ბექჰემი თუ ტარიკო
ამერიკელი მსახიობი, ჯორჯ კლუნი, იტალიაში, კომოს ტბასთან მდებარე თავის ვილას ყიდის. ვილა „ოლეანდრა“ კლუნიმ 2002 წელს იყიდა, თუმცა ახლა მისი გასხვისება გადაიფიქრა, არადა, ორი მთხოვნელი ჰყავს: პირველი ყველასთვის კარგად ნაცნობი დევიდ ბექჰემია, მეორე კი – რუსი ბიზნესმენი, ვინმე რუსტამ ტარიკო. პრინციპში, რაღა ვინმე, ტარიკო მზად არის, ვილაში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაშინ, როცა ბექჰემი მხოლოდ 20 მილიონს ჩამოდის.
ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს თავად კლუნი. იგი დევიდის ერთ-ერთ ახლო მეგობრად ითვლება და ჯორჯმა ბექჰემს ვილა რამდენჯერმე ათხოვა კიდეც. 30-ოთახიანი სახლის გარდა, ვილას საჩოგბურთო კორტი, ბოტანიკური ბაღი და გოლფის მინი-მოედანიც აქვს.