კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიქმნა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, რომელიც სასწაულებს ახდენს და იმ ოჯახებში დაბრძანდება, სადაც სიკვდილიანობაა


სანდომიანი და საოცრად თბილი ქალბატონი, მარიამ ცინცაძე, რომელსაც ძალიან ხშირად ნახავთ სამების ტაძარში, ფონიჭალაში ცხოვრობს. მისი ბინის ერთ ოთახში მთლიანად ულამაზესი ხატებია დაბრძანებული. მათ უმრავლესობას საინტერესო ისტორია აქვს, ზოგიერთს მირონი სდის. რაც მთავარია, მათ წინაშე ადამიანი თავს საოცრად თბილად გრძნობს, ხვდება, რომ მასზე უფალი, დედა ღვთისმშობელი და წმიდანები ზრუნავენ.


დედა მარიამი: ხატების დიდი ნაწილი ისტორიულია, მაგალითად 120 წლის არის წმიდა ნიკოლოზის, მაცხოვრის ხატი. ღვთისმშობლის მიძინების ხატს მირონი სდის. ეს იერუსალიმიდან არის ჩამობრძანებული. აღდგომას წამოუვიდა მირონი, სულ დაიცვარა და შემდეგ მირონის წვეთები მკლავთან გაჩერდა. თითქმის ყველა ხატს მოსდის მირონი. დედა ღვთისმშობლის ხატს რომ წამოუვიდა მირონი, არ დავიჯერე, მეგონა, ზეთი დამექცა. მერე უწმიდესთან ავედი. ეს იყო 5 წლის წინ. უწმიდესმა მითხრა, ნუ ნერვიულობ, თეფში დაუდგი ქვეშო. შემდეგ ყაზანის ღვთისმშობელს შარავანდედიდან გადმოუვიდა მირონი. რამდენიმე ხნის წინ გავუკეთე ხატს რესტავრაცია. კარიბჭის ღვთისმშობელსაც მოსდის მირონი. ეს ხატი სომხებთან იყო ბინაში ექვსი წლის განმავლობაში. მე ამ სახლში დაახლოებით, მეექვსე წელია, გადმოვედი. როდესაც მეზობლებთან ავდიოდი სახლში, ჩემთვის გულში ვლოცულობდი, ყაზანის ღვთისმშობელო, უფალმა მაპატიოს და აქ, რატომ ხარ, სადაც ულოცველობაა, არავინ ლოცულობს-მეთქი. ამ ოჯახის დიასახლისი, ემა ცუდად იყო. დაახლოებით, 4 წლის წინ რაღაცაზე გამაბრაზა, გამოვიხურე კარი და წამოვედი. ცოტა ხანში ემა მოვიდა ჩემთან, თან ხატი ეჭირა ხელში. მეუბნება, შენ, რომ წახვედი, ხატი გადმოვარდა და თითქოს დაბლა დაემხო. იმხელა ლურსმანზე ეკიდა, გამორიცხულია თავისით ჩამოვარდნილიყოო. გადმომცა, შენ გქონდეს, ღვთისმშობელს შენთან უნდაო. აღდგომის მარხვა იწყებოდა. მოვეფერე, რესტავრაცია გავუკეთე, გავწმინდე, მამაოს ვაკურთხებინე და რომ მოვაბრძანე სახლში, აღდგომის მარხვის მეორე თუ მესამე კვირა იყო, დავინახე, მირონი წამოუვიდა. მერე სხვა ხატებზეც დაიწყო მირონმა დენა. მე არ ვწმენდ ხოლმე, თვითონ შრება. ყველა ხატი ნერვიულობით, ტირილით მაქვს მოპოვებული, ბევრიც მამაოების ნაჩუქარია. კარგად მახსოვს, დიდუბის ეკლესიაში მივედი, უცებ ერთმა მამაომ ხმამაღლა დაიძახა, გაიწიეთ ხალხო! მოდი ჩემთან, როგორ ჰყვარებიხარ ღვთისმშობელსო. მამა გაბრიელი იყო, მე მაშინ ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სალოსი ბერი. თავზარი დამეცა, დედა ღვთისმშობლის ხატთან მივედი და ლოცვა დავიწყე.

– მას შემდეგ თქვენი ცხოვრება შეიცვალა?

– კი. ადრე „მამაო ჩვენოც” კი არ ვიცოდი, დიდი ოჯახი გვქონდა, ბევრი ხალხი მოდიოდა ჩვენთან. დედა წავკისიდან იყო, წმიდა მარინას ტაძართან ვარ გაზრდილი, იქ არის თეთრი მთის წვერის წმიდა გიორგი. ერთხელ ავედით ეკლესიაში, საკლავი დაკლა ჩემმა ოჯახმა, პატარა ვიყავი და მახსოვს, როგორ ურბენდა გარშემო დედაჩემი სახლს, ყვიროდა მიშველეთო. ალბათ, რაღაც არ მოეწონა უფალს, მე ასე ვხსნი და მერე მე დამამიზეზა. ძალიან კეთილშობილი მშობლები მყავდა, მაგრამ როგორც კი ეკლესიაში დავაპირებდი წასვლას, დედა მკლავდა, საშინელ დღეში მაგდებდა. ეშმაკმა დიდ ბრძოლებს შემყარა, მაგრამ უფალმა იცის, რომ ავიტანე. სულ ღმერთს ვევედრებოდი, მიშველე-მეთქი, თუმცა ზუსტად არც კი ვიცოდი, ვის ვეხვეწებოდი. მაშინ დეზერტირების ბაზათან ხატები იყიდებოდა, მივიდოდი და დედა ღვთისმშობლის ხატთან დავდგებოდი ხოლმე. მახსოვს, ზევით ავიხედე და დავინახე სამება, თეთრი წვერით, წარბებით. იცი, როგორ დავინახე, თვალებს, რომ დახუჭავ და მერე უცებ გაახელ. აღმოსავლეთისკენ ჰქონდა სახე, დასავლეთით ცისარტყელა გამოისახა, ჩრდილოეთიდან კი თეთრებში ჩაცმული ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგი. ეს იყო წამიერი, გავიდა დრო და ყველაფერი დამექცა თავზე, გავნადგურდი, ბოროტმა დამახეთქა და უფალმა წამომაყენა ფეხზე. ყველა გაიყვანა ამქვეყნიდან ვინც მებრძოდა. შარშან აღდგომის ღამეს ჩემი შვილიშვილი სამებაში იყო. მერე მიყვებოდა, ეკლესიაში ვიდექი, ახალგაზრდა გოგონა მედგა გვერდზე. მითხრა, ერთი აიხედე ზემოთ, რა არისო. დაუნახავთ გარდამოხსნილი ქრისტე, დედა ღვთისმშობელი, რომელიც ყველას ათვალიერებდა, სერაფიმები, ქერუბიმები, წმიდა გიორგი. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, პატრიარქი რომ გამოვიდა საკურთხევლიდანო. ბევრ ადამიანს დაუნახავს.

– როგორ შეიქმნა სამხელიანი ხატი?

– ყველაფერი წამართვეს: ორი სახლი, ავტომობილი. ხუთი წელია ფეხით დავდივარ, ალბათ ასე უნდა უფალს და მადლობას ვწირავ ამისთვის. მახსოვს, სამების ტაძარი უკვე აშენებული იყო, ამბიონზე სამხელიანი ღვთისმშობელი გახლდათ დაბრძანებული. რომ შევედი, რაღაც დამემართა, მინდოდა, მივსულიყავი და მუხლი მომედრიკა მის წინაშე. უფრო ადრე სიონში დავდიოდი, ჩემს სულიერ დას ჰქონდა ხილვა, მოდიოდი და მოგქონდა თაფლი, სანთლებიო. მითხრა – მე სამხელიანი ღვთისმშობელი ვარო. ეს 8 წლის წინ ხდებოდა, ღმერთმა შემინდოს და მასხრად ავიგდე. გავიდა დრო და სამებაში ვნახე ეს ხატი, დავემხე და უცებ მომესმა ხმა, ხატი შექმენიო. სამი თვე მივდიოდი ღვთისმშობლის ხატთან და ვეკითხებოდი, რა ხატი-მეთქი. ერთ დღეს ჯვრის მამის ტაძარში მივედი მამა ტარიელთან. მითხრა, წადი, სიონის წინ, რომ ეზოა, დადექი, წიგნები აიღე და ვინც მოვა და რამეს გკითხავს, ყველაფერი აუხსენიო. კაპიკი ფული არ მქონდა, დავდექი, გამოვიტანე წიგნები, ორი კვირის განმავლობაში ვიდექი, თან გამუდმებით მომდიოდა ფიქრები, ხატი გააკეთე, ხატი გააკეთეო. დაიწყო მესამე კვირა, მოვიდა ჩემთან ორი ადამიანი და მეუბნება, ხატი შევქმნათ, ოღონდ სამხელიანი ღვთისმშობლისო. მაშინვე გამახსენდა ყველაფერი, ჯვრის მამიდან დავიწყე ჩამოვლა და მათხოვრობით მოვაგროვე 110 ლარი, ფიცრის ფული მქონდა უკვე, მაგრამ ეს რაში მეყოფოდა. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის სტიქაროსანთან მივედი, სახელოსნო აქვს, ხატებს აკეთებს და მას ვთხოვე ხატის გაკეთება. მალევე დამირეკეს და წავედი სამუშაოდ უცხოეთში. მამაოებს თავი დავალოცვინე, ხატი მაქვს შესაქმნელი და უცხოეთში უნდა წავიდე-მეთქი. ანკარაში წავედი, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში მოვხვდი, რამდენიმე ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, ძალიან კარგი ხალხი შემხვდა. სამჯერ ვიყავი, ფული შევაგროვე, ბოლოს ისე ცუდად გავხდი, ვეღარ მოვდიოდი. როგორც იქნა, ჩამოვედი, მაშინვე უკეთ გავხდი, დავიწყე ხატის შექმნაზე ზრუნვა. სამხელიანი ღვთისმშობელი, რომელიც საკმაოდ დიდია, სამ თვეში შეიქმნა. ბოლოს ფული აღარ მქონდა, მაკლდებოდა. რომ მივედი ხატის წამოსაბრძანებლად, ხელოსანმა მითხრა, ოთხი შვილი მყავს და ოთხას ლარს მე შემოვწირავ, აღარ მინდაო. ამის შემდეგ ხატი ჯერ სიონში მივაბრძანეთ და მერე სამებაში წავაბრძანეთ. საკურთხეველში შეაბრძანეს, უწმიდესი მივიდა და როგორც მითხრეს, ემთხვია ხატსო. გარეთ, რომ გამოაბრძანეს, გადაწერა პირჯვარი, დალოცა და კიდევ ემთხვია. იმ დღიდან უკვე დაბრძანდება ხატი. კიოტიც გავუკეთეთ. ჩავაბრძანე. 2005 წელს შეიქმნა ხატი და დღემდე დაბრძანდება ოჯახებში. მუხიანში, სადაც ნანასა და მირიანის სახელობის ეკლესიაა, იმის ზემოთ აგარაკებია. ერთ ქალს შევხვდი, ვისაუბრეთ, მერე მითხრეს ამ ქალთან ოჯახში გველები ბუდობს და მასთან ვერავინ მიდისო. გადავწყვიტე, ხატი მიმებრძანებინა. მისი მეუღლე თავიდან წინააღმდეგი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც უკრაინიდან ჩამოაბრძანეს წმიდა ანდრია მოციქულის ფეხი. მამაომ მითხრა, დედა მინა შენთან იყოს სახლშიო. ერთად დავყვებოდით ხატს. ერთი კვირის განმავლობაში იყო ის ხატი მათთან დაბრძანებული, მთელი ოჯახი მოექცა, გველებიც გაქრა. დღეს ისინი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ. სამი სურნელი მირონდენა წამოიღო იმ ოჯახიდან ხატმა. მაშინ შავები კი მეცვა, მაგრამ შემოსილი არ დავდიოდი. ერთ დღესაც ოჯახის დიასახლისმა გამომიტანა კაბა, ეს ჩემთვის შევიკერე და შენ ჩაიცვიო. მერე უკვე თავის მობურვა მინდოდა, პატრიარქთან, რომ მივდიოდი ზეთის ცხებაზე, ასე მეგონა, შიშველი ვიყავი. ბრძოლები დამეწყო, ვერ ვიბურავდი თავს, ბოლოს მამაოს ვთხოვე, პირჯვარი გადაეწერა და მას შემდეგ, როგორც იქნა, თავიც მოვიბურე.

– როგორც ვიცი, ამ ხატს იმ ოჯახებში მიაბრძანებთ, სადაც სიკვდილიანობა და ბევრი განსაცდელია.

– კი, ხატი თავად მეუბნება, სად უნდა მივაბრძანო. ადრე დმანისში წავაბრძანეთ, ავარიაში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი 16 წლის ბიჭი გადარჩა. ხატი მათთან შემთხვევით მოხვდა. დიდუბეში მქონდა ხატი დაბრძანებული, დამირეკეს, მეტეხის ეკლესიის მრევლია და ხატის წაბრძანება უნდათ სახლშიო. მეც გავყევი ხატს და ხატებთან, კუთხეში დავინახე ყაზანის ღვთისმშობელი. ვუთხარი ოჯახის დიასახლისს, ეს ხატები ერთად დავაბრძანოთ-მეთქი. გადაირია, ეგ ხატი ჩემმა ძმისშვილმა მაჩუქა, რომელიც ძალიან ცუდად არის, ტყუილად არ აგიღია ხელშიო. გადავწყვიტეთ, ხატი დმანისში წაგვებრძანებინა. ეს ბავშვი გათიშული იყო. სანამ გაითიშებოდა, მანამდე დედამისისთვის უთქვამს, რატომ არ ყიდულობ ღვთისმშობლის ხატსო და გათიშულა კიდეც. ეს ბიჭი ძალიან ცუდად იყო. გაშტერებული ერთ ადგილს უყურებდა მხოლოდ. ხატმა იქ მოითხოვა წაბრძანება, არადა სია წინასწარ გვქონდა შედგენილი. ბიჭი აპარატზე იყო შეერთებული, ისე დააწვინეს, პირდაპირ ღვთისმშობელს უყურებდა. როგორც მითხრეს, როდესაც ხატი წამოვაბრძანეთ, ჭამა დაიწყო, ხელსაც ამოძრავებს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და არ ვიცი, როგორ არის. იმის შემდეგ სხვა ოჯახში წავაბრძანეთ, ოჯახის დიასახლისს მკერდი ჰქონდა მოკვეთილი. სხვა ოჯახში უნდა წაგვებრძანებინა და იქ წავაბრძანეთ. როგორც უკვე ვთქვი, ხატი თვითონ მეუბნება სად უნდა წაბრძანდეს, სად, რომელი ადგილი უნდა მოილოცოს და ვის ოჯახში ითხოვს მიბრძანებას და შეწევნას.


скачать dle 11.3