რობერტ სტურუა რუსეთში სპექტაკლს დგამს
რობერტ სტურუა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთ თეატრში სპექტაკლს დგამს. შექსპირის „ქარიშხლის“ დასადგმელად დიდი მაესტრო უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთში იმყოფება. სპექტაკლში, როგორც ამბობენ, ერთ-ერთ მთავარ როლს კალიაგინი თამაშობს. ეს ის მსახიობია, რომელმაც ოსების მხარდასაჭერად ორი სპექტაკლი გააკეთა. როდის იქნება სპექტაკლის პრემიერა და ვინ არიან სხვა მსახიობები, ჯერჯერობით უცნობია.