კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პრეპარატები მოქმედებს უარყოფითად მამაკაცის პოტენციაზე და როდის დგება გარდამავალი პერიოდი


მამაკაცებს გარდამავალი პერიოდი, დაახლოებით, 50-60 წლის ასაკში ეწყებათ. ამ დროს საგრძნობლად მცირდება სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავება, რასაც თან მოსდევს თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლა. ამ დროს მამაკაცს კლიმაქსი უვითარდება.

კლიმაქსური პერიოდი მამაკაცებში დაახლოებით ორიდან ოთხ წლამდე გრძელდება და ამ პროცესს თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულის ფრიალი, არტერიული წნევის მატება, მეხსიერების მკვეთრი გაუარესება, ძილის რეჟიმის დარღვევა, შრომის უნარის დაქვეითება. ასევე, მნიშვნელოვნად ქვეითდება სქესობრივი პოტენციაც. ამ პერიოდში, მამაკაცისთვის რეკომენდებულია ვიტამინების მიღება და დიეტის დაცვა.

კლიმაქსის პათოლოგიური მიმდინარეობისას შესაძლოა, საჭირო გახდეს ჰორმონული პრეპარატებისა და ანტიდეპრესანტების მიღება. საწყის პერიოდში კი ხალხურ მედიცინაში აპრობირებული მეთოდებიც დაგეხმარებათ.

გაღიზიანებისა და უძილობის დროს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით პიტნის, კატაბალახას და გვირილის ყვავილები. ნარევის ერთ სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი. დადგით დაახლოებით, ოცი ცუთით ან ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ, ძილის წინ.

ნერვული აღგზნებისა და გულის ფრიალის დროს აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას, შავბალახას, ძირას და კამის ნარევი. ერთი სუფრის კოვზს დაასხით ანადუღარი ერთი ჩაის ჭიქა წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ.

არტერიული წნევის მატებისას აიღეთ თანაბარი რაოდენობით კუნელი, ფითრი, შავბალახა და ხეჭრელი. ნარევის ერთ სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

სხვათა შორის, სექსუალური ფუნქციის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა პრეპარატმა. მათ ჯგუფს ეკუთვნის ჰიპოტენზიური საშუალებები, გულის რიტმის დარღვევის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ასევე სპაზმოლიტიკები, ზოგიერთი ჰორმონი, ანტიდეპრესანტები, ნეიროლუპტიკები, წყლულოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, სიმსივნის საწინააღმდეგო წამლები. პრეპარატების მოქმედება შეუქცევადია და მამაკაცის ცნობიერებაში უსიამოვნო კვალს ტოვებს.

არსებობს ასევე პრეპარატები, რომელთა მოულოდნელი გვერდითი ეფექტი პოტენციის მატებაა. ასეთ პრეპარატებს ეკუთვნის: ადაპტოგენები, მაგალითად, ჟენშენის ნაყენი, ნეიროსტიმულატორები და ასე შემდეგ.

ორმოცდაათი ან ასი მილილიტრი ალკოჰოლიც ერთგვარი სტიმულატორია, მაგრამ მისი რეგულარულად სმა არ შეიძლება. ის შხამავს ტვინს, შინაგან ორგანოებს, სათესლე ჯირკვლებს და საბოლოო ჯამში, მამაკაცისთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს.


скачать dle 11.3