ნუ აშიმშილებთ ორგანიზმს საჭირო ვიტამინებისგან
ადამიანის ორგანიზმმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, აუცილებელია, ის სასარგებლო და საჭირო ვიტამინებით მოამარაგოთ. მით უმეტეს ახლა, როცა საკმაოდ ცივა და ათასგვარი რესპირატორული დაავადებაა გააქტიურებული. გაგაცნობთ საკვებს, რომლებიც შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს და რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ ყოველდღიურ საკვებ რაციონში.
A ვიტამინს შეიცავს: რძე, კვერცხი, ღვიძლი, თევზის ქონი, ყველი, კარაქი, სტაფილო, მარგარინი, ისპანახი, პომიდორი.
C ვიტამინს შეიცავს: ალუბალი, ფორთოხალი, კომბოსტო, გრეიპფრუტი, კივი, მარწყვი, ნესვი, შავი მოცხარი, ისპანახი, ყაბაყი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, ასკილი, წიწაკა, ოხრახუში.
D ვიტამინს შეიცავს: ნაღები, კარაქი, იოგურტი, რძე, თევზი.
E ვიტამინს – ხორბალი, ნუში, თხილი, მაიონეზი, კარაქი, ზეთი, კვერცხი, ქაცვი, ბურღულეული, პური.
Q10-ს შეიცავს თევზი, ნიგოზი, ხორბალი, ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტი.
ბეტა-კაროტინს შეიცავს: სტაფილო, კარტოფილი, პომიდორი, ისპანახი, ოხრახუში, სატაცური, გოგრა, გარგარი, ნესვი, ბროწეული.
ფლავონოიდებს – მარწყვი, ისპანახი, მოცვი, როზმარინი, სალბი, წითელი ღვინო.
სელენს შეიცავს ზღვის პროდუქტები, თირკმელი, ღვიძლი, ხორბალი.
A, C, E, K, P ვიტამინები და მიკროელემენტები, მაგალითად, სელენი შედის ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ სისტემაში. ისინი იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ნივთიერებათა ცვლის დროს, და არასასურველი ფაქტორების ზეგავლენისას – სტრესი, არასწორი კვება, გამონაბოლქვი აირები, სიგარეტის კვამლი, მაგნიტური ქარიშხალი, ქარი, სიცივე და ასე შემდეგ.