კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთის სიამაყეს ციხე ელის


ამერიკული ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ, „ედმონტონის“ რუსი მეკარე, ნიკოლაი ხაბიბულინი, სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია და მის პოპულარობას მეტწილად წლიური რვა მილიონი დოლარიც განაპირობებს. ჰოდა, დიდი ალბათობით, ხაბიბულინს თავს ციხეში უკრავენ.

საქმე ისაა, რომ გასულ კვირას კოლია ამერიკულმა პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა იგი აწყვეტილი მიჰქროდა საკუთარი „ფერარით“. სამართალდამცველებს ხაბიბულინმა თავიდან უთხრა, ნასვამი არ ვარო, მაგრამ, როცა ალკოჰოლზე ტესტი „ჩააგდო“, პოლიციას გაშვების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა. ამერიკულმა პატრულმა ხაბიბულინს „სწორად გაუგო“ და იგი განყოფილებაში გადაიყვანეს.

„გარდა იმისა, რომ ხაბიბულინმა დააშავა და საჭეს მთვრალი მიუჯდა, მან პოლიციას ქრთამი შესთავაზა. თანაც, პირველი შემთხვევა არ არის, როცა იგი საჭესთან მთვრალი ზის. ამიტომ მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა, სასამართლო კი გადაწყვეტს, რა სასჯელი შეუფარდოს პოლიციელთათვის ქრთამის შეთავაზებისთვის. ასეთი შემთხვევები ექვსთვიანი ციხით ან ფულადი ჯარიმით ისჯება“, – ასეთია სამართალდამცველთა განცხადება.


скачать dle 11.3