კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიშია თუ არა ხშირი რადიკულიტი


რადიკულიტი ხერხემლის ოსტეოქონდროზით გამოწვეული დაავადებაა. ამ დროს, მოძრაობის შედეგად ზიანდება ხერხემლის მალთაშუა სახსრები. გამოწეულ დისკზე ილექება ნარჩენი მარილები, წარმოიქმნება წამონაზარდები, რომლებიც აწვება ნერვების ფესვებს და მათ შეშუპებასა და ტკივილს იწვევს.

დაავადება წელის ტკივილით იწყება და ეს პროცესი ქრონიკულად მიმდინარეობს.

ასევე, არსებობს კისრისა და გულმკერდის რადიკულიტიც.

გულმკერდის რადიკულიტი უმეტესად სხვა ორგანოთა ტკივილის სიმულაციას ახდენს, კისრის რადიკულიტის დროს კი ხშირად შეცდომით ინფარქტის დიაგნოზსაც სვამენ. დალექილი მარილები ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება ჩალაგდეს. ყველაზე ხშირია გავა-წელის რადიკულიტი, რომლითაც ბევრი ადამიანი იტანჯება, რადგან სხეულის მთელი სიმძიმე სწორედ ამ ადგილს აწვება.

გულმკერდის რადიკულიტი შედარებით იშვიათია, რასაც ვერ ვიტყვით კისრის რადიკულიტზე.

წელის რადიკულიტი ისეთი საშიში არ არის, როგორც კისრის. ვისაც მიდრეკილება აქვს ამ დაავადებისკენ, კარგად იცის, რომ უნდა მოერიდოს სიმძიმეების აწევას, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე, მოერიდოს ცივ წყალსა და ორპირ ქარს.

კისრის რადიკულიტისგან რომ დაიზღვიოთ თავი, სასურველია ყოველდღე გააკეთოთ კისრის მოძრაობები მარჯვნივ და მარცხნივ, უკან და წინ გადახრით. ამ დროს ხერხემალი იჭიმება და მალები ერთმანეთს შორდება.

მალებზე მარილების დალექვას თავიდან ვერ აიცილებთ კვების რაციონის კონტროლითაც.

რადიკულიტი ორგანიზმის გენეტიკურად კოდირებული დაავადებაა და ამ დაავადებისადმი მიდრეკილება შთამომავლობით გადაეცემა.

ამიტომ, თუ თქვენ ამ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებით, სასურველია, გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და იცხოვროთ ჯანსაღად.


скачать dle 11.3