კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: მაქვს ფორებიანი, რუხი ფერის კანი. ათასნაირი ნაყიდი კოსმეტიკური საშუალება გამოვიყენე, მაგრამ დიდი შედეგი ვერ მივიღე.

გთხოვთ, მასწავლოთ რამე ნიღაბი, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შევძლებ.

პასუხი: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ანადუღარი წყლით შეთხელებული თეთრი თიხა კარგად აურიეთ ერთმანეთში. ნიღაბი დაიდეთ სუფთა სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ – ცივით. უკეთესი ეფექტისთვის, ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ორჯერ, საღამოობით. ფორები შევიწროვდება და კანი გახდება გლუვი და სასიამოვნო.

კითხვა: როგორ გავიფერმკრთალო ჭორფლი?

პასუხი: ჭორფლის გასაფერმკრთალებლად გასწავლით ორი სახის ნიღაბს:

1. გაფცქვენით ნახევარი ვაშლი და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი (თუ თაფლზე ალერგიული არ ხართ), 1 ჩაის კოვზი ასკორბინის მჟავა და 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად აზილეთ, წაისვით მთელ სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენში გაზავებული შესაფერისი მკვებავი.

ეს ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.

2. ყოველდღე, ძილის წინ, სახე გაიწმინდეთ სპეციალური ლოსიონით:

კარგად ათქვეფილი 1 ცალი კვერცხის ცილის ქაფი შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს, 1 ჩაის კოვზ გლიცერინსა და 100 მილილიტრ ოდეკოლონს (ან 50 მილილიტრი არყისა და ამდენივე წყლის ნაზავს). წაისვით პრობლემურ ადგილებზე. 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით შესაფერისი მკვებავი, რომელშიც წინასწარ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი უნდა გახსნათ.

კითხვა: ჭარბი წონის გამო გამიჩნდა ღაბაბი. ახლა გავხდი, მაგრამ ღაბაბი მაინც დამრჩა, თუმცა ნაკლები ზომის. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ღაბაბის მოსაშორებლად, თუ ეს არ არის გამოწვეული ასაკით, ყველაზე ეფექტური საშუალებაა სპეციალური მასაჟი, რომელიც უნდა მოიცავდეს არა მარტო ღაბაბს, არამედ ყელსა და მხრებსაც. კარგი იქნება, თუ თქვენც „წაეხმარებით” ხოლმე ვარჯიშებით, მაგრამ მასაჟი უნდა გაგიკეთოთ სპეციალისტმა, რადგან თვითონ ამას ხარისხიანად ვერ შეძლებთ. და, რაც მთავარია, გახსოვდეთ: შედეგს უცბად ვერ იგრძნობთ, ამას საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდება.

კითხვა: ჯერ ახალგაზრდა ვარ, 31 წლის, მაგრამ ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ნაოჭები გამიჩნდა ცხვირზე და ტუჩების კუთხეებთან, რას მირჩევთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

პასუხი: პირველ ყოვლისა, მუდმივად აკონტროლეთ თავი და მოერიდეთ მიმიკებს – ესაა პირველი, რაც ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, ყოველ დილას და საღამოს თვითონ გაიკეთეთ პრობლემური ადგილების მსუბუქი მასაჟი, და შეეცადეთ, არ გამოგიშრეთ კანი. მასაჟის დროს მიმართულება უნდა იყოს შემდეგი: ცხვირის კეხიდან – ღაწვებისკენ და ტუჩების კუთხეებიდან – ლოყებისკენ. უკეთესი შედეგის მისაღებად, შეგიძლიათ, თქვენს კოსმეტოლოგს გააკეთებინოთ პარაფინის ნიღაბი, სახლში კი ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით კომპრესებიც გაიკეთოთ.

კითხვა: როგორ მოვამზადო ვარდის წყალი სახლის პირობებში?

პასუხი: ვარდის წყლის მოსამზადებლად არ გამოგადგებათ სათბურის ვარდები. ამიტომ, უნდა დაელოდოთ მაის-ივნისს, უფრო კარგი ხარისხის ტონიკი კი შემოდგომის ვარდის ფურცლებისგან მზადდება.

დილის 6-7 საათზე მოაგროვეთ შავი (მუქი ბორდო) ვარდის ფურცლები (ჯერ კიდევ ცვრიანი), ოღონდ, არც კოკორი იყოს და არც ძალიან გადაშლილი. გააშრეთ ჩრდილში, შემდეგ ჩაპრესეთ მუქი ფერის მინის ჭურჭელში და დაასხით 90-გრადუსიანი სპირტი, ისე რომ 1 სანტიმეტრით დაიფაროს ფურცლები. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და თავი პლასტელინით მოულესეთ. 2 თვით დადგით ბნელ, გრილ ოთახში. შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ ცალკე, ჰერმეტულად დაცულ მინის ჭურჭელში. მოხმარების წინ გააზავეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი ნაყენი + 1 ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი.

კითხვა: როგორ მოვამზადო კანის გამწმენდი „ჰერკულესით“ და როგორი ტიპის კანისთვის გამოიყენება ის?

პასუხი: „ჰერკულესით“ მომზადებული გამწმენდი გამოიყენება როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი კანისთვის. მისი მომზადება ძალიან ადვილია: 1 ჩაის ჭიქა „ჰერკულესი“ დაფქვით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი (სავსე) სოდა თუ მშრალი კანისთვის გჭირდებათ, ან ამდენივე ბორის მჟავა ცხიმიანი კანისთვის და კარგად აურიეთ. ინახება 1-2 თვე, თავდახურულ ჭურჭელში, მშრალ, გრილ ადგილას.

მოხმარების წინ, 2 ჩაის კოვზ ნარევს შეაზილეთ თბილი მაწონი, ან მცენარეული ნაყენები – მუხის ქერქის, სალბის, გვირილას, პიტნის, ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე და რომ შეშრება, ძალიან ნაზად, დოლბანდის ტამპონით გაიკეთეთ პილინგი. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით შესაფერისი მკვებავი.


скачать dle 11.3