კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება, ჰქონდეთ საერთო კუზანოვის კლინიკის პაციენტებსა და ჰოლივუდის კინოვარსკვლავებს


ბუნებრივად სრულყოფილი სხეული იშვიათი ფუფუნებაა. სამაგიეროდ, საკმაოდ ხელმისაწვდომია სრულყოფილება და სილამაზე პროფესიონალების დახმარებით. კუზანოვების კლინიკაში ზუსტი სტატისტიკა არ გაუმხელიათ, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ უამრავი ქალბატონის ერთ დღეში გალამაზებული სხეული, სწორედ მათი ჯადოსნური ხელების დამსახურებაა.


პროფესორი ივა კუზანოვი: სხეულის კონტურული პლასტიკა გულისხმობს, სხეულის ფორმების შეცვლას უკეთესობისკენ. ქალბატონებს, რომლებმაც გააჩინეს შვილები და მათი მკერდი, მუცელი აღარ არის ესთეტიკური, ბუნებრივია, უჩნდებათ სურვილი გამოასწორონ ეს ნაკლი. ზოგს თავიდანვე აქვს „გალიფე“ და მისი მოცილება უნდა. საკმაოდ ხშირად სწორედ „გალიფეა“ ხოლმე პრობლემა, რაც კავკასიელებისთვის არის დამახასიათებელი. არანაირი დიეტა და ვარჯიში ამას არ შველის, გარდა ლიპოსაქციისა და იდეალური შედეგიც გვაქვს. კონტურულ პლასტიკაში ბატონი გუგა და ბატონი ალეკო – ჩემი ვაჟიშვილები დაოსტატდნენ განსაკუთრებით და დაწვრილებით ისინი ისაუბრებენ.

– ბატონო გუგა, ესთეტიკური ქირურგია ნიშნავს იმას, რომ საქმე გაქვთ ჯანმრთელ პაციენტთან, რომელსაც გალამაზება უნდა.

– რაც ეხება გალამაზებას ყველაფერი ესთეტიკაა. დავიწყოთ მუცლის პლასტიკით. ფეხმძიმობისას, მუცლის წინა კედელი მთლიანად იწელება და კანი ელასტიკურობას კარგავს. მშობიარობის შემდეგ კი „ჩამოეკიდება“ ხოლმე. თუ ამას ზედმეტი წონაც დაემატა საკმაოდ არაესთეტიკურ სურათს ვიღებთ. არის გიგანტური მუცელი, როცა კანთან ერთად კუნთების პლასტიკაც საჭირო ხდება და არის შედარებით პატარა მუცელი, სადაც მხოლოდ ზედმეტი კანის მოცილებაა საჭირო. ოპერაცია კეთდება აუცილებლად ნარკოზით, გრძელდება დაახლოებით ორი საათი და ორი დღის შემდეგ პაციენტი მიდის სახლში. სამი კვირის განმავლობაში მან უნდა ატაროს სპეციალური ბანდაჟი. მუცელი ხდება მკვრივი, დაჭიმული, ქრება „სტრიები“ და ამის გარდა, წელიც თავისთავად „გამოიყვანება“. თითქოს კეთდება ბუნებრივი კორსეტი. სხეული იღებს საკმაოდ ქალურ და მიმზიდველ ფორმას. ძალიან ეფექტური ოპერაციაა. პირდაპირ ოპერაციის შემდეგ ხედავ შედეგს. ნაწიბურიც პრაქტიკულად, შეუმჩნეველია.

– თუ შეიძლება, ამ ოპერაციის შემდეგ კიდევ ფეხმძიმობა?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. ანუ, ფიზიოლოგიურად არაფერი იცვლება და ქალს თუ უნდა, კიდევ ხუთ ბავშვს გააჩენს, მაგრამ უბრალოდ, დასანანია ის შედეგი, რომელიც ოპერაციის შემდეგ მივიღეთ. არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა ნაოპერაციები კანი ინარჩუნებს ელასტიკურობას. სასურველია პლასტიკური ოპერაცია გაკეთდეს მშობიარობების მოლევის შემდეგ (იცინის).

– ძალიან ბევრი ქალისთვის პრობლემაა, არა მარტო მუცელი, არამედ, მკლავებზე და ფეხებზე „დაკიდებული“ ზედმეტი კანი...

– გეთანხმებით. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა. გასუქდა, კანმა დაკარგა ელასტიკურობა და მკლავებმა დაკარგა ფორმა. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიის ჩარევით მივიღოთ სასურველი შედეგი. სხეულის კორექციის არაინვაზიური მეთოდი არის ლიპოსაქცია. რომელიც კეთდება სხეულის ყველა „უბანზე“, სადაც კი გროვდება ზედმეტი ცხიმი. ლიპოსაქცია არის ძალიან გავრცელებული და შედეგიანი ოპერაცია. მთელ მსოფლიოში, ყველა პლასტიკურ ოპერაციებს შორის ლიპოსაქცია პირველ ადგილზე დგას თავისი შედეგიანობისა და ეფექტურობის გამო. „ფასტ ფუდების“ გავრცელებამ გამოიწვია ადამიანების მასობრივი გასუქება და მე ვიტყოდი, გასიება, რასაც ხშირად დიეტა ვეღარ შველის. ძალიან მცდარი შეხედულება გაჩნდა თვითონ ლიპოსაქციაზეც. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის წონაში დაკლების მეთოდი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სხეულის კონტურის კორექციის მეთოდი, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. თუ არის ზედმეტი ცხიმი, კეთდება ლიპოსაქცია. ქალებში ზედმეტი ცხიმის დაგროვება ძირითადად ხდება თეძოებში, მათი აღნაგობის გამო. მამაკაცებში ასეთი რაღაც არ ხდება, სამაგიეროდ, ეზრდებათ მუცელი, ეგრეთ წოდებული „ღიპი“. ამ პრობლემის მოშორება გახდომით შეუძლებელია. ქალმა შეიძლება ოცი კილოგრამი დაიკლოს, გახდეს სახეზე, მხრები გაუხდეს, მაგრამ თეძოებში დაგროვილი ცხიმი მაინც დარჩება. ლიპოსაქცია კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტი არ რჩება კლინიკაში და შეუძლია მეორე დღესვე განაგრძოს თავისი საქმიანობა. ბანდაჟის ტარება ამ შემთხვევაშიც საჭიროა, დაახლოებით სამი კვირა. ლიპოსაქციის პოპულარობა განაპირობა მისმა ეფექტურობამ.

– მართალია, თუ არა მოსაზრება, რომ ლიპოსაქციის შემდეგ ცხიმი დაგროვებას იმ ადგილებში იწყებს, სადაც ის მანამდე არ იყო?

– არანაირად. ყველა, ვინც იკეთებს ლიპოსაქციას, ამას მეკითხება და ვპასუხობ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ ლიპოსაქციის შემდეგ პაციენტი მოიმატებს წონაში, ის მოიმატებს ჩვეულებრივად და სადაც უგროვდებოდა ცხიმი, ისევ იქ დაუგროვდება. კიდევ ვიმეორებ, ლიპოსაქცია არ არის გახდომის საშუალება და ისიც შეცდომაა, როცა ჰგონიათ, რომ სხეულის კორექციის შემდეგ, აღარ გასუქდებიან.

ალეკო კუზანოვი: რაც შეეხება იმას, რომ პაცინტი თავს ვერ ანებებს ჭამას, ამისთვის არსებობს ბარიართრიული ქირურგია. ამ ტიპის ოპერაციებიც კეთდება ჩვენს კლინიკაში.

– ახლა ქალის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან და სექსუალურ ნაწილზე ვისაუბროთ.

– მკერდი მართლაც არის ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბევრ ქალს ეშინია, იმპლანტით მკერდის გადიდების. აბსოლუტური სისულელეა ის, რომ მკერდის პროთეზირება იწვევს მკერდის დაავადებებს. ეს დამტკიცებულია და აღარც არის სალაპარაკო, რომ არანაირ დაავადებას იმპლანტი არ იწვევს. ამერიკაში სპეციალური გამოკვლევა ჩაატარეს. აკვირდებოდნენ ორი ათას ქალს, რომელთაც მკერდში იმპლანტი ჰქონდათ და ორი ათასს – რომელთაც საერთოდ არაფერი ჰქონდათ მკერდზე გაკეთებული. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საწყის სტადიაზე დაავადების ნიშნები იმათ უფრო აღენიშნებოდათ, ვისაც იმპლანტი არ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ როცა ქალს მკერდი გადიდებული აქვს, ის მეტ ყურადღებას აქცევს მას. შესაბამისად, სულ უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ გამოეპარება.

– რა შემთხვევაში ხდება მკერდის იმპლანტის გამოყენება?

– როცა მკერდი კარგავს თავის ბუნებრივ ფორმას, ზომას. ძირითადად, ეს ხდება ფეხმძიმობის და ლაქტაციის შემდეგ, რასაც ქალი ძალიან განიცდის.

აუგმენტაცია, ანუ მკერდის გადიდება საჭიროა მაშინაც, როცა ქალს მკერდი პრაქტიკულად არ აქვს, ან ძალიან პატარა ზომის აქვს.

კეთდება ლიფტინგი – დიდი, ქვემოთ ჩამოვარდნილი მკერდის აწევა და მისთვის ესთეტიკური, ლამაზი ფორმის მიცემა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმპლანტი არის საშუალო ხარისხის, კარგი და ძალიან კარგი. თუ პროფესიონალი ხარ და გინდა, ძალიან კარგი შედეგი მიიღო, უნდა იმუშაო მაღალი ხარისხის იმპლანტით. ჩვენს კლინიკაში დაბალი ხარისხის იმპლანტი არ გამოიყენება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პაციენტებს ზუსტად იმ ფირმისა და ხარისხის იმპლანტი უკეთდებათ, რომელსაც იყენებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მკერდის გასადიდებლად თუ კორექციისთვის, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კლინიკებში. ასი პროცენტით პასუხისმგებელი ვარ ამაზე. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს კლინიკაში ამისი ფასი ჰოლივუდის ფასებთან ახლოს ვერ მივა. თუმცა, ძალიან იაფად მკერდის კორექცია არ შეიძლება, გაკეთდეს. „ძალიან იაფი“ ნიშნავს იმას, რომ გამოიყენე იაფი პროთეზი. თვითონ ოპერაცია შეიძლება, ტექნიკურად ბრწყინვალედ იყოს შესრულებული, მაგრამ შედეგი მაინც არ აღმოჩნდეს სასურველი. ამიტომ, თუ იკეთებ უნდა გაიკეთო ის, რაც მართლა საუკეთესოა. ჩვენს მიერ გამოყენებული პროთეზის მწარმოებელი ფირმა იძლევა სამუდამო გარანტიას. ამგვარად, პროთეზები შეცვლას არ საჭიროებს, მაგრამ მკერდის ფორმა ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ მაინც იცვლება. მიზეზი ბუნებრივია, ასაკი! ამიტომ, თუ ისევ სრულყოფილება გვინდა, პატარა კორექცია გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროა.

– თქვენს კლინიკაში შესაძლებელია დიდი მკერდის დაპატარავება?

– დიახ. ზოგ შემთხვევაში ამისი აუცილებლობაც არსებობს. როცა ქალს აქვს უსაშველოდ დიდი მკერდი, ეს იმხელა მასაა, საუბარი აღარ არის მხოლოდ ესთეტიკაზე. პრობლემა ექმნება ხერხემალსაც და ფიზიკურად გაუსაძლისი ხდება მისი ტარება. მკერდს ამ ოპერაციის დროს არანაირი საფრთხე არ ექმნება. იმის შიშს, რომ „თუ მკერდს ქირურგის დანა მოხვდება, მას რამე ცუდი მოუვა“ ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე მიჰყავს. დადის წელში მოხრილი, მკერდი ჭიპამდეა ჩამოსული, ზურგი სტკივა, იწვევს ოსტეოქონდროზს. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, აუცილებელია, მკერდის მოცულობის შემცირება. კიდევ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ოპერაცია. მკერდი ხდება პატარა, ლამაზი და ძალიან სექსუალური.

„კუზანოვის კლინიკის“ მისამართებია: თბილისი, პეკინის გამზირი ¹5; ტელეფონები: 424-005; 855 19-20-20.

ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა ¹18; ტელეფონები: 9-33-11; 855 10-40-40.

ქუთაისი, იაშვილის ქუჩა ¹9; ტელეფონები: 3-55-11; 855 54-10-10.

P.S. „თბილისელების“ მომდევნო ნომერში, რეკონსტრუქციული ქირურგიის სასწაულებსა და „კუზანოვის კლინიკის“ პროფესიონალთა იმ გამაოგნებელ ოპერაციებზე გიამბობთ, რომელთა შემდეგაც ადამიანები ცხოვრებას ხელახლა იწყებენ.


скачать dle 11.3