ღამე სესილთან
სესილი ოვიედო არგენტინელი მოდელი გახლავთ და ეს ქალბატონი არც პორნოფილმებში გადაღებაზე ამბობს უარს. სოლიდური გამოცდილების მიუხედავად, სესილია თავისი პოპულარობის პიკს მაინც ჩოგბურთს, უფრო ზუსტად კი – ჩოგბურთელს უნდა უმადლოდეს. გასულ წელს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად (ლიონელ მესისაც კი გაასწრო) აღიარებულმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, სესილთან რომანი გააბა და დღემდე მისი ერთგული რჩება. დელ პოტრო 21 წლის გახლავთ, ოვიედო კი მასზე მთელი 15 წლით უფროსია და, სავარაუდოდ, ხუან მარტინი სწორედ ამ ქალბატონის ფილმებზეა გაზრდილი. ახლა კი ბავშვობის ოცნებებს ფრთებს ასხამს. გასულ კვირას კი ქერათმიანმა ქალბატონმა სკანდალური აღიარება გააკეთა:
„ყველაზე მეტად საკუთარი სხეულის ფერება მიყვარს და, როცა მარტო ვარ, ამას ხშირად ვაკეთებ. პრინციპში, ასე ბევრი იქცევა, მაგრამ არავინ აღიარებს“, – განაცხადა სესილმა.
ვერ გეტყვით, რა რეაქცია ექნება დელ პოტროს ამ განცხადებაზე, მაგრამ „დიდების ფილმების“ პროდიუსერებმა მისი მინიშნება კარგად გაიგეს და უახლოეს მომავალში გამოვა ფილმი, რომელშიც მთავარი და ერთადერთი გმირი სესილი ოვიედო იქნება. ფილმს კი, ალბათ, „ღამე სესილთან“ ერქმევა.