კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: მაწუხებს სახსრები. მაინტერესებს, ფიზიკური ვარჯიში ჩემთვის სასარგებლოა თუ მავნებელი?

პასუხი: არსებობს სახსრების ანთებითი დაავადება, რომელსაც ართრიტი ეწოდება. არსებობს სახსრების დეფორმაციული ცვლილებები – ართროზი. დეფორმაციული ართროზი ხშირად რთულდება ანთებითი კომპონენტით. სწორედ ასეთ დროს არავითარი ვარჯიში არ შეიძლება, ვიდრე ანთება არ ჩაქრება. შემდგომში კი უკვე შეიძლება, შეირჩეს ფიზიკური დატვირთვის გარკვეული ვარიანტი. საწყის სტადიაში ფიზკულტურა ყოველთვის სასარგებლოა, მაგრამ არ შეიძლება სახსრის ზედმეტი გადატვირთვა. მთავარია, გაირკვეს დაავადების რომელი სტადია გაქვთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მიიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები.

კითხვა: ვარ 22 წლის. 5 თვის წინ ვიმშობიარე. ნაყოფი დაიღუპა, რადგან მქონდა ვირუსი. ჩავიტარე მკურნალობა, რის შემდეგაც სისხლში ვირუსი აღარ აღმენიშნება. გთხოვთ მირჩიოთ, შეიძლება თუ არა კიდევ დაორსულება?

პასუხი: ქლამიდიური და ციტომეგალოვირუსული ინფექცია სერიოზული პრობლემაა ორსულობის ნორმალურად წარმართვისთვის. ამიტომ, ამ ინფექციებისგან განკურნება შემდგომი ორსულობის დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობა გახლავთ. მკვდრადშობადობის შემდეგ ქალს ურჩევენ, ერთხანს არ დაორსულდეს, რათა ორგანიზმი სტრესული მდგომარეობიდან გამოვიდეს და თავი დააღწიოს ყველა იმ მიზეზს, რომლებმაც მშობიარობის გართულება გამოიწვია. თქვენ შემთხვევაში ეს პერიოდი უკვე გასულია.

კითხვა: რამდენიმე წლის წინ მოვიტეხე ლავიწის ძვალი. მკურნალობის შემდეგ ძვალი შეხორცდა, მაგრამ დარჩა მცირე დეფორმაცია. გთხოვთ, მითხრათ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ლავიწის არასწორ შეხორცებას?

პასუხი: კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია ლავიწის არასწორი შეხორცების შემთხვევები. როგორც წესი, ეს არ იწვევს ხელის ფუნქციის მნიშვნელოვან დარღვევებს და ქირურგიულ კორექციას არ მოითხოვს. ლავიწის მოტეხილობის კონსერვატული მკურნალობის დროს მოტეხილი ნაწილების დაფიქსირება საკმაოდ ძნელია. იდეალური შეხორცება მხოლოდ ქირურგიული მეთოდის გამოყენებითაა შესაძლებელი, მაგრამ ოპერაციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ლავიწის მახლობლად მდებარე ნერვულ-სისხლძარღვოვან წნულს დაზიანება ემუქრება. ლავიწის არასწორი შეხორცებით მიღებულ დეფორმაციას რაიმე მძიმე გართულება არ მოჰყვება.

კითხვა: მაწუხებს ჭარბთმიანობა. ეპილაცია ლაზერით იწვევს თუ არა სისხლში საშიშ ცვლილებებს ან ონკოლოგიური დაავადების საშიშროებას?

პასუხი: ლაზერული ეპილატორი თმის ძირებზე ისე მოქმედებს, რომ არავითარ გავლენას არ ახდენს სისხლზე და არც სხვა რაიმე გართულებას იწვევს. მაგრამ გირჩევთ, სანამ ჭარბთმიანობის გამო ეპილაციას მიმართავთ, მისი მიზეზი დაადგინოთ, მაგალითად, ხომ არ არის იგი ჰორმონული ცვლის დარღვევის ბრალი. ამიტომ, გინეკოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.

კითხვა: 5 თვეა, წყალზე მოთხოვნილება დამეკარგა. შემიძლია, უზომოდ ვსვა ჩაი, კომპოტი, წვენები. გთხოვთ, მიპასუხოთ, საშიში ხომ არ არის ეს და რაიმე დაავადებაზე ხომ არ მიუთითებს?

პასუხი: თუ ადამიანი დღის განმავლობაში სითხის საჭირო რაოდენობას იღებს, არ არის აუცილებელი, წყალიც სვას, თუ ამის მოთხოვნილება არ აქვს. სითხე შეგიძლიათ, მიიღოთ ჩაის, მინერალური წყლის, კომპოტის, ყავის, წვნიანი კერძის სახით. წყლის გარკვეულ რაოდენობას შეიცავს მშრალი პროდუქტებიც. ასე რომ, თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, ორგანიზმი წყლის შიმშილს არ განიცდის, ამდენად, არც მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე.

კითხვა: ვარ 25 წლის. მყავს 3 წლის გოგონა, რომელსაც 7 თვემდე ვაწოვე ძუძუ. ერთი წელია, მარცხენა ძუძუდან გამომდის 1-2 წვეთი გამჭვირვალე სითხე. ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა ზომიერად გამოხატული დიფუზური ციბროზულ-ცისტოზური მასტოპათიის სურათი და მარცხენა იღლიის ფოსოში მცირედ გადიდებული შეუცვლელი ექოსტრუქტურის ლიმფური კვანძი. არის თუ არა ეს საშიში და მირჩიეთ, რა ვქნა?

პასუხი: გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ონკოლოგ-მამოლოგს, ის უკეთ გაარკვევს, საშიშია თუ არა თქვენი მდგომარეობა და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ.

კითხვა: ვარ 39 წლის. ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი. ეს ორი თვეა, უეცრად დავიწყე დაბერება – ხელები გამიყვითლდა, გამომიშრა და წვრილ-წვრილად დამინაოჭდა. ასეთი ხელები 80 წლის ქალსაც არ ექნება. ცოტა ხნის წინ შარდსასქესო ორგანოების ანთების სამკურნალო კურსი ჩავიტარე ძლიერი ანტიბიოტიკებით. მაქვს ჰორმონული დისბალანსი, კერძოდ, კეტოსტეროიდები. ყველაფერი ამის ბრალი ხომ არ იქნება?

პასუხი: სისხლში, ეკტოსტეროიდების მატება იმაზე მეტყველებს, რომ ენდოკრინულ სისტემაში პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს. ეს ნიშანი გვხვდება იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს. ეს სინდრომი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ იდროკორტიზონის ჭარბი წარმოქმნის შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა. იგი 30-40 წლის ქალებს ემართებათ. სინდრომს ახასიათებს კანის ატროფია-განლევა, გამოშრობა. სხეულსა და კიდურებზე მოწითალო-მარმარილოსფერი ელფერის ზოლების გაჩენა. შემდგომში ვითარდება კუნთების სხვადასხვა ინტენსივობის ატროფიაც. გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინოლოგს.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3