პირდაპირ ვუთხარი ჟიურის, ახლა ტურისტული ვიზა მაქვს, მაგრამ თუ გავედი, რა თქმა უნდა, ვიზას გავაგრძელებ-მეთქი. ამაზე ბევრი იხალისეს.

– ვიცი, რომ საბერძნეთი დიდად შემწყნარებლური არ არის ემიგრანტების მიმართ, შენ თუ იგრძენი ეს სიცივე?

– იცი რა, ზოგადად, საბერძნეთთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ კონკურსზე ისეთი სიმკაცრე იყო და ისე ცოტა იჩენდა გულისხმიერებას, რომ სულ ნერვებზე მოშლილი ვიყავი. მაგრამ, ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემს მიმართ და ვერ ვიტყვი, რადგან ბერძენი არ ვიყავი განსაკუთრებულად ცუდად მექცეოდნენ-მეთქი. შენიშვნები ყველას ჰქონდა, მათ შორის მეც. საოცრად დაძაბული სიტუაცია იყო, ყველაფერს თავისი წესი ჰქონდა – არ უნდა გეტირა, ზომაზე მეტი არ უნდა გეცინა, ზომაზე ხმამაღლა რამე არ უნდა წამოგცდენოდა, იდეალურ ფორმაში უნდა ყოფილიყავი. სხვათა შორის, სიმღერასა და ემოციურობასთან დაკავშირებით, ჩემთან პრობლემა არ ჰქონიათ ანუ გრძნობით ვმღეროდი. ერთადერთი შენიშვნა, რასაც სულ ვიღებდი, ეს იყო არაპლასტიკურობა და სცენაზე მოუქნელობა. იქ ძალიან უკვირთ, თუ მომღერალს არ შეუძლია ცეკვა და შოუს დადგმა სცენაზე.

– გარეგნობასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა იყო?

– სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ჩემზე სამი სხვადასხვა დიზაინერი მუშაობდა, რომლებიც იმის მიხედვით მაცმევდნენ, თუ რა ტიპის სიმღერას ვიმღერებდი და როგორი ვჭირდებოდი – სევდიანი, ნაზი, ხმაურიანი, გადარეული და სხვა. ისე, იქ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ცუდ დღეში არიან. ძალიან ბევრ რამეს უნდა მიაქციო ყურადღება. წყნარად ქუჩაში ვერ გამოხვალ, ყავას ვერ დალევ. ყველგან პაპარაცები არიან. საკმარისია, ორჯერ ერთი და იგივე ფეხსაცმელი გეცვას, მეორე დღესვე ჟურნალ-გაზეთები აჭრელდება ფოტოებით, სადაც ფოკუსში შენი ფეხსაცმელია.

– ვაიმე, რა დღეში ყოფილხართ.

– თუმცა, ჯერჯერობით ჩემზე ასეთი ზეწოლა არ არის, ახალი ვარ ამ სფეროში, მაგრამ დროთა განმავლობაში ალბათ, ასე იქნება. ყოველ შემთხვევაში იმ ფონზე, რა დღეშიც იმ ცხრა თვის განმავლობაში ვიყავი, ალბათ, შემდგომი პერიოდი ტკბილი იქნება. მართლა შეიძლება შეიშალო. აბსოლუტურად საღი ნერვები უნდა გქონდეს, თორემ ვერ გაუძლებ ტემპს.

– თან, შენ, თუ არ ვცდები, ენაც არ იცოდი?

– არა, გაგებაში არ ვიყავი (იცინიან).

– კარგი, რაებს მიყვები. მერე რა ჰქენი?

– პირველ ქასთინგზე რომ მივედი, ვცდილობდი, არ შემემჩნია ენის არცოდნა. რამდენიმე ყოველდღიური ფრაზა ვიცოდი, გამარჯობა, მადლობა და ასეთი რაღაცეები. (იცინიან) მაგრამ, პრობლემა თურმე სულ სხვა რამ ყოფილა. როგორც მერე გაირკვა, ბერძნულ ენაზე „რა გქვია“ ორნაირად გამოითქმის, ერთი შედარებით ზრდილობიანი ფორმა, ვთქვათ როგორც ქართულშია „თქვენი სახელი“ და მეორე უფრო ყოფითი – „რა გქვია?“... ერთი სიტყვით, ვდგავარ ბედნიერად გაღიმებული ქასთინგზე და ჟიურის ერთ-ერთი წევრი მეუბნება – „თქვენი სახელიო“. გაღიმებული, უაზრო სახით ვუყურებ, თავს ვუქნევ და ვეუბნები კი-მეთქი. (იცინიან) გადაირია ადამიანი, მიმეორებს კითხვას, უფრო ხმამაღლა, იფიქრა ვერ გავიგე. რა კარგია, ქასთინგზე ყრუ მომღერალი რომ მოვა?! (იცინიან) მოკლედ, ასე თავის ქნევაში ვიყავი. როდესაც მიხვდნენ, რომ ბერძნულის გაგებაში არ ვიყავი, ამაზე ძალიან ბევრი იცინეს. მეგონა, რომ გაბრაზდებოდნენ, მაგრამ გადავრჩი. თუმცა, პირველი ტურის შემდეგ მითხრეს, ერთ თვეს გაძლევთ და მეორე ქასთინგზე რომ მოხვალ, უკვე უნდა იცოდე ენაო. რა თქმა უნდა, კი-მეთქი ვუთხარი.

– და ერთი თვე იყო ქასთინგებს შორის სხვაობა?

– აბა, ეხუმრები შენ ორმოცდახუთი ათასი ადამიანის მოსმენას?! ისინიც ალბათ, გიჟებივით იყვნენ. მოკლედ, შემდეგ ქასთინგზე რომ მივედი, ბერძნულად რაღაცეებს თავს ვაბამდი, მაგრამ იმისთვის, რომ გამეგო რას მეუბნებოდნენ, ცოტა ნელა უნდა ელაპარაკათ. სწრაფად რამეს იტყოდნენ თუ არა, მორჩა, აღარაფერი მესმოდა და ვიბნეოდი. მერე და მერე, ამ ცხრა თვის განმავლობაში, საკმაოდ კარგად ვისწავლე ენა. ახლა ყველაფერი მესმის, უბრალოდ, ლაპარაკის დროს ხანდახან „ვჭედავ“ ხოლმე. სიმართლე გითხრა, ეს ჩემი ენის არცოდნა გადასარევად გამოვიყენე კონკურსის დროს. რაც არ მომწონდა, ის ვითომ არ მესმოდა. (იცინიან) კარგი ტაქტიკა შევიმუშავე.

– სხვა მომღერლებთან როგორი დამოკიდებულება გქონდა?

– ძალიან კარგი. ყველაზე ახლოს მაინც მე, სტავროსი, ანუ ის ბიჭი, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა და ჯგუფი „48 საათი“ ვიყავით. ამ ჯგუფსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. მიხარია, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ და ამას სულ გამოხატავენ. ღირდა ეს ამდენი თვე ამ სიყვარულად. ახლა ძალიან დიდი ამბავი იწყება, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საპროდიუსერო კომპანია იზრუნებს ჩემზე. იქ ასეა, რამდენიმე მსხვილი საპროდიუსერო კომპანია არსებობს, რომელთა შორისაც ერთგვარი „ომია“ ატეხილი მომღერლებისთვის ანუ, ვის უფრო წარმატებული, პოპულარული და შემოსავლიანი მომღერალი ეყოლება.

– ძალიან ხშირად მისაუბრია შენს ქმართან შენი კარიერის შესახებ და მისგან ყოველთვის დადებითი მოდის, გვერდში გიდგას და სულ ცდილობს ყველაფერში დაგეხმაროს. ამ კონკურსმა, ამ დაძაბულმა რეჟიმმა ეს დამოკიდებულება ხომ არ შეცვალა. რას ვგულისხმობ იცი? დრო რომ ნაკლები გაქვს, აღარ გცალია და სხვა.

– არა, პირიქით. ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ასობით კილომეტრის გავლა უწევდა, ჩემთან ათენში ჩამოსასვლელად, მისგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენი. მას ძალიან უნდა, ყოველთვის ვაკეთებდე იმ საქმეს, რაც ასე თუ ისე კარგად გამომდის და ძალიან მიყვარს. მოვწონვარ სცენაზე და ეს უმნიშვნელოვანესია. რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს ვენდობით, ვიცით, რისი გამკეთებლები ვართ და რისი – არა. ამიტომ, ჩვენ შორის ამაზე საუბარიც კი აღარ არის. ამან ძალიან გამიადვილა „იქს ფაქტორში“ მონაწილეობა.

– საუბარში ახსენე – არ უნდა გეტირა, ბევრი არ უნდა გეცინაო და სხვა. როდის მიეცი თავს ემოციების გამოხატვის უფლება... აი, რომ იტირე და დაიცალე?

– ერთხელ იყო, როდესაც ვიდეოში ჩემს შვილზე მელაპარაკნენ. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, თავი ვერ შევიკავე და ვიტირე. არ მოვთქვამდი, მაგრამ ცრემლები წამომივიდა. თუმცა, ეს არ გამხდარა სალაპარაკო. იმ დროს მიზეზი მქონდა და ისეთი რეაქცია აღარ ჰქონიათ. თუმცა, „მტირალა“ მაინც შემარქვეს, რადგან ქასთინგებიდან მოყოლებული სულ ვტიროდი. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, რა მეთქვა, ვერ ვაგებინებდი რისი თქმა მინდოდა და ვტიროდი (იცინიან).

– რა დღეში ყოფილხარ, ჩემო ნინი.

– კი, მაგრამ ამ მდგომარეობამ, რომ იტყვიან, გამომწვრთნა. საკუთარი თავის კონტროლი ვისწავლე. თან, მე, რომელსაც ეს ადრე საერთოდ არ მეხერხებოდა. ყოველთვის იმას ვამბობდი რასაც ვფიქრობდი, რაც პირზე მომადგებოდა და ეს არასწორი იყო. ახლა ასე აღარ ვიქცევი, რადგან მივხვდი, რომ შენი ნათქვამი შეიძლება, შვიდნაირად გადაკეთდეს, ათასი ინტერპრეტაცია ჰქონდეს.

– ახლა მჭირდება ზუსტად ეს.


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინი შერმადინი

– რატი მითხარი როგორ ხარ, რა ხდება თბილისში, როგორ მიდის საქმეები.

– კარგად ნინი, კარგად. თუმცა თბილისში თითქოს ისევ იგივე სიტუაციაა. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ისე, ახალი წლის დღეებში და შემდეგ თითქოს გამოცოცხლდა ყველაფერი და ზევით წავიდა, მაგრამ ეს ერთი თვეა, ამ სფეროში სიტუაცია ისევ ჩაკვდა. მთელი თვის განმავლობაში ერთი ზარიც კი არ ყოფილა კონცერტთან დაკავშირებით. თუმცა, იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი.

– ამ მდგომარეობაში არ გიჭირს ყოფნა?

– საშინლად მიჭირს, ჩემი ცხოვრება მხოლოდ სიმღერაა და არ მინდა, მეტი რამით დავკავდე. არანაირი სურვილი არ მაქვს, ხელი რამე ბიზნესს მოვკიდო, ან სადმე, რომელიმე კომპანიის თანამშრომელი გავხდე. სიმღერა მინდა და დამთავრდა. ეს არის, რაც ყველაზე კარგად გამომდის. ამას თავი დავანებოთ და უამრავ კონცერტზე, რომელზეც გვეპატიჟებიან, უარს ვამბობთ ცუდი აპარატურის ან არასწორი აკუსტიკის გამო. რადგან შემდეგ ამას მაყურებელი მომღერლებს აბრალებს. მგონია, რომ ამით უფრო ფუჭდები.

– უცხოეთში წასვლაზე არ გიფიქრია?

– რა თქმა უნდა. თუმცა, არ მინდა, იქ ისე წავიდე, არ ვიცოდე, რა დამხვდება. ჩავიდე, რესტორანში ვიმღერო, ეს არ არის ჩემი მიზანი. ამის კეთება აქაც შემიძლია. ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა არასწორი მგონია. ვფიქრობ, ამ დროს უფრო ფუჭდები. მირჩევნია, სადმე კოლეჯში გავაგრძელო სწავლა, იქ კომპეტენტურმა ადამიანმა შენიშვნები მომცეს და პროფესიონალად ჩამომაყალიბოს, ვიდრე ყოველ საღამოს ერთი და იგივე სიმღერა ვიმღერო.

– ჩვენც ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ კიდევ იმისთვის, რომ ევროპულ სცენაზე დავდგეთ. ასე არ არის? გითხარი კიდეც, რომ ერთადერთი შენიშვნა, რაც ჩემთან ჰქონდათ, ეს, რიტმულ სიმღერაზე პლასტიკის და მოძრაობის არქონა იყო.

– რაღაც პრობლემები აქაცაა, რა თქმა უნდა. არავის უსწავლებია ჩვენთვის ცეკვა, არ გვყავს მენეჯერი, ისეთი ადამიანი, ვინც იმას მაინც გეტყვის, მიკროფონი მარჯვენა ხელში უნდა დაიკავო თუ მარცხენაში. ეს ყველაფერი როგორ ხდება „იურმალაში“ ვნახე, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ნიუანსს, როგორ უნდა იმღერო თოკებზე დაკიდებულმა, როგორც ეს ვთქვათ, „პინკმა“ გააკეთა, რომლის ფანიც ნამდვილად არ ვარ. ცოცხლად იმღერა და თან აკრობატულ ილეთებს აკეთებდა. რევზინმა უდიდესი მასტერკლასი ჩაგვიტარა, „უორნერ-ბრაზერსში“ მუშაობს და იცის ამერიკული სტილით მუშაობა.

– ზუსტად „იურმალას“ სკოლამ მიშველა მეც.

– მე და მაკა ისეთები ჩავედით, რომ დაშოკილები, თვალებგაფართოებული ვუყურებდით, რეებს გვასწავლიდნენ. ვდგებოდით და ჩვენთვის რაღაცას ვმღეროდით. თურმე სად ხარ?! სცენაზე დგომა, სიმღერის დროს ემოციის გადანაწილება, ელემენტარული თვალების დახუჭვა როდის შეიძლება და როდის არა, ამასაც კი გვასწავლიდა. პროფესიონალიზმისკენ ერთი ნაბიჯი იქ გადავდგი, წინ კიდევ ბევრი რამეა და მთავარია, არ დავბერდე (იცინიან).

– რა დროს სიბერეა! სიბერეზე გამახსენდა, ცოლი როდის მოგყავს? თითქმის ყოველ მეორე შენს გულშემატკივარს ეს ადარდებს.

– ჯერ არა, ნინი, ძალიან შორეულ პერსპექტივაშია ეს ყველაფერი და თან მარტივი მიზეზის გამო. იყო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ამაზე ვიფიქრე და თითქმის მივედი კიდეც ამ ნაბიჯის გადადგმამდე, მაგრამ ბოლო მომენტში, გადავიფიქრე. მაინც ალბათ, კარიერა დავაყენე პირად ბედნიერებაზე წინ. ისე, მამაჩემმა ოცდათორმეტი წლის ასაკში მოიყვანა ცოლი და ეს გენში მაქვს. (იცინიან).

– ანუ, ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო, ხომ?! (იცინიან) არა, ჩემი აზრით ეს სწორია, მით უმეტეს, ბიჭისთვის. მომღერლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც გარკვეულ მსხვერპლზე წასვლას მოითხოვს.

– ამას ვამბობ სულ. ქალების ძალიან ცოტა პროცენტს, მაგრამ მაინც შეუძლია კარიერის და ოჯახის შეთავსება, მით უმეტეს თუ მეუღლე გვერდში უდგას და ცდილობს, შემოქმედებითად დაეხმაროს. მამაკაცის შემთხვევაში კი, ეს პრაქტიკულად, გამორიცხულია, მით უმეტეს საქართველოში, როდესაც სიმღერიდან შემოსავალი ძალიან ცოტაა და თუ დაოჯახდები, ძალაუნებურად, სხვა საქმეს უნდა მოჰკიდო ხელი.

– ამასთან ერთად, ქართველი გოგო ბუნებით ეჭვიანია და წარმომიდგენია როგორი სცენები გაიმართება თქვენ სახლში ამის გამო (იცინიან).

– გასაგებია, არა, რა სიტუაცია იქნება?! ამიტომ, ჯერ უნდა მივხედო ამ მხარეს. კაცებს ერთი ტვინი გვაქვს, ქალებს კიდევ შეგიძლიათ, თქვენი ტვინის სხვადასხვა მხარეს მიმართვა. მაგალითად, ერთ რამეს თუ ვაკეთებ, ვთქვათ, ვკითხულობ, პარალელურად, ვიღაცის საუბარს ვერ მოვუსმენ, გამორიცხულია. ქალს შეუძლია, კითხულობდეს, რაღაცას წერდეს და გვერდით მჯდომს უსმენდეს კიდეც. იგივეა კარიერაშიც. როდესაც ვმღერი, მეტი არაფერი მაინტერესებს დედამიწაზე. თან, სანამ არის, ამ წლების გამოყენება მინდა.

– გამოიყენე, სწორია, არ ვარ ამის წინააღმდეგი. ბოლოს ის მითხარი, „გერლფრენდი“ მაინც თუ გყავს?

– „გერლფრენდი“ რა არის, „გერლფრენდები“... არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ისე სულ შეყვარებული ვარ, ჩემს სიმღერაზე, ხალხზე, ადამიანებზე. მიხარია ხალხის ნახვა... ასე ვცხოვრობ ჯერჯერობით და მერე ვნახოთ, რა იქნება.

– სულ ამბობენ ხოლმე, რატომ წავიდნენ მომღერლები საქართველოდანო? არ წახვალ, თუ სიმღერის ელემენტარული პირობები მაინც გაქვს და ცოლის მოყვანა მაინც თუ შეგიძლია (იცინიან).

– აბსოლუტურად გეთანხმები, ზუსტად ეს მომენტია. თუმცა, სიმართლე გითხრა, მაინც არ მწყდება გული იმაზე, რომ აქ დავრჩი. ის სიყვარული მაქვს, რომელიც მომღერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ხალხის სიყვარული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ვგრძნობ.

– ვიცი, რომ 2 მაისს გასვლითი კონცერტი გაქვთ, სად მიდიხართ?

– 2 მაისს საბერძნეთში ნინი შერმადინთან ერთად კონცერტი გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ იმ ერთი კვირის განმავლობაში, რომელსაც იქ გავატარებ, ქვეყნის ასე თუ ისე დათვალიერებასაც შევძლებ. ქართველი ემიგრანტებისთვის უნდა ვიმღეროთ და ის ქალბატონიც ქართველია, რომელიც ამ კონცერტის ორგანიზებას აკეთებს. რომ გავიგე, ნინისაც უნდა ემღერა, ისე მაგრად გამიხარდა, ვერ წარმოიდგენ. ველოდებით ამ კონცერტს.

– ამდენი წელია შენ და მაკა ერთად ხართ. როგორ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, თანაც მეგობრებიც ხართ. ეს მაშინ, როდესაც საქმეში ერთად ყოფნა ძალიან რთულია. ორი სხვადასხვა აზრია, სხვადასხვა შეხედულება. მაკა ხომ არ გაბრაზებს?

– არა, არ მაბრაზებს. იურმალიდან რომ ჩამოვედი, ყველაფერი ისე დაგვენგრა თავზე, საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა, საით მივდიოდით. ახლა კი მთელი ეს სიტუაცია აღარ შედის ჩემი ინტერესების სფეროში. ბერკლიში მინდა სწავლის გაგრძელება. გულდაწყვეტილი ვიყავი და ვარ, არა კონკრეტულად ვინმეზე, არამედ ზოგადად, სიტუაციაზე.

– შენ კი არა, მეც ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ისინი რომელთაც, სოსო პავლიაშვილის შემდეგ, პირველად მოიგეს „იურმალა“, ყველანაირი განვითარების და მასშტაბების გარეშე რჩებიან. ეს ძალიან რთულია. ამიტომ, მომწონს შენი გადაწყვეტილება. ბერკლი ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯია. იქ ბევრ რამეს ისწავლი.


скачать dle 11.3