კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა იქონია გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე ჯეკსონის სიკვდილმა


მართალია, ქართული მოდის კვირეული უკვე კარზე მოგვადგა, მაგრამ ამ დღეებში დიზაინერები 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის პრეტ-ა-პორტე კოლექციას წარმოადგენენ. გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე საუბარი კი ბიჭოლას, სხვა ცნობილი ბრენდების ტენდენციების გათვალისწინებით, ვთხოვეთ და საინტერესო რჩევებიც მივიღეთ.

ბიჭოლა: ძალიან რთულია, რომ, მე, როგორც დიზაინერმა, მოდის ტენდენციებზე ვისაუბრო, როდესაც თავად ვცდილობ ახალი და საინტერესო ვთქვა ამ სფეროში. თუმცა, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები ჯერ კიდევ გასულ წელს წარმოადგინეს მოდის სახლებმა და მათ ძალიან ბევრი საერთო ხაზი და მიმდინარეობა ჰქონდათ. პირველ ყოვლისა საერთო მიმართულებებიდან კონსტრუქციები უნდა გამოვყო, რადგან ტენდენციურ ფერზე ვერ ვისაუბრებთ. თუ ერთ დიზაინერს კოლექციის მთავარ ფერად ვარდისფერი აქვს არჩეული, მეორე – გაზაფხული-ზაფხულშიც კი ნაცრისფერს ანიჭებს უპირატესობას. მოდაშია, უხეშად რომ ვთქვათ, კონსტრუქციებით თამაში. მაღალი მხრები კვლავ ძალიან აქტუალურია. ლიპაზე დამუშავებული მხარი თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა. მოდაშია ეგრეთ წოდებული ორბორტიანი პიჯაკები და ტანზე მომდგარი, კოჭამდე შარვლები. პიჯაკი, ზაფხულის ცხელ დღეებში, უბრალო მაისურზე ან თხელ კაბაზეც არ კარგავს აქტუალობას.

– მაღალ მხრებზე გავლენა მაიკლ ჯეკსონის გარდაცვალებამაც ხომ არ იქონია?

– რა თქმა უნდა. ჯეკსონის გარდაცვალებამ, ზოგადად, თანამედროვე კულტურაზე და განსაკუთრებით მოდაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და, ალბათ, კიდევ დიდხანს დატოვებს კვალს. უბრალო თეთრი მაისური, მხრებთან გამოკვეთილი პიჯაკი, მოკლე შარვალი და 90-იან წლებში ასე მოდური, ეგრეთ წოდებული, „ჯეკსონები“, წელს აქტუალობის პიკშია. ეს არის თხელი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, რომელშიც აქცენტი წინდაზე კეთდება. რაც შეეხება ქალის ფეხსაცმელს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული მოდის, დიზაინერების უმრავლესობა აქცენტს მაინც მაღალ ქუსლებზე აკეთებს და ამ მიმართულებით ბევრი ინტერპრეტაცია ამ სეზონის ჰიტია. გალიანო, პრადა და სხვა დიზაინერები ისევ იხსენებენ შარშანდელ ქუსლებს – ზოგიერთ ქუსლს ქალის სხეულის ფორმა რომ ჰქონდა, ზოგი კი, უბრალოდ, ქუსლის იმიტაციას ქმნიდა. მათ ამ სეზონზეც არ დაიშურეს უცნაური ფეხსაცმელების სიმრავლე. საერთოდ, წლევანდელ კოლექციებში ფეხსაცმელებსა და აქსესუარებზე დიდი დატვირთვა კეთდება.

– როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგად ჩაცმული ქალი ამ გაზაფხულზე?

– როგორც გითხარით, აუცილებელია პიჯაკი, რომელსაც ძალიან მაღალ მხრებს გავუკეთებდი და ცოტა გავაუხეშებდი, თუმცა, მის შერბილებას ორიგინალური, საინტერესო გულსაბნევით ან შარფით შევეცდებოდი. თხელი, ნახატებიანი ან „მარნის“ სტილში გადაწყვეტილი მაისური და ტანზე კარგად შემოტკეცილი ჯინსი. ამ სეზონზე აქტუალურია ნაცრისფერი ან, ეგრეთ წოდებული, მოხარშული ჯინსები და მაღალქუსლიანი ლამაზი ფეხსაცმელი. ზუსტად ანალოგიურად ჩავაცმევდი მამაკაცსაც, მაგრამ, ქუსლიან ფეხსაცმელს „ჯეკსონებით“ ჩავანაცვლებდი. რაც შეეხება საღამოს ჩაცმულობას და ყოველდღიურ კაბებს, აქ დიზაინერები სრულ მრავალფეროვნებას ინარჩუნებენ. ტენდენციებიდან შეგვიძლია, გამოვყოთ ის, რომ თხელი, სადა და ძალიან ქალური კაბების შესაქმნელად ისინი აბრეშუმსა და სხვა ძალიან ნაზსა და ჰაეროვან ქსოვილს იყენებენ. აქსესუარებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ყველაფერი. მოდაშია ძალიან დატვირთული, ლითონის ელემენტებით გაფორმებული სამოსი და, თუ სამოსზე ბევრ „რკინას“ ვერ იგუებთ, შეგიძლიათ, უხეში მძივი, სამაჯური ან დიდი გულსაბნევი მოირგოთ.


скачать dle 11.3