კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად ცხოვრობდა ორი კვირა თამთა გოგუაძე ნაპოლეონის სასტუმროში და სად შეხვდა ის კაროლ ბუკეს


მომღერალი თამთა გოგუაძე ბოლო წელიწად-ნახევარს თითქმის სულ უცხოეთში ატარებს. ამ დროის განმავლობაში მან 3 კონტინენტი მოიარა. მისთვის მოგზაურობა, ისევე როგორც ბევრი ადამიანისთვის, ერთი სიამოვნებაა. ამჟამად თამთა თბილისშია და მარტის ბოლოს ანსამბლ „ქართული ლეგენდა სამაიასთან“ ერთად ისევ გეგმავს გამგზავრებას.


თამთა გოგუაძე: 2008 წლის სექტემბრიდან უცხოეთში ხშირად დავდივარ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში, ისევ მივდივარ. ეს ყველაფერი კი იმას უკავშირდება, რომ ანსამბლ „ქართული ლეგენდა სამაიას“ ერთ-ერთი წევრი ვარ. ძალიან ბევრი გასტროლები გვაქვს და თითქმის სულ უცხოეთში ვართ. უკვე სამი კონტინენტი შემოვიარეთ.

– ყველაზე მეტად რა გიყვარს მოგზაურობის დროს?

– ყველაზე მეტად იცი, რა პროცესი მიყვარს? თვითმფრინავიდან რომ ჩამოვალ, ბარგს ავიღებ, კარი გაიღება და აეროპორტიდან გავდივარ. ვგიჟდები, ამ მომენტზე. სხვა გარემოში მოხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. ასევე ძალიან მსიამოვნებს უცხო ქალაქის დათვალიერება, სეირნობა მის ქუჩებში და რაც მთავარია, ძალიან მიყვარს შოპინგი. ამ ყველაფერს ერთმანეთს ვუთავსებ. თუ მაღაზიებისთვის დრო არ მაქვს, მაშინ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.

– შენს შოპინგებზე ლეგენდები დადის. თბილისიდან ერთი ჩემოდნით თუ მიდიხარ, უკან ათით, ან მეტით ბრუნდები.

– ჭკუა ვერ ვისწავლე, რომ აქედან ცოტა რამ წავიღო. უცხოეთში ყოფნისას, რასაც იქ ვყიდულობ, მაინც იმას ვიცვამ. რა ვქნა, შოპინგის მანია მჭირს, ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. მიყვარს ჩემი შვილისთვის, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის სხვადასხვა საჩუქარი რომ ჩამომაქვს. ისე მიყვარს ეს პროცესი, შემიძლია, სხვისთვის უფრო ბევრი რამ ვიყიდო საჩუქრად, ვიდრე ჩემთვის.

– ყველაზე დიდ თანხას შოპინგის დროს რაში ხარჯავ?

– არ ვიცი, რაც მომეწონება, ყველაზე დიდ თანხას იმაში ვხარჯავ – ალბათ, მაინც ფეხსაცმელში. მაგალითად, ჰოლანდიიდან 12 წყვილი ჩამოვიტანე.

– ამჯერად სად მიემგზავრები?

– 29 მარტს ფესტივალზე მივდივართ ბაჰრეინში, სადაც საქართველოს წარმოვაჩენთ. ბაჰრეინიდან ჩამოსვლის შემდეგ, ზუსტად ერთ თვეში, ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიქნებით. ძალიან კი მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ დიდი ხნით განშორება შვილთან და ოჯახის წევრებთან, ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

– მოგზაურობის დროს რა გიქმნის კომფორტს და დისკომფორტს?

– კომფორტს ძალიან ბევრი რამ მიქმნის, მათ შორის კარგი სასტუმრო და დიდი სივრცე. რადგან შიმშილობა არ შემიძლია, თავისთავად კომფორტს კარგი კერძების მირთმევაც მიქმნის. თუმცა, ყველა ქვეყნის სამზარეულოს ვერ ვიღებ... თუ ეს ყველაფერი არ მაქვს, ეს უკვე დისკომფორტია. ჩემთვის პირობები მნიშვნელოვანია. უკომფორტობას არ ვარ მიჩვეული და მინდა, თავი ყველგან კარგად ვიგრძნო.

– რომელი ქვეყნის კერძები უფრო მოგწონს?

– საჭმელები უფრო დუბაიში მომეწონა, რადგან აზიური სამზარეულო აქვთ და ჩვენს კერძებს წააგავს. ევროპაში ამ მხრივ ცოტა დისკომფორტი მაქვს. ისინი ძირითადად მშრალ კვებაზე არიან, მე კი ყოველდღიურად მსგავსი კერძები არ მიყვარს. პეტერბურგში ყოფნის დროს, ძალიან ვისიამოვნეთ. ქართულ რესტორანში წაგვიყვანეს, სადაც მზარეულები და მიმტანებიც კი ქართველები იყვნენ. თავი საქართველოში მეგონა.

– ეგზოტიკური კერძები თუ გიყვარს?

– არა. ეგზოტიკური კერძები არასდროს მიჭამია და არც მაქვს გასინჯვის სურვილი. სანამ არ დავრწმუნდები, რას ვჭამ, იმ კერძს არასდროს გავსინჯავ. აქედან გამომდინარე, ისიც გამორიცხულია, რომ შემთხვევით დავაგემოვნო.

– სულ რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

– ბავშვობაში 2 ქვეყანაში ვიყავი, ხოლო ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რვაში, ზოგან რამდენჯერმეც. საფრანგეთში ნაპოლეონის სასტუმროში ერთი კვირა ვცხოვრობდით. იმ სასტუმროშივე იყო დარბაზი, სადაც ორი კონცერტი ჩავატარეთ. ნაპოლეონის სასტუმროში ცხოვრება ძალიან კარგი იყო და საოცრად ამაღლებული გრძნობა მქონდა. ლიბანში ძალიან მეშინოდა წასვლა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიყავით მექსიკაშიც, სადაც საერთაშორისო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ტემპერამენტიანი ხალხი ცხოვრობს იქ. სამაგიეროდ, საშინლად მახსენდება მექსიკაში გაფრენა, რადგან 19 საათი ცაში ვიყავით, 4 თვითმფრინავი გამოვიცვალეთ. ეს რაღაც კატასტროფა იყო ჩემთის. ასევე ვიყავით რუსეთში, ჰოლანდიაში, დუბაიში, ახლახანს კი სტამბულიდან ჩამოვედით. წინ ძალიან ბევრი ტურნე გვაქვს. წავალთ ამერიკაში. ბევრი აზიური ქვეყანაა დაგეგმილი. მიხარია ასეთ კარგ კოლექტივში რომ მოვხვდი. ყველანი ძალიან კარგები არიან და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. თან მომღერალი გოგო მარტო მე ვარ. შოუ ჩემით იწყება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

– ალბათ, ძალიან განებივრებენ.

– კი ანსამბლის წევრები მართლაც მანებივრებენ.

– გეთანხმები, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ. საინტერესოა უცხო ქვეყანაში რომელიმე ცნობილ ადამიანს თუ შეხვდი შემთხვევით?

– შარშან საფრანგეთში ორი თვით ვიყავით წასულები. საახალწლო პროგრამა, ცენტრალური ტელევიზიის ეთერში, ჩვენმა ანსამბლმა გახსნა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ამ გადაცემაში ცნობილი ფრანგი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი, ვინც ვნახეთ, კაროლ ბუკე იყო. ეს მსახიობი ყველას კარგად ახსოვს. საფრანგეთში ყოფნის დროს მე არა, მაგრამ ჩვენმა ერთ-ერთმა მომღერალმა ალენ დელონი ნახა „მაკდონალდსთან“. ძალიან დამწყდა გული მე რომ ვერ ვნახე.

– უცხო ქალაქში თუ დაკარგულხარ?

– კი, საფრანგეთში დავიკარგე. პარიზის მაღაზიებში გასეირნება გადავწყვიტეთ, შემოგვაღამდა და მერე გზა ვეღარ გავიკვლიეთ. თითქოს ყველა ქუჩა ერთმანეთს ჰგავდა. ბოლოს ვიღაც კაცი დაგვეხმარა და მიგვიყვანა ტელევიზიამდე.

– როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრს მოგზაურობ, გაქვს უამრავი კონცერტი. შესაბამისად, ანაზღაურებაც – მშვენიერი. ახლახან საკუთარი ჰონორარით მანქანა შეიძინე.

– საკუთარი ჰონორარით უკვე მესამე მანქანა შევიძინე. პირველი „ბეემვე“ იყო, მერე პატარა „რავ 4,“ სულ ახლახანს კი დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე და „ნისან მურანო“ ვიყიდე. რამდენიმე დღეა, ახალი მანქანით დავდივარ და ძალიან მომწონს. თან იშვიათი ფერია (აგურისფერი), სულ რამდენიმეა თბილისში.

– ერთ-ერთი ლელა მესხს ჰყავდა.

– ვიცი, მანქანა ლელა მესხისგან ვიყიდე. ჩემთვის 27 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო და ჩემი ოცნება ახდა. ძალიან მინდოდა, კარგი, ლამაზი მანქანა.

– პრინციპში, წარმატებული ადამიანისგან შეძენილი ნივთი, ალბათ, წარმატების მომტანი იქნება.

– კი, რა თქმა უნდა.

– უცხოეთში თუ გივლია მანქანით?

– არა, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მაქვს. ანტალიაში დიდი ხნით მივდივართ, ისიც კი ვიფიქრე, მანქანა ხომ არ წამეყვანა. ვნახოთ.

– რამდენიმე ხნის წინ თქვენი ხელმძღვანელის და პროდიუსერის, პასკალის ნათესავი გახდი. მისმა შვილმა ქართველი გოგონა შეირთო ცოლად, რომლის მეჯვარეც შენ იყავი. სად შედგა ჯვრისწერა?

– ჯვარი საქართველოში დაიწერეს. ჯერ პასკალის შვილი, ემილიანი სამებაში მოვნათლე და გავაქრისტიანე. მერე კი ჯვრისწერაც ჰქონდათ და მისი ცოლის მეჯვარე ვიყავი. სანამ ემილიანს და დიანას ერთმანეთი შეუყვარდებოდათ, მე და დიანა ვმეგობრობდით და გასტროლების დროს სასტუმროში ყოველთვის ერთ ოთახში ვცხოვრობდით.


скачать dle 11.3